საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 100020000.22.027.016100
  • Word
29
21/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
100020000.22.027.016100
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №29

2011 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების, სპეციალური წოდების დანამატის, სასურსათო ულუფის კომპენსაციის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის №17 ბრძანება;

ბ) ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №35 ბრძანება;

გ) „სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №2190 ბრძანება;

დ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა კვების ორგანიზების თაობაზე‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ნოემბრის №354 ბრძანება;

ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვების ორგანიზების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 23 თებერვლის №50 ბრძანება;

ვ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილეში, ზუგდიდის №4 საპყრობილეში და გეგუთის №8 დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №724 ბრძანება;

ზ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №246 ბრძანება;

თ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №211 ბრძანება;

ი) ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №619 ბრძანება;

კ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანება;

ლ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანება;

მ) ,,იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის №1791 ბრძანება;

ნ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის №1792 ბრძანება;

ო) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 სექტემბრის №1680 ბრძანება;

პ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №1409 ბრძანება;

ჟ) ,,იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №1410 ბრძანება;

რ) ,,სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 26 აგვისტოს №950 ბრძანება;

ს) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანება;

ტ) „იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №718 ბრძანება;

უ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანება;

ფ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №722 ბრძანება;

ქ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №723 ბრძანება;

ღ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №724 ბრძანება;

ყ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №725 ბრძანება;

შ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №726 ბრძანება;

ჩ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანება;

ც) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშიშროების დამატებითი ღონისძიებების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №60 ბრძანება;

ძ) ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №364 ბრძანება;

წ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრების, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა ანგარიშგების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №252 ბრძანება;

ჭ) ,,მსჯარვდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და პატიმრის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის №407 ბრძანება.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი