დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 230211, 23/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.143.016047 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2011 - 19/04/2018)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის (იურისტი), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო განყოფილების სპეციალისტის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების სპეციალისტის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის, ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი;
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
2.დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის ( საზოგადოებასთან, პრესასთან და ტელევიზიასთან ურთიერთობის დარგში) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი;
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები