„საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის №116/42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის №116/42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25/42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 21/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320000.20.013.016004
  • Word
25/42
21/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
010320000.20.013.016004
„საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის №116/42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №25/42

2011 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის №116/42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.             ,,საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის №116/42 ბრძანებით (სსმ III, 13.03 2009 წ., №29, მუხ. 361) დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :

1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს კონტროლის პალატაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წეს ით ან მის გარეშე , კონტროლის პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“;

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. სტაჟიორთა ლიმიტს განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.“;

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აუდიტორ -სტაჟიორობის კანდიდატმა საქართველოს კონტროლის პალატაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);

დ) სამოტივაციო წერილი;

ე) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი;

ვ) რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული ფოტოსურათი (ბიომეტრიული).“;

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუდიტორ -სტაჟიორთა კონკურსის წესით მიღების შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარ გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების თაობაზე.

 2. კ ონკურსის ჩატარების ფორმებს, პირობებს, პროგრამას, დროს და ადგილ განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, თუ კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

3. კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კონკურსის პროგრამას და პირობებს;

ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;

გ) იმ თანამდებობის დასახელებას, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

5 . კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.“;

6. მე -12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ერთკვირიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან.

2. აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსზე დასაშვებ პირთა შერჩევა კომისია ახორციელებს კანდიდატთა მიერ მე -10 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, მათი სისრულის) შესწავლისა და შეფასების საფუძველზე.

3. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.“;

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

,, 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

2. ერთეტაპიანი კონკურსი ან კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს ერთი კვირისა, ხოლო რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის მომდევნო ეტაპი – წინა ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.

3. აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში თითოეული ეტაპის) ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს 2 დღით ადრე მაინც.

4. კომისი კონკურსის (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში თითოეული ეტაპის) დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატს შედეგებს.

5 . აუდიტორ-სტაჟიორი უფლებამოსილია, კონკურსის (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში თითოეული ეტაპის) შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში კომისიას წარუდგინოს საჩივარი, რომელსაც კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 დღის ვადაში.

6. რამდენიმე ეტაპიანი კ ონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წინა ეტაპს.“;

8. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს;

9. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია გამოავლენს იმ აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.“;

ბ) მე -3, მე -4 და მე -5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

10. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. საქართველოს კონტროლის პალატაში აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება ექვსი თვით.

2 . აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.

3 . აუდიტორ-სტაჟიორს სტაჟირების ვადით კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.

4 . კონტროლის პალატის თავმჯდომარე სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს კონტროლის პალატის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც აუდიტორ-სტაჟიორი გადის სტაჟირებას.

5 . სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია აუდიტორ-სტაჟიორს განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.

6 . აუდიტორ-სტაჟიორი, რომელიც სტაჟიორად დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატაში მისი თანხმობითა და კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს ერთი აუდიტის დეპარტამენტიდან მეორეში, ან ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში და პირიქით.

7 . აუდიტორ-სტაჟიორს კომისიის თავმჯდომარე განუსაზღვრავს სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ პროგრამას.“;

11. მე -19 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს მას ინფორმაცია სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“.

12. მე -20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, სტაჟირებას კოორდინაციას უწევს კომისია, რომელიც ვალდებულია, სტაჟირების პერიოდში ერთხელ მაინც, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აუდიტორ-სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, წარუდგინოს ინფორმაცია კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.“;

13. 21 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 . სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;

გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, აუდიტორ-სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს კონტროლის პალატაში ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კომისიის წინადადების საფუძველზე.

 4 . ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებ გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

 5 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის უფლებამოსილ მოსამსახურეს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.“;

14. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიას აუდიტორ -სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების თაობაზე;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების თაობაზე.“;

15. 24 - მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“.

16. 25 - მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორთა კონკურსის წესით მიღებაზე ვრცელდება ამ დებულების მე -3 თავით კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი შესაბამისი რეგულაციები.

2. სტაჟირებაზე დაშვების შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.“;

17. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს .

18. 33 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ბეჟაშვილი