"საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2–165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016020
  • Word
2-32
22/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
340170000.22.032.016020
"საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2–165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-3 2

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„ საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2 -165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2-165 ბრძანებით (სსმ III, 24.10.2007 წ., მუხ. 149, №1662) დამტკიცებულ „ საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობები და წესებიში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 18. თუ დისტრიბუტორ/რეალიზატორი თვლის ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სარეალიზაციო სურსათი შესაძლოა მავნებელი იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის, იგი ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოახსენოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც უკვე იქნა მიღებული საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად.“

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი წინამდებარე წესებზე

წინამდებარე წესების დაცვაზე მონიტორინგს, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი