დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.140.016005 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2011 - 03/02/2012)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 21 თებერვალი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №4 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ.”
3. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. დაბა ასპინძის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალიწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
ბ) IMG დაბა ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27.
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1 (რადგან დაბა ასპინძაში ზონირება არ ხორციელდება).
დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია.
ე) K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის100.
| IMG | ITL | C | K | CN |
|
0,27 |
1 |
0,24 |
100 |
6,48 |
2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ასპინძაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.
4. მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და შეადგენს 25,92 ლარს.
5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30% ოდენობით და იგი შეადგენს 1,944 ლარს.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 100% ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები