„მმართველობის რეფორმის პროგრამის შესახებ”

  • Word
„მმართველობის რეფორმის პროგრამის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 07/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.10.003.000.006
  • Word
5
25/03/2004
სსმ, 38, 07/04/2004
010.340.000.10.003.000.006
„მმართველობის რეფორმის პროგრამის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2004 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

მმართველობის რეფორმის პროგრამის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას შორის 1994 წლის 1 ივლისის „სტანდარტული ძირითადი დახმარების ხელშეკრულების“ საფუძველზე მომზადებული მმართველობის რეფორმის პროგრამა.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის მხრიდან მმართველობის რეფორმის პროგრამის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს – ზურაბ ნოღაიდელს.

3. საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით ჩაანაცვლებს მმართველობის რეფორმის პროგრამის დოკუმენტზე თანდართული (დანართი №1 და №2) ფონდის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მხრიდან პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განვითარებისა და რეფორმების ფონდი.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია