„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 7 მარტის №15 ბრძანების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 07/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.10.003.000.008
  • Word
8
31/03/2004
სსმ, 38, 07/04/2004
310.090.000.10.003.000.008
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 7 მარტის №15 ბრძანების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2004 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 7 მარტის №15 ბრძანების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის (საქართველოს სამხედრო გზა) ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების შესახებ“ სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 7 მარტის №15 ბრძანების შესრულების მიმდინარეობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში შეიმუშაონ წინადადება ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების სამსახურის ჩამოყალიბების და მისი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ, რათა 2004-2005 წლების ზამთრის სეზონიდან აღნიშნულმა სამსახურმა დაიწყოს ფუნქციონირება.

3. ბრძანების მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს სადღეღამისო ელექტრომომარაგებით თბილისის, ახალგორის, დუშეთის, გუდაურის, ყაზბეგის რადიოსარელეო და მცხეთის, აღმდგომელაანთკარის, დუშეთის, ფასანაურის, გუდაურის, ყაზბეგის კავშირგაბმულობის გამაძლიერებელი სადგურები.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია