დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის განათლებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის პროგრამა (2004-2007) | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/07/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 07/10/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 28/07/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000191 |
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის განათლებისა და კულტურის დარგში
თანამშრომლობის პროგრამა
(2004-2007)
პრეამბულა
საქართველოსა და ესპანეთის მთავრობები გამოხატავენ რა, ორმხივ მისწრაფებასა და ინტერესებსს, განავითარონ თანამშრომლობა ორ სახელმწიფო შორის განათლებისა და კულტურის სფეროში, სურთ რა, შეიტანონ წვლილი ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის კავშირების განმტკიცების პროცესში, 1993 წლის 11 მარტს მადრიდში ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, შეთანხმდნენ ხელი მოაწეროს 2004-2007 წლებში განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ პროგრამას.
1. განათლება
თანამშრომლობა განათლების სფეროში
მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
მხარეები შეთავაზებენ ერთმანეთს ორი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი შესაბამისი ენების გავრცელებასა და პოპულარიზაციას.
საქართველოს მხარე, ესპანური ენის პოპულარიზაციის მიზნით, ხელს შეუწყობს ესპანური ენის შემსწავლელი სასწავლებლების რაოდენობის ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ი.ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშჳ ფუნქციონირებს ესპანური ენისა და ლიტერატრუის კათედრა, სადაც ამზადებენ პედაგოგებს აღნიშნული სასწავლებლებისათვის. ზემოხსენებული კათედრა სარგებლობს სახელმწიფო მხარდაჭერით.
ესპანეთის მხარე, კერძოდ კი, ესპანეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დადებითად აფასებს ქართული მხარის ინტერესს ესპანური ენის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, ესპანური მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას ესპანური ენის სასწავლო პროექტებისა და პროგრამების მომზადებაში.
ესპანეთის მხარე ხელს შეუწყობს ესპანური ენის მასწავლებელთა მონაწიელობას ენის კვალიფიკაციის ამაღლების კუსებში. ესპანეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავისი ბიუჯეტის გათვალისწინებით, 2005-2006 სასწავლო წლისათვის საქართველოს მხარეს სთავაზობს ორ სტიპენდიას ესპანური ენის მასწავლებელთათვის ზაფხულის პერიოდში ესპანეთის უნივერსიტეტებში ენის კურსების გასავლელად. სასურველია, ზემოხსენებული მასწავლებლები იყვნენ არა უნივერსიტეტების, არამედ სხვა სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლები. აღნიშნული კურსების პირობები ცნობილი გახდება საქართველოში ესპანეთის სამეფო საელჩოს (რეზიდენციით მოსკოვში ), მეშვეობით.
1.2.ორმხრივი შეხვედრები
მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის განათლების სისტემის შესაბამის უწყებათა შროსი შეხვედრების ორგანიზებას, ასევე, მხარეები განავითარებენთანამშრომლობას სკოლებს, ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, და კვლევით ცენტრებს შორის.
ამასთან დაკავშირებით, მხარეეები გამოხატავენ დაინტერესებას, რომ მოცემული პორგრამის მოქმედების ფარგლებში საქართველოს მხარის მიერ წარდგენილი ორკაციანი დელეგაცია გაემგზავროს ესპანეთში ქვეყნის მოზრდილთა განათლების სისტემის გასაცნობად. აღნიშნული ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
1.3. ინფორმაციისა და გამოცემის ურთიერთგაცვლა
მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ თითოეული ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. მხარეების დიპლომატიური ან სხვა შესაბამისი არხების საშუალები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, პროგრამების, პუბლიკაციების, წიგნების, ასევე აუდიოვიზუალური მასალების ურთიერთგაცვლას სკოლი სისტემების, პროგრამებისა და სასწავლო მეთოდიკის ურთიერთგაცნობის მიზნით.
1.4. გაცვლები
პროგრამის მოქმედებისას, ყოველწლიურად მხარეეები ხელს შეუწყობენ მაქსიმუმ ორი მასწავლებლის ან/და განათლების სიტემის ექსპერტთა ურთიერთგაცვლას. რათა განავითარონ კონტაქტები ორი ქვეყნის შესაბამისი განათლების სისტემის უკეთ გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე გაეცნონ საერთო ინტერესის მქონე საგანამანათლებლო კვლევით სფეროებს. აღნიშნული ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ (15) დღეს.
მხარეები ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლას. საქართველოს მხარე მზად არის მიიღოს საშუალო სკოლის ათი მოსწავლისა და ორი მასწავლებლისაგან შემდგერი ჯგუფი საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში.
1.5. უმაღლესი განათლება
1.5.1. ორივე მხარე აღიარებს მთავარ დებულებას, რომ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოებების განვითარებას ეკონომიკურ, ტექტნოლოგიურ და განათლებსი სფეროებში და აუცილებლად მიიჩნევს ურთიერთობების განვითარებასა და გამყარებას მესამე ციკლის განათლების სფეროში. ამრიგად, ორივე მხარე გამოხატავს სურვილს ითანამშრომლოს და გაუზიაროს გმოაცდილება უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების სწავლების მეთოდიკისა და შეფასების სფეროებში.
1.5.2. მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას ინფორმაციის, მოსწავლეებისა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლის გზით.
1.5.3. საქართველოს მხარე სთავაზობს ესპანეთის მხარეს ესპანეთის უმაღლესი განათლების ერთ-ერთ დაწესებულებაში ქართველოლოგიის სფეროში სწავლების კურსის გახსნას.
1.5.4. საქართველოს მხარე ესპანური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მზად არის საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებაში დააწესოს ,,სერვანტესის” სახელობის სტიპენდია.
1.6. სადოქროტო სწავლება და უნივერსიტეტის მასწავლებელთა ენის საკვალიფიკაციაო კურსები
ესპანეთის მხარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნივერსიტეტებთან ერთიერთობის მთავარი სამმართველო აცნობებს საქართველოს მხარეს პროგრამის ,,ეროვნული დახმარება ესპანელ და უცხოელ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართათვის” არსებობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უნივერსიტეტის ლექტორებისა და მეცნიერების მივლინებას ესპანეთში გამოცდილების მისაღებად და კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად მინიმუმ სამი (3) და მაქსიმუმ თორმეტი (12) თვის ვადით. ასევე, ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატების მივლინებას ესპანეთში მინიმუმ ცხრა (9) და მაქსიმუმ თვრამეტი (18) თვის ვადით.
ამასთანავე, ესპანეთის მხარე, კერძოდ, უნივერსიტეტებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ფორმაციის ეროვნული პროგრამის ჩარჩოში ესპანეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს, (სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლების დიპლომი) რომლებმაც დაამთავრეს განათლების მეორე ციკლი და სურთ აირჩიონ თავიანთი პროფესიონალური საქმიანობა განათლებისა ან მეცნიერების სფეროში, სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ სტიპენდიანტთა კონკურსში.
2. სტიპენდიები და ლექტორები
2.1. სტიპენდიები
2.1.1. ესპანეთის სტიპენდიები
საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო-საერთაშორისო თანამშრომლობის ესპანური სააგენტო, სთავაზობს MAEC-AECI-ის სტიპენდიებს, როგორც უცხო ქვეყნის, ასევე ესპანეთია მოქალაქეებს, აღნიშნული სტიპენდიები ატარებს წლიურ, ცალმხრივ და ღია სახის ხასიათს და ყოველწლიურად ითვალისწინებს სხვადასხვა სტიპენდიებს განსაზღვრულს ახალგაზრდა სტუდენტებისათვის, კურსდამთავრებულებისათვის 33 წლამდე, თანახმად წარმოდგენილი პროგრამისა.
ზემოაღნიშნული პროგრამის თანახმად, სტიპენდიები უცხოელი მოქალაქეებისათვის იყოფა ზაფხულისა და მოკლევადიან მიზნობრივ სტიპენდიებად (1-3 თვემდე), რომლებიც განკუთვნილია ესპანურ უნივერსიტეტებში ესპანური ენისა და კულტურის შესასწავლად და აგრეთვე უცხოელი ესპანისტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ესპანეთშჳ კვლევითი პროგრამის განხორციელებით და გრძელვადიან, აკადემიურ სტიპენდიებად, რომელიც განკუთვნილია ესპანეთის უნივერსიტეტებსა და უმაღლესი განათლების ცენტრებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ეს სტიპენდიები განკუთვნილია აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს ასპირანტურაში, დოქტურანტურასა და პოსტ-დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელება. (სტიპენდიების ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი წლის ვადით გახანგრძლივების საშუალებით. სამი წლის ვადით სტიპენდიის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დოქტურანტურაში მოსწავლე სტუდენტებისათვის).
ზემოაღნიშნული სტიპენდიები ატარებს ყოველწლიურ, ცალმხრივ და ყველა ქვეყნისათვის ღია ხასიათს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია ინტერნეტ გვერდზე ,,www.becasmae.es” MAEC-AECI-ის სტიპენდიების წლიური განაცხადი ძალაში შედის ყოველი წლის ბოლო სემესტრის დროს, საზაფხულო სწავლებისა და შემდგომი ერთწლიანი აკადემიური კურსის განსახორციელებლად.
2005 წლის ზაფხულისათვის და 2005-2006 წლების აკადემიური კურსის განაცხადი გამოქვეყნდება სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტში (BOE) 2004 წლის 11 ოქტომბერს.
ესპენათის მხარე მიაწვდის საქართველოს წარმომადგენლებს ზემოხსენებული განაცხადის ასლს აღნიშნული პროგრამის გავრცელების მიზნით შესაბამის სასწავლებლებისა და დაინტერესებული პირებისათვის. ,,www.becasmae.es” მუდმივმოქმედი ინტერნეტ გვერდია და ინტერნეტის საძიებელი სისტემა ,,COLON“-თან ერთად დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ მოიძჳონ დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების, პროგრამებისა და ასევე ესპანეთის ყველა უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი ცენტრების მიერ ასპირანტებისათვის შემოთავაზებული სწავლების პროგრამის შესახებ.
შესარჩევი კონკურსის დასრულების მიზნით, ესპანეთის მხარე, საქართველოში ესპანეთის სამეფოს სალჩოს (რეზიდენციით მოსკოვში) საშუალებით სთვაზობს მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ოფიციალურ პირებს ქარ[ტელი სტიპენდიანტების წინასწარი შერჩევი პროცედურაში, რისთვისაც ესპანეთის მხარე გამოუგზავნის ქართულ მხარეს ,,კოდს”, რომლის საშუალებით ქართული მხარე შეძლებს ინტერნეტის მეშვეობით ქართველ კანდიდატთა მონაცემთა გაცნობას.
ქართველი კანდიდატებისათვის MAESI-ის სტიპენდიების განაცხადის შესახებ საქართველოს მხარე ინფორმირებული იქნება დიპლომატიური არხების მეშეობით.
2.1.2. საქართველოს სტიპენდიები
საქართველოს მხარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ესპანეთის მხარეს ყოველწლიურად სთავაზობს ერთ სტიპენდიას ესპანელი სტუდენტისათვის (თვიურად 150-200 ლარი) და ერთ სტიპენდიას ესპანელი ასპირანტისათვის (თვიურად 150-200 ლარი). გარდა ამისა, საქართველოს მხარე მათ უზრუნველყოფს საცხოვრებელით.
საქართველოს მხარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ესპანეთის მხარეს ყოველწლიურად სთავაზობს ერთ სტიპენდიას (140 ლარი თვიურად) ესპანელი ლექტორისათვის, რომელიც მოწვეული იქნება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზემოაღნიშნული ლექტორი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით.
საქართველოს მხარე მიაწვდის ესპანურ მხარეს ინფორმაციას საქართველოს სტიპენდიების შესახებ, რათა ესპანეთის მხარემ აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს ინტერნეთ გვერდის ,,www.becasmae.es”-ს შესაბამის გვერდზე სახელწოდებით ,,სხვა ქვეყნის სტიპენდიები”.
2.2. ლექტორები
2.2.1. ესპანური ენის MAEC-AECI-ის ლექტორები საქართველოში
ესპანური ენისა და კულტურის MAEC-AECI-ის ლექტორთა პროგრამა სარგებლობს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში არსებული ესპანური დეპარტამენტების (ცენტრების) მხარდაჭერით. ლექტორების მიერ ხელი ეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიური კვლევის განვითარებასა და კონსოლიდაციას საშუალო ან ხანგრძლივი პერიოდით. მემორანდუმის მოქმედების მინიმალური ვადა განსაზღვრული იქნება სამი ან მაქსიმუმ ცხრა კურსის მსვლელობის პერიოდით. AECI-ს, (საერთაშორისო თანამშრომლობის ესპანური სააგენტო) საელჩოს ან უნივერსიტეტის დახმარებით, ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს წერილობითი მიმართვით შეცვალოს მემორანდუმში გათვალისწინებული ვალდებულებები.
ესპანური მხარე სთავაზობს საქართველოს მხარეს საქართველოს უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში არსებული ესპანური ცენტრების განვითარების მიზნით, ,,ურთიერთგაგების მემორადნუმის” ხელმოწერას საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის (რეზიდენციით მოსკოვში), და შესაბამისი უნივერსიტეტისა თუ ინსტიტუტის რექტორის მიერ. აღნიშნული მემორანდუმი შეთანხმებული იქნება საერთაშორისო ესპანური სააგენტოსა და შესაბამისი ქართული უნივერსიტეტის მიერ.
ესპანეთის მხარე აცნობებს ქართულ მხარეს თბილისში, ილ.ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში MAEC-AECI-ის ლექტორთა მოღვაწეობის ან საქმიანობის შესახებ, რომელთაც კოორდინაციას უწევს კულტურულ და სამეცნიერო ურთიერობათა მთავარი სამმართველო.
3. კულტურული ცენტრები
3.1. სერვანტესის ინსტიტუტი
ესპანური მხარე იუწყება, რომ სერვანტესის ინსტიტუტი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომლის მთავარი მიზანია ესპანური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშჳ. სერვანტესის ინსტიტუტი დაფუძნებულია საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ 7/1991 21 მარტის კანონის თანახმად.
3.1.1. ,,ესპანური ენის დიპლომი, ესპანური ენა, როგორც უცხო ენა” (DELE)
1137/2002,31 ოქტომრბის სამეფო კანონმდებლობის თანახმად, DELE არის ,,ესპანური ენის დიპლომი, ესპანური ენა, როგორც უცხო ენა”. ერვანტესის ინსტიტუი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია აკადემიურ, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საკითხებზე და აგრეთვე ზემოხსენებული ოფივციალური დიპლომების გაცემაზე. დიპლომების მინიჭება ხდება, როგორც ესპანეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ასევე სერვანტესის ინსტიტუტის (მისი კომპეტენციის ფარგლებში) ხელმძღცანელის მიერ. სერვანტესის ინსტიტუტი ხელს უწტობს საქართველოში ესპანური ენის, DELE-ს გამოცდის ჩატარებას, DELE-ს დიპლომის მიღების მიზნით.
DELE-ს გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სერვანტესის ინსტიტუტს შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებებს უნივერსიტეტებთან, ინსტიტუტებთან და ესპანურენოვან ცენტრებთან. ესპანური მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს უნივერსიტეტების, ინსტიტუტების და ქართული ცენტრების თანამშრომლობას სერვანტესის ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს მათი, როგორც საგამოცდო ცენტრებად აღიარება. ევროპის საბჭოს 2001 წლის შესაბამისი სასწავლო დადგენილების თანახმად ენების სწავლების, შესწავლის და მათი გავრცელების შესახებ, ესპანეთის მხარე მხარდაჭერას სთხოვს საქართველოს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული დიპლომის, როგორც ოფიცილაური ესპანური ენის სერთიფიკატის აღიარებისა და დადასტურებისათვის.
ესპანური მხარე ატყობინებს ქართულ მხარეს, რომ DELE-ს დიპლომებმა განიცადეს სახელწოდების ცვლილება, ამჟამად არის შემდეგი სახის: ესპანური ენის დიპლომი(საწყისი დონე), ესპანური ენის დიპლომი (საშჲალო დონე), ესპანური ენის დიპლომი (უმაღლესი დონე). ესპანური მხარე ქართულ მხარეს სთოვს, მხედველობაში იქონიონ ეს ცვლილება შესაბსმისობასთან მიმართებაში.
3.1.2. სერვანტესის ინსტიტუტის, ესპანური ენის ვირტუალური ცენტრი
ესპანური მხარე სთხოვს ქართულ მხარეს, აცნობოს თავის უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებს, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებსა და უწყებებს ესპანური ენის, როგორც ვირტუალური ენის ცენტრის (AVE-Aula Virtual de Espanol), ინტერნეტში www.cervantes.es ვებ გვერდის არსებობის შესახებ; აღნიშნული ვებ-გვერდი მკითხველს სთავაზობს ესპანური ენის შემსწავლელ კურსებს; და ასევე ამცნობს სერვანტესის ვირტუალური ცენტრის არსებობის შესახებ, რომელიც ესპანისტებს სთავაზობს სხვადასხვა ინფორმაციასა და მომსახურებას. ეს ინფორმაცია განკუთვნილია ესპანური ენის მასწავლებლების, სტუდენტების, თარჯიმნებისა და ჯურნალისტებისათვის და საერთოდ, ნებისმიერი ოირისათვის, რომელიც დაინტერესებულია ესპანური ენისა და კულტურის შესწავლით.
3.1.1. სერვანტესის ინსტიტუტში არსებული ცენტრები
ესპანური მხარე იუწყება, რომ სერვანტესის ინსტიტუტს გააჩნია აკრედიტაციის სისტემა, რომელიც გამიზნულია ესპანური ენის სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად იმ დაწესებულებებჳშ, რომელთა მთავარ ან დამატებით საქმიანობას წარმოადგენს ესპანური ენის, როგორც უცხო ენის სწავლება.
სერვანტესის ინსტიტუტს, ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, შეუძლია მიანიჭოს სასწავლო დაწესებულებას ,,სერვანტესის ინსტიტუტთან ასოცირებული ცენტრის” სტატუსი და მიაწოდოს მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის სისტემა, რომელიც განკუთვნილია იმ სასწავლო ცენტრებისათვის, რომლებიც მიიღებენ ამ აკრედიტაციას.
4. კულტურა
4.1. კულტურული თანამშრომლობა
თანამშრომლობა ამ სფეროში ეყრდნობა რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უნდა განმტკიცდეს ერთობლივი კულტურუილი პროექტებისა და ურთიერთგაცვლის მეშვეობით, რისთვისაც მხარეები თანხმდებიან:
ა) ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის გამოფენებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას;
ბ) ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის კულტურულ დაწესებულებათა შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის განვითარებას;
გ) ხელი შეუწყონ ხელოვნების, მუსიკის, თეატრის, ლიტერატურის, არქივების, ბიბლიოთეკების, კინემატოგრაფიის და ა.შ. სფეროში განხორციელებულ შეხვედრებში ქართველი და ესპანელი ექსპერტების ორმხრივ მონაწილეობას.
4.2. კულტურის კვირეულები
მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთ ქვეყნებში კულტურის კვირეულების განსაკუთრებით კინოკვირეულების ორგანიზაციას.
4.3. კინო
ესპანეთის მხარე აცნობებს ქართულ მხარეს, რომ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობათა მთავარი სამმართველოსა და საერთაშორისო თანამშრომლობის ესპანური სააგენტოს პროგრამის ,,ესპანური კინო უცხო ქვეყნებში” გათვალისწინებით, მიაწვდის ქართულ მხარეს კინოფილმებს, მათი არაკომერციული ჩვენებისათვის. ქართული მხარესათვსი კინოფილმების გადაცემა მოხდება საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს (რეზიდენციით მოსკოვში) მეშვეობით.
4.4. ინტელქტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები
ორივე მხარე ითანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში, თავიანთი ქვეყნების შესაბამისი უწყებების ფარგლებშჳ. შეძლებისდაგვარად განხორციელდება ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და საერთო ძალისხმევის საფუძველზე შემუშავდება ახალი მექანიზმები (მულტიმედია, ციფრული ტექნოლოგიებით მონაცემთა გადაცემა) ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის საქმეში.
4.5. წიგნი
მხარეები მხარს დაუჭერენ იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მწერლების გაცვლას, ასევე ესპანეთის მხარე ატყობინებს ქართულ მხარეს ესპანეთის კულტურის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული დახმარების პროგრამის შესახებ. დახმარების პროგრამის მიზანია ესპანელ მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომების თარგმა და გამოქვეყნება უცხო ენაზე.
4.6. არქივები
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
ა)პუბლიკაციათა (მეგზურთა, კატალოგთა, ინვენტართა და ა.შ.) ურთიერთგაცვლა;
ბ) პროფესიონალთა ურთიერთგაცვლა;
გ) დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვა, რესტავრაცია და მიკროფილმებზე გადატანა;
დ)საქართველოსა და ესპანეთის ისტორიულ წყაროთა მეგზურის ერთობლივი დამუშავება;
ე) ორი ქვეყნის ლინგვისტური რეალობის ამსახველ დოკუმენტთა გამოფენის ორგანიზება.
ვ) შესაბამის სახელმწიფო საარქივო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვიტარება;
ზ) თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა ორი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო საარქივო უწებებს შოორის თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით.
4.7. ეროვნული ბიბლიოთეკები
4.7.1.ორი ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკები ხელს შეუწყობენ წიგნთან დაკავშირებული დაწესებულებების თანამშრომლობის განვითარებას და სთავაზობენ შემდეგს:
ა) ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუმეტაციების სფეროში თანამშრომლობასა და ბიბლიოთეკებში ახალი ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარება;
ბ)საფუძველი დაედოს ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუნეტაციის სფეროში თანამშრომლობასა და ბიბლიოთეკებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ გამოცდილების გაზიარებას, პროგრამის მოქმედების პერიოდში ესპანური ენის მცოდნე ბიბლიოთეკარის ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივლინების ჩათვლით; ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს ესპანური ენის მცოდნე ბიბლიოთეკარის კვალიფიკაციის ამაღლებას, ამასთანავე ესპანეთის მხარე აცნობებს ქართულ მხარეს, რომ ბიბლიოთეკარის ცხოვრებისა და მგზავრებობის ხარჯებს გაიღებს წარმგზავნი მხარე.
4.7.2. ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა დაინტერესებულია ინფორმირებულ იყოს ესპანეთის შესახებ საქართველოშჳ განხორციელებული გამოცემებისა და ესპანელი თუ ლათინოამერიკელი ავტორების ნაწარმოებათა თარგმნისა და გამოცემების შესახებ; ამასთანავე, დაინტერესებულია ლათინოამრეიკელი ავტორების ნაწარმოებათა გაცვლით ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან.
4.7.3.შესაბამისი ბიბლიოთეკების ექსპერტების გაცვლასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ:
ა) ხელი შეუწყონ ექპსერთა ურთიერთგაცვლას ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის კონკრეტული ასპექტების გაცნობის მიზნით;
ბ) შესთავაზონ ექპსერტთა ურთიერთგაცვლა შემდეგ სფეროებში; ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია, დოკუმენტთა შენახვისა და ფორმატთა გამოყენების ტექნიკა, საერთაშორისო ნორმები და ახალი ტექნოლოგიები.
4.8. საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები
4.8.1. მხარეები თავიანთი ქვეყნების შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებენ საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში არსებული საერთო ისტორიულ-კულტურული ინტერესის მქონე ნაწარმოებთა რეპროდუქციებისა და მიკროფილმების ურთიერთგაცვლას.
4.8.2. მხარეები ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკების ექსპერტთა და ინფორმაციის დარგშჳ სპეციალისტების ინდივიდუალური და ჯგუფური ურთიერთვიზიტების განხორციელებას საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ფუნქციონირებასა და მართვის მექანიზმის გაცნობის მიზნით. დეტალური ინფორმაცია ექსპერთა რაოდენობის, მათი ქვეყანაში ყოფნისა და ხანგრძლივობის შესახებ დაზუსტდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
4.8.3. მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტებს საბიბლიოთეკო ტიპის პროგრამების შესახებ ინფორმაციის, გამოცდილებისა და რჩევების გაზიარების მიზნით.
4.9. მუზეუმები
4.9.1. მხარეები შეთანხმდნენ:
ა) ხელი შეუყონ, როგორც მუზეუმების მმართველ ოფიციალურ ორგანოებს, ასევე მუზეოლოგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პროფესიულ გაერთიანებებს შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე გამოფენების ურთიერთაგაცვლას;
ბ) ხელი შეუწყონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში არსებული გამოცდილები გაცვლას;
გ) ითანამშრომლონ სამუზეუმო საქმის სპეციალისთა განათლების პროგრამებში, თითოეული ქვეყნის მიერ ორგანიზებული კურსების შესახებ ინფორმირებისა და მათში მონაწილეობის ხელშეწყობის გზით. ასევე, უკვე გათვალისწინებული ურთიერთგაცვლის საფუძველზე, ორივე ქვეყნის მუზეუმის თანამშრომლებმა გაიარონ პრაქტიკა მუზეუმებში.
4.9.2. მხარეები ხელს შეუწყობენ მუზეუმების თანამშრომელთა ურთიერთგაცვლას სამუზეუმო სწავლებაზე და კონსულტაციებზე დასასწრებად.
4.10. კულტურული მემკვიდრეობა
4.10.1. მხარეები ითანამშრომლებენ ისტორიული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციის, პუბლიკაციების, ექსპერტებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთგაცვლის მეშვეობით და ხელს შეუწყობენ ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რესტავრაციის სფეროში წარმოებულ საქმიანობას.
4.10.2. მხარეები ხელს შეუწყობენ სპეციალისტებისა და გამოცდილებების ურთიერთგაცვლას კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რესტავრაციის სფეროში არსებული უწყებების ფარგლებში: ესპანეთის მხრიდან: ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნული ურთიერთგაცვლების პირობები და დეტალები დაზუსტდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
4.11. არქეოლოგიური კვლევები
საქართველო და ესპანეთი ითანამშრომლებენ ადამიანის ევოლუციის და ევროპაშუ უძველესი ადამიანების პირველადი განსახლების პრობლემატიკის კვლევაში.
თანამშრომლობა ითვალისწინებს:
ა)ესპანელი მეცნიერების მონაწილეობას დმანისის ადგილსამყოფელის (სადაც აღმოჩენილია ევრაზიაში უძველესი ადამიანების ნაშთები) ინტერდისციპლინარულ კვლევაში;
ბ)დმანისთან დაკავშირებულ თემაზე მომუშავე ქართველი მეცნიერების და ასპირანტების მივლინების ესპანეთის სამეცნიერო ცენტრებში და მათთვის სტიპენდიების გამოყოფას;
გ) ესპანელი სპეციალისტების მონაწილეობას დმანისის ძეგლის კონსერვაცასა და რესტავრაციაში;
დ) ესპანელი ექსპერტების მონაწილეობას სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში;
ე) ერთობლივი ექსპოზიციებისა და გამოცემების მომზადებას.
4.11.1.დამატებითი დაფინანსებების მოზიდვა, პროექტის კოორდინაცია მოხდება სორიას ჰერცოგთა ფონდისა და დმანისის საერთაშორისო პროექტთან თანამშრომლობის შედეგად.
4.12.2. გაცვლების ხანგრძლივობა და მონაწიელთა რაოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
5. ახალგაზრდობა
მხარეები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის სფეროში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ურთიერთგაცვლას ორი ქვეყნის შესაბამისი ახალგაზრდული უწყებების თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
6. სპორტი
მხარეები, ორი ქვეყნის შესაბამის სპორტულ დაწესებულებებთან და უწყებებთან ურთიერთობის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობსი განვითარებას ორი ქვეყნის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საქმეში.
7. ზოგადი და ფინანსრუი დებულებები
7.1. ზოგადი დებულებები
ა)კულტურული ღონისძიებები და ურთიერთგაცვლები რეალიზებული იქნება მხარეთა ფინანსური შესაძებლობების ფარგლებში.
ბ) მოცემული პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა და ურთიერთგაცვლა არ გამორიცხავს სხვა ინიციატივებს, ვიზიტებსა თუ წინადადებებს, რომელბიც მხარეებს შორის შეიძლება წინასწარ იქნეს შეთანხმებული დიპლომატიური არხების საშუალებით.
7.2. სტიპენდიები
აღნიშნული პროგრამის 1.1, 1.6, და 2.1. ქვეთავებში ზოგადი და ფინანსური დებულებები სტიპენდიების შესახებ, განისაღვრება ყოველწლიურაი განაცხადების შესაბამისად. აღნიშნული განაცხადების შესახებ მხარეები ინფორმაციებს ყოველწლიურად გაცვლიან.
7.3. ექსპერტების გაცვლა
7.3.1. აღნიშ§ული პროგრამით გათვალისწინებული გაცვლები ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, იხელმძრვანელებს, შემდეგი დებულებებით:
ა) წარმგზავნი მხარე აანაზრაურებს ორი მიმართულებით საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს. მიმრები მხარე დაფარავს სამუშაო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელ შიდა და არა ქალაქგარეთ გადაადგიელბსი ხარჯებს, რომელიც შეთანხმებული იქნება მხარეების მიერ.
ბ) ესპანეთის მხარე ქართველი ექპსერტებისათვის გაიღებს ყოველდღიურად 80 ევროს (ყოველგვარი ხარჯისათვის) იმ ვიზიტებისათვის რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება ორ კვირას და სამედიცინო დაზღვევას ფარმაცევტული, სტომატოლოგიური და მანამდე არსებული ავადმყოფობების დაზღვევის გამოკლებით. მოხსენიებული თანხები, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვლება ცხოვრების დონის ზრდის გათვალისიწნებით.
გ) საქართველოს მხარე დაფარავს ესპანელი ექსპერტების ცხოვრების, კვების, ასევე ქვეყნის შიდა გადაადგილების ხარჯებს და გაუადვილებს სამედიცინო დაზღვევას.
დ) ესპანეთში წარგზავნილი ექსპერტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში წარგზავნილი ექსპერტები უნდა იყვნენ ესპანეთის მოქალაქეები.
7.3.2. წარმგზავნი ქვეყანა დიპლომატიური არხებით მიაწვდის მონაცემებს იმ ექსპერტების შესახებ, რომელთა გაგზავნა სურს სხვა ქვეყანაში. წარმგზავნი ქვეყენა სულ მცირე ოთხი თვით ადრე აცნობებს შემდეგ მონაცემებს:
1.პიროვნებათა სახელებს, მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს, პასპორტის ნომრებს, ინფორმაციას უცხო ენის ცოდნის დონის შესახებ და მიმღები ქვეყნის მიერ მოთხოვნილ ყველა დოკუმენტს.
2. განსახორციელებელ სწავლებათა და ღონისძიებათა პროგრამას.
3. ვიზიტის ვადები და თემა, ჩასვლის ზუსტი თარიღი დადასტურებული უნდა იქნეს ვიზიტამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე.
4. მოცემული პროგრამის იმ მუხლის მოხსენიება, რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება ეს ურთიერთგაცვლა.
7.3.3. მიმღები მხარე მონაწილე ექსპერტის დოკუმენტაციის მიღებისთანავე, ორი თვის განმავლობაში აცნობებს წარმგზავნ მხარეს ექსპერტის მიღებისა და ჩასვლის ზუსტი თარიღის შესახებ.
7.4. გამოფენათა გაცვლა
გამოფენის ურთიერთგაცვლის პირობები განისაზღვრება ორივე მხარის მიერ თითოეულ კონკრეტულ შემტხვევაში. ესპანეთის კულტურის სამინისტროს ხელოვნების კულტურის მთავარი სამმართველოს მიერ ორგანიზებული გამოფენების პირობები განსაზღვრულო იქნება ,,შეთანხმების დროებითი ვალდებულების” გათვალისწინებით.
8. საბოლოო დებულებები
8.1. მოცემული პროგრამა ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან სამი წლის ვადით.
8.2. განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იქამდე, სანამ ორივე ქვეყანა არ გადაწყვეტს ახალი პროგრამის მიღებას.
8.3. შერეული კომისიის შემდეგი სხდომის ზუსტი თარიღი დადგინდება დიპლომატიური არხებით.
ხელი მოეწერა თვილისში, 2004 წლის 20 ოქტომბერს ორ ეგზემპლარად ქართულ და ესპანურ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს მთავრობის სახელით - კონსტანტინე ქავთარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ესპანეთის მთავრობის სახელით - ანუნსაიდა ფერნანდეს დე კორდოვა, ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სფეროში პროგრამებსა და შეთანხმებებზე მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
დანართი
საქართველოს დელეგაცია
დელეგაციის ხელმძღვანელი:
1. ტარიელ სიხარულიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერტაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან კავშირურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;
2. ვერა გეწაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან კავშირურთიერთობის დეპარტამენის III მდივანი;
3. ელენე მდივანი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი;
4. გიორგი სულხანიშვილი - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე;
5. ირაკლი მაჩაბელი -განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერტაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
6. დავით ლორთქიფანიძე - დმანისის საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი.
ესპანეთის დელეგაცია
დელეგაციის ხელმძღვანელი:
1. ანუნსაიდა ფერნანდეს დე კორდოვა - საგარეო და თანამშრომლობის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სფეროში პროგრამებსა და შეთანხმებებზე მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2. ხორხე დე ორუეტა პემარტინი- საქართველოში ესპენათის სამეფოს საელჩოს (რეზიდენციით მოსკოვში) მრჩეველი კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში;
3. ფერნანდო პერალი კალვო - საგარეო და თანამშრომლობების მტავარი სამმართველოს უფროსი.
დოკუმენტის კომენტარები