არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია

  • Word
არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/10/2000
ძალაში შესვლის თარიღი 14/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000480.00.008.000364
  • Word
16/01/1992
გაურკვეველი, -, 18/10/2000
000000480.00.008.000364
არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის

ევროპული კონვენცია (განახლებული)

ლა,ვალეტა 16.01.1992

პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და კულტურის ევროპული კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოები, წინამდებარე კონვენციის (განახლებული) ხელმომწერნი.

მიაჩნიათ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს მის წევრებს შორის, კერძოდ, მათი საერთო მემკვიდრეობის იდეალებისა და პრინციპების აღიარებისა და დაცვის გზით.

ითვალისწინებენ რა 1954 წლის 19 დეკემბერს პარიზში ხელმოწერილ კულტურულ კონვენციას, კერძოდ მის მუხლებს 1-ლ და მე-5.

ითვალისწინებენ რა 1985 წლის 3 ოქტომბერს გრენადაში ხელმოწერილ არქიტექტურული მემკვიდერობის დაცვის კონვენციას.

ითვალისწინებენ რა 1985 წლის ქ. დელში ხელმოწერილ ევროპულ კონვენციას კულტურული საკითხების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ.

ითვალისწინებენ რა არექოლოგიასთან დაკავშირებულ საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს, კერძოდ 848(1978), 921(1981) და 1072(1988) რეკომენდაციებს.

ითვალისწინებენ რა რეკომენდაციას R (89) 5-ს, რომელიც ეხება ქალაქისა და სოფლის დაგეგმარების კონტექსტში არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და წარმოჩენას. იხსენებენ რა, რმო არქეოლოგიური მემკვიდრეობა უმთავრესი ელემენტია კაცობრიობის ისტორიის შესწავლის საქმეში.

მიიჩნევენ რა, რომ ევროპული არქეოლოგიური მემკვიდრეობა, რომელიც არის უძველესი ისტორიის მოწმე, დგას დაზიანების მუქარის წინაშე, როგორც კეთილმოწყობის სამუშაოთა მომრავლების გამო, ასევე ბუნებრივი რისკის, უკანონო, არამეცნიერული გათხრების, ან მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირების გამო.

ადგენენ რა, რომ ჩამოყალიბდეს, შესატყვისი მეცნიერული და ადმინისტრაციული კონტროლის პროცედურები იქ, სადაც ასეთები ჯერ არ არსებობს, და რომ საჭიროა არექოლოგიური მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვა აისახოს ქალაქისა და სოფლის განვითარების გეგმებში, აგრეთვე კულტურული განვითარების წესებში.

ხაზს უსვამენ რა, რომ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა უნდა იყოს არა მხოლოდ უშუალოდ კავშირში მყოფი სახელმწიფოს საზრუნავი, არამედ ყველა ევროპული ქვეყნისა, რათა შემცირდეს ზიანის რისკი და განვითარდეს კონსერვაცია ექსპერტებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

აღნიშნავენ რა აუცილებლობას, განვრცობილ იქნეს ის პრინციპები, რომლებიც ჩამოყალიბდა 1969 წლის 6 მაისს ლონდონში ხელმოწერილ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევოპულ კონვენციაში, ევროპის ქვეყნებში დაგეგმარების წესების ევოლუციის გათვალისწინებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

არქეოლოგიური მემკვიდრეობის განსაზღვრება

    მუხლი 1

1. წინამდებარე განახლებული კონვენციის მიზანია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, როგორც კოლექტიური ევროპული მეხსიერებისა და როგორც ისტორიული და მეცნიერული კვლევის ინსტრუმენტისა.

2. ამ მიზნით, არქეოლოგიური მემკვიდრეობის, საგანი თუ კვალი ელემენტებად მიჩნეულია ყველა ისტორიული ნაშთი კაცობრიობის წარსულის ყოფისა, რომელთა:

i) დაცვა და შესწავლა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს კაცობრიობის განვითარების და მისი ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის ისტორია.

ii) ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გათხრები და აღმოჩენები, აგრეთვე კაცობრიობისა და მისი გარემოს ურთიერთობის ისტორია.

iii) ადგილმდებარეობა ექვემდებარება მონაწილე მხარეთა იურისდიქციას.

3. არქეოლოგიურ მემკვიდერობაში იგულისხმება სტრუქტურები, შენობები, არქიტექტურული ანსამბლები, მოწყობილი ნაკვეთები, ნივთები, სხვა სახის ძეგლები, აგერთვე მათი გარემო, მიწაზე თუ წყალში.

 

მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და დაცვის ზომები

    მუხლი 2

თითოეული მხარე ვალდებულია ჩამოაყალიბოს, ყოველი სახელმწიფოსათვის შესაფერისი საშუალებებით, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის იურიდიული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს:

i) არქეოლოგიური მემკვიდრეობის აღრიცხვის მართვას და დაცული ძეგლებისა და ზონების კლასიფიკაციას.

ii) არქეოლოგიური ნაკრძალების შექმნას, თუნდაც ძეგლების ხილული ნიშნების გარეშე, მიწის ზედაპირზე თუ წყალში, მომავალი თაობებისათვის შესასწავლი მატერიალური მასალის კონსერვაციის მიზნით.

iii) ვალდებულებას, რომ აღმომჩენმა შეატყობინოს კომპეტენტურ ორგანოებს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტების პოვნის შესახებ და წარადგინოს ისინი შესამოწმებლად.

    მუხლი 3

არქეოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და არქეოლოგიური კვლევის მეცნიერული მნიშვნელობის გარანტირების მიზნით თითოეული მხარე ვალდებულია:

ჩამოაყალიბოს გათხრებისა და სხვა არქეოლოგიური საქმიანობის ნებართვებისა და კონტროლის პროცედურები, რათა:

ა) გამოირიცხოს უკანონო გათხრები თუ არქიტექტურული მემკვიდრეობის ელემენტების გადაადგილება,

ბ) უზრუნველყოს არქეოლოგიური გათხრების და ძიების მეცნიერულ დონეზე ჩატარება იმ პირობით, რომ

- რაც შეიძლება ხშირად იქნეს გამოყენებული კვლევის უსაფრთხო მეთოდები,

- არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტები არ იქნეს ამოღებული გათხრების პროცესში ან დატოვებული მისი მსვლელობის ან მის დასასრულს ისე, რომ წინასწარ არ იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები მათი შენარჩუნების, დაცვისა და მართვისათვის.

ii) უზრუნველყოს, რომ გათხრები და სხვა პოტენციალურად საზიანო ტექნიკები ხორციელდებოდეს მხოლოდ კვალიფიცირებული და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ.

iv) დაუქვემდებაროს სპეციალურ წინასწარ ნებართვას მეტალის დეტექტორებისა და სხვა დეტექციის საშუალებების გამოყენება არქეოლოგიური ძიებისათვის, სახელმწიფოთა კანონმდებლობათა შესაბამისად.

    მუხლი 4

თითოეული მხარე ვალდებულია დააწესოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვის ზომები, რომლებიც გარემოების მიხედვით ითვალისწინებს შემდეგს:

i) ხელისუფლების მიერ არქეოლოგიურ ნაკრძალებად გათვალისწინებული ზონების შეძენას ან სხვა საშუალებებით დაცვას.

ii) არქეოლოგიური მემკვიდრეობის კონსერვაციას და მოვლას, შესაძლებლობისდაგვარად მის პირველ ადგილზე.

iii) პირველადი ადგილიდან გადატანილი არქეოლოგიური ნარჩენებისათვის შესატყვისი საცავების მოწყობას.

 

არქეოლოგიური მემკვიდრეობის ინტეგრირებული კონსერვაცია

    მუხლი 5

თითოეული მხარე ვალდებულია:

i) მიაღწიოს არქეოლოგიისა და დაგეგმარების ინტერესების შეთანხმებას და შესაბამისობას, უზრუნველყოფს რა არქეოლოგთა მონაწილეობას შემდეგ საქმიანობაში:

ა) დაგეგმარების პოლიტიკის შემუშავება, არქეოლოგიური ინტერესის მატარებელი ზონების დაცვის, კონსერვაციისა და გამოყენების გაწონასწორებული სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზნით;

ბ) კეთილმოწყობის პროგრამების სხვადასხვა ფაზების მიმდინარეობა.

ii) უზრუნველყოს სისტემატური კონსულტაციები არქეოლოგებს, ურბანისტებსა და მიწათმომწყობებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს:

ა) იმ მიწათმოწყობის გეგმების შეცვლა, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არქიტექტურულ მემკვიდერობას;

ბ) საკმარისი დროისა და საშუალებების გამოყოფა ადგილის შესაფერისი მეცნიერული შესწავლისათვის მიღებული შედეგების გამოქვეყნებით.

iii) უზრუნველყოს, რომ გარემოზე გავლენის გამოკვლევებში და მათზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებში სრულად იქნეს გათვალისწინებული არქეოლოგიური ზონები და მათი გარემო.

iv) უზრუნველყოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტების in situ დაკონსერვება, თუკი ასეთი ელემენტები აღმოჩნდება მიწათმოწყობის სამუშაოების დროს.

v) უზრუნველყოს, რომ არქეოლოგიური ადგილების მნახველთათვის გახსნა, განსაკუთრებით მრავალარიცხოვანი მნახველის მიღების მოწყობა; ზიანს არ აყენებდეს ამ ადგილებისა და მათი გარემოს არქეოლოგიურ და მეცნიერულ ხასიათს.

 

არქეოლოგიური კვლევები და კონსერვაციის დაფინანსება

    მუხლი 6

თითოეული მხარე ვალდებულია:

i) გაითვალისწინოს არქეოლოგიური კვლევის ფინანსური მხარდაჭერა ეროვნული, რეგიონალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მათი კომპეტენციის შესაბამისად.

ii) გაზარდოს პრევენციული არქეოლოგიის მატერიალური საშუალებები:

ა) შესაბამისი ზომების მიღებით, რათა სახელმწიფო თუ კერძო მიწის სამუშაოების დროს გათვალისწინებულ იქნეს ამ სამუშაოებთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი არქეოლოგიური სამუშაოების ხარჯების სრული დაფარვა შესაბამისად კერძო თუ სახელმწიფო წყაროებიდან;

ბ) ამ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, გარემოს დაცვასთან ერთად წინასწარი არქეოლოგიური კვლევა-ძიების, აგრეთვე საბოლოო მეცნიერული დოკუმენტების გამოქვეყნების სრული შეტანით.

 

მეცნიერული ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება

    მუხლი 7

იმისათვის, რომ გაადვილდეს არქეოლოგიური კვლევა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თითოეული მხარე ვალდებულია:

i) განახორციელოს ან განაახლოს კვლევა-ძიება, ინვენტარიზაცია და კარტოგრაფია რეგიონებისა, რომლებიც მის იურისდიქციაში შედიან.

ii) მიიღოს ყველა პრაქტიკული ზომა, რათა არქეოლოგიუ7რი სამუშაოების დასასრულს შედგენილ იქნეს გამოსაქვეყნებლად შესაფერისი შემაჯამებელი მეცნიერული დოკუმენტი, სრული სპეციალიზებული ნაშრომის გამოქვეყნებამდე.

    მუხლი 8

თითოეული მხარე ვალდებულია:

i) გააადვილოს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტების გაცვლა პროფესიონალური მეცნიერული მიზნებით, ამავე დროს მიიღოს საჭირო ზომები, რათა ამ გაცვლამ არანაირი ზიანი არ მიაყენოს ამ ელემენტების კულტურულ თუ მეცნიერულ ღირებულებას.

ii) ხელი შეუწყოს მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისა თუ გათხრების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას და საერთაშორისო კვლევების ორგანიზებას.

 

მოსახლეობის განათლება

    მუხლი 9

თითოეული მხარე ვალდებულია:

i) განახორციელოს განმანათლებლური ღონისძიებები, რათა საზოგადოებრივ აზრში ჩაისახოს და განვითარდეს შეგნება იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიური მემკვიდრეობას წარსულის შემეცნების საქმეში და თუ რა საშიშროება ელის ამ მემკვიდრეობას.

ii) მისაწვდომი გახადოს მოსახლეობისათვის მისი არქეოლოგიური მემკვიდრეობის ძირითადი ელემენტების (განსაკუთრებით ნაკრძალი ზონების) გაცნობა და განავითაროს შერჩეული არქეოლოგიური ნივთების გამოფენები.

არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტების უკანანო გადააადგილების პროფილაქტიკა

    მუხლი 10

თითოეული მხარე ვალდებულია:

i) მოაწყოს ინფორმაციის გაცვლა აღნიშნული უკანონო გათხრების შესახებ კომპეტენტურ საზოგადოებრივ ორგანოებსა და მეცნიერულ ინსტიტუტებს შორის.

ii) შეატყობინოს წინამდებარე კონვენციის (გადასინჯული) მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ინსტანციებს ყოველი საეჭვო წინადადება ნივთებზე, რომლებიც შეიძლება იყოს უკანონო გათხრებიდან ან მოპარული იყოს ოფიციალურ გათხრებზე.

iii) რაც შეეხება მუზეუმებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს, რომელთა შესყიდვითი საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ამ უკანასკნელებმა არ შეიძინონ არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტები, რომლებიც შეიძლება საეჭვო წარმოშობისა იყოს: უკანონო გათხრებიდან, ოფიციალური გათხრებიდან მოპარული, ან გაუკონტროლებელი აღმოჩნდებიან.

iv) მუზეუმების და სხვა მსგავსი დაწესებულებების შემთხვევაში, რომლებიც განლაგებულია ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, მაგრამ მათი შესყიდვითი საქმიანობა არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

ა) გადასცეს მათ წინამდებარე კონვენციის ტექსტი;

ბ) ყოველი ძალა იხმაროს, რათა ამ მუზეუმებმა და დაწესებულებებმა დაიცვან მე-3 პარაგრაფში ჩამოყალიბებული პრინციპები.

V) შეძლებისდაგვარად შეზღუდოს განათლების, ინფორმაციის, თანამშრომლობის მეშვეობით არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტების მოძრაობა, რომელთა წარმოშობა შეიძლება იყოს საეჭვო.

    მუხლი 11

წინამდებარე კონვენციის (განახლებული) არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ორმხრივ თუ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, რომლებიც არსებობს ან მომავალში დაიდება მხარეებს შორის, და რომლებიც ეხება არქეოლოგიური მემკვიდრეობის ელემენტების მოძრაობას ან მათ დაბრუნებას კანონიერი მფლობელისათვის.

 

ტექნიკური და მეცნიერული ურთიერთდახმარება

    მუხლი 12

მხარეები ვალდებულნი არიან:

i) აღმოუჩინონ ერთმანეთს ტექნიკური და მეცნიერული ურთიერთდახმარება, რომელიც გამოიხატება გამოცდილების გაზიარებაში და არექოლოგიური მემკვიდრეობის დარგის ექსპერტთა გაცვლაში.

ii) ხელი შეუწყონ არქეოლოგიური მემკვიდრეობის კონსერვაციის სპეციალისტთა გაცვლას, კადრების კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჩარჩოებში.

კონვენციის (განახლებულის) გამოყენების კონტროლი

    მუხლი 13

წინამდებარე კონვენციის (განახლებული) მიზნებისათვის ევროპის საბჭოს წესდების მე-17 მუხლის ძალით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქმნის ექსპერტთა კომიტეტს, რომელსაც ევალება კონვენციის (განახლებული) ცხოვრებაში გატარების მეთვალყურეობა, კერძოდ:

i) პერიოდულად წარუდგინოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დასკვნა კონვენციის (განახლებული) მონაწილე მხარეების სახელმწიფოებში არქეოლოგიური მემკვიდერობის პოლიტიკის მდგომარეობისა და კონვენციის პრინციპების განხორციელების შესახებ.

ii) შესთავაზოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონვენციის (განახლებული) დებულებების განხორციელებას მრავალმხრივი საქმიანობების ფორმით, ასევე კონვენციის (განახლებული) გადასინჯვისა თუ შესწორებების საქმეს და ფართო ფენებამდე კონვენციის (განახლებული) მიზნების მიწოდებას.

iii) წარუდგინოს ევროპის მინისტრთა კომიტეტს რეკომენდაციები, რომლებიც ეხება კონვენციაში (განახლებული) ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოების შემოერთებას.

 

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14

1. წინამდებარე კონვენციის (განახლებული) ხელმოწერა თავისუფალია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის და ასევე ევროპული კულტურული კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებისათვის.

იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, აქცეპტაციასა თუ აპრობაციას. ინსტრუმენტები უნდა იქნეს წარდგენილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. 1969 წლის 6 მაისს ლონდონში ხელმოწერილი არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო ვერ წარადგენს რატიფიკაციის, მიღების თუ დამტკიცების სიგელებს, თუ მან წინასწარ არ გაუკეთა დენონსაცია ხსენებულ კონვენციას ან არ აკეთებს ამას იმავდროულად.

3. წინამდებარე კონვენცია (განახლებული) ძალაში შევა იმის შემდეგ, რაც ოთხი სახელმწიფო (მათგან მინიმუმ სამი ევროპის საბჭოს( განაცხადებს თანხმობას, იყოს კონვენციით (განახლებული) წინა დებულებების თანახმად.

4. იმ შემთხვევაში, თუ წინა ორი პარაგრაფის შესაბამისად 1969 წლის 6 მაისის კონვენციის დენონსაცია და წინამდებარე კონვენციის (განახლებული) ძალაში შესვლა ერთდროულად არ მოხდა, ხელმომწერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს რატიფიკაციის, მიღების თუ დამტკიცების სიგელების წარმოდგენისას, რომ იგი განაგრძობს 1969 წლის 6 მაისის კონვენციის გამოყენებას წინამდებარე კონვენციის (განახლებული) ძალაში შესვლამდე.

5. წინამდებარე კონვენცია (განახლებული) ძალაში შესულად ჩაითვლება ხელის მომწერი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც განაცხადებს მასში მონაწილეობის თანხმობას 6 თვეში, მას შემდეგ, რაც იგი წარადგენს რატიფიკაციის, მიღების თუ დამტკიცების სიგელებს.

    მუხლი 15

1. წინამდებარე კონვენციის (განახლებული) ძალაში შესვლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ევროპის საბჭოს არაწევრი და აგრეთვე ევროპის ეკონომიკური თანამეგრობრობა შეუერთდეს წინამდებარე კონვენციას (განახლებული) უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს წესდების 20 დ მუხლი, კომიტეტში გაერთიანებული სახელმწიფოების წარმომადგენელთა ერთსულოვანი მხარდაჭერით.

2. ნებისმიერი გაწევრიანებული სახელმწიფოსათვის ან ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობისათვის კონვენცია (განახლებული) ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან სიგელის წარდგენიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 16

1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერისას ან რატიფიკაციის, მიღების თუ დამტკიცების სიგელების, წარდგენის მომენტში განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება წინამდებარე კონვენციის (განახლებული) მოქმედება.

2. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს განავრცოს წინამდებარე კონვენციის (განახლებული) მოქმედება სხვა ტერიტორიებზე, ვიდრე ეს აღნიშნულია პირველ დეკლარაციაში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის მეშვეობით.

3. წინა ორი პარაგრაფის მიხედვით შესრულებული ნებისმიერი დეკლარაცია, რომელიც ეხება ტერიტორიებს შეიძლება გაუქმებულ იქნეს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინებით. გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვეში.

    მუხლი 17

1. ყოველ მონაწილე მხარეს აქვს უფლება დენონსაცია გაუკეთოს წინამდებარე კონვენციას (განახლებული) ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით.

2. დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვეში.

    მუხლი 18

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, ევროპული კულტურული კონვენციის წევრ სხვა სახელმწიფოებს, აგრეთვე წინამდებარე კონვენციის (გადასინჯული) წევრ თუ გასაწევრიანებელი ყველა სახელმწიფოს და ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას:

i) ყოველ ხელმოწერას;

ii) რატიფიკაციის, მიღების თუ დამტკიცების სიგელების, ყოველ წარდგენას;

iii) წინამდებარე კონვენციის (განახლებული) ყოველ ძალაში შესვლას, მისი 14,15 და 16 მუხლების შესატყვისად;

iv) ყოველ სხვა აქტს, შეტყობინებას თუ ინფორმაციას, რომელსაც კავშირი ექნება წინამდებარე კონვენციასთან.

რის დასტურადაც შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა, ქვემორე ხელის მომწერებმა, მოაწერეს ხელი წინამდებარე კონვენციას (განახლებული).

შესრულებულია ქ. ლა, ვალეტაში, 1992 წლის 16 იანვარს, ორ ეგზემპლარად ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ერთ ეგზემპლარად, რომელიც მოთავსდება ევროსაბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, წინამდებარე (განახლებული) კონვენციის წევრ თუ გასაწევრიანებელ ყველა სახელმწიფოს და ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას.