დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 220211, 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.35.154.016040 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 18 თებერვალი
დ. თიანეთი
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ბეს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ბიჯი – 10%-ს, ბილეთის ფასი უძრავი ქონების შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბილეთის ფასია 50 ლარი.
2. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს და მყიდველს შორის შესაძლებელია გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები