დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-132 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.22.032.016011 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-21
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-132 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-132 (სსმ III, 05.09.2007წ., №125, მუხ. 1369) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე,“.
2. მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს მცენარის ჯიშის სანაშენე მასალის ნიმუში“.
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სელექციონერის წერილობითი ვალდებულება, მიაწოდოს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მითითებულ პირს მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუში დადგენილ ვადაში და დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ“.
გ) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამოქვეყნების შემდეგ მასალები ორი კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩასატარებლად „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს“.
4. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აკრედიტებული პირი ატარებს მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგავროვნებასა და სტაბილურობაზე“.
დ) მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შედავების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში „საქპატენტი“ შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს. შედავების მასალების ასლი გადაეცემა განმცხადებელს.
3. „საქპატენტი“ შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის დასკვნის საფუძველზე“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები