„საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016019
  • Word
2-31
22/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
340170000.22.032.016019
„საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-31

2011 წლის 22 თებერვალი

. თბილისი

„საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებით დამტკიცებულ საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესში (სსმ III, 27.11.2007 წ., №167, მუხ. 1847) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საინსპექციო კონტროლის მიზნით ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს სამტრესტი“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში.;

ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ნიმუშების შემოწმების მიზნით სამტრესტი“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია  შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს 3 ნიმუში და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს, შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღებული 3 ნიმუშიდან ერთ-ერთი ნიმუში რჩება იმ ობიექტზე, სადაც წარმოებდა ნიმუშის აღება, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება..

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.       

ბ. კვეზერელი