დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110222023, 01/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240090000.35.134.016022 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 15 თებერვალი
დ. ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანამდებლო მაცნე V; №58; 02.12.10 წ; მუხ. 1725) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აუქციონის საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვროს:
ა) დაბა ქედის ტერიტორიაზე – 10 ლარი;
ბ) „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრი არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 7 ლარი;
გ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებებში (გარდა დაბა ქედისა) – 5 ლარი;
დ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ დასახლებათა შორის არეალებში – 3 ლარი“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებული იქნას.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავჯდომარე ბ. დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები