ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

  • Word
ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/1959
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 21/04/2000
ძალაში შესვლის თარიღი 11/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000322
  • Word
20/04/1959
ვებგვერდი, -, 21/04/2000
000000430.00.003.000322
ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპული კონვენცია

სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

სტრასბურგი 1959 წლის 20 აპრილი

პრეამბულა

ქვემორე ხელისმომწერი მთავრობები არიან რა ევროპის საბჭოს წევრები, თვლიან რა, რომ ევრობის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის ერთიანობის მიღწევა, სჯერათ რა რომ სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების სფეროში საერთო წესების მიღება ხელს შეუწყობს ამ მიზნის განხორციელებას, თვლიან რა, რომ ამგვარი ურთიერთდახმარება დაკავშირებულია ექსტრადაციის საკითხთან, რომელიც უკვე არის 1957 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილი კონვენციის საგანი, შეთანხმდენ შემდეგზე:

თავი Ι. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1.ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად აღმოუჩინონ ერთმანეთს ფართო ურთიერთდახმარება იმ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებში, სასჯელი რომლებზეც დახმარებაზე თხოვნის მიღების მომენტში ექვემდებარება მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების იურისდიქციას.

2. ეს კონვენცია არ გამოიყენება დაპატიმრებასთან, სასჯელის აღსრულებასთან ან სამხედრო დანაშაულებთან, რომლების არ არიან მიჩნეული დანაშაულად სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით.

    მუხლი 2

დახმარებაზე შეიძლება უარის ითქვას:

(ა) თუ თხოვნა დაკავშირებულია დანაშაულთან, რომელსაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს პოლიტუკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან ფისკალურ დანაშაულად;

(ბ) თუ მოპასუხემხარე მიიჩნევს, რომ თხოვნის შესრულებას შეუძლია ზიანი მიაყენოს მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა ძირითად ინტერესებს.

თავი ΙΙ. სასამართლო დავალებანი

    მუხლი 3

1. მოპასუხე მხარე მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს ნებისმიერ სასამართლო დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეებთან და მიღებულია მის მიერ მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოებიდან, მოწმეთა ჩვენებებისა ან ნივთიერი მტკიცებულებების, ჩანაწერების ან დკუმენტების მიღების მიზნით.

2. თუ მომთხოვნ მხარეს სურს, რომ მოწმეებმა და ექსპერტებმა ჩვენება მისცენ ფიცის ქვეშ, მან უნდა გამოხატოს ასეთი სურვილი და მოპასუხე მხარე ასრულებს ამ თხოვნას თუ მისი ქვეყნის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს.

3 მოპასუხე მხარეს შეუძლია მოთხოვნილი ჩანაწერებისა და დოკუმენტების დამოწმებული ასლების ან ფოტოკოპირების გადაცემა თუ მოთხოვნი მხარე სპეციალურად არ ითხოვს დედნებს; უკანასკნელ შემთხვევაში, მხარე რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა იღებს ყველა ზომას თხოვნის შესასრულებლად. უბრუნდება მომთხოვნ მხარეს შეძლებისდაგავარად მოკლე დროში თუ ეს უკანასკნელი არ აცხადებს მასზე უარს.

თავი ΙΙΙ. სასამართლო უწყებისა და განაჩენის გადაცემა– მოწმეების, ექსპერტებისა და განსასჯელთა გამოცხადება

    მუხლი 7

1. მოპასუხე მხარე ახორციელებს სასამართლო უწყებისა და განაჩენის გადაცემას, რომლებიც ამ მიზნით მას მიეწოდება მომთხოვნი მხარის მიერ.

გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უწყების ან განაჩენის ადრესატისათვის უბრალო მიწოდების გზით. თუ მომთხოვნი მხარე სპეციალურად ითხოვს, მაშინ მოპასაუხე მხარის მიერ გადაცემა ხორციელდება ანალოგიური დოკუმენტებისათვის მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან განსაკუთრებული წესით, რომელიც შეეფარდება ამ კანონმდებლობას.

2.გადაცემის ფაქტი მტკიცდება ხელწერილით, რომელიც დათარიღებული და ხელმოწერილია ადრესატის მიერ ან მოპასუხე მხარის განცხადებით, იმის თაობაზე, რომ გადაცემა შედგა ფორმისა და თარიღის მითითებით. შესაბამისი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ეგზავნება მომთხოვნ მხარეს. მოპასუხე მხარე მომთხოვნი მხარის თხოვნის შესაბამისად ადასტურებს, რომ გადაცემა განხორციელდა მოპასუხე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. გადაცემის გახორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მომთხოვნ მხარეს მიზეზების თაობაზე.

3.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით ითხოვოს იმაზე, რომ მისი ტერიტორიაზე მყოფი ბრალდებულის სასამართლოში გამოცხადების უწყისი გადაეცეს მის კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლოში გამოცხადების თარიღამდე გარკვეული დროით ადრე. ეს დრო მინიშნებულია ზემოხსენებულ განაცხადეაბაში და არ აღემატება 50 დღეს. ეს დრო გათვალისწინებულია სასამართლოში გამოცხადების თარიღის დადგენაში და უწყების გადაცემის დროს.

    მუხლი 4

 მომთხოვნი მხარის სპეციალური თხოვნისას მოპასუხე მხარე მიუთითებს სასამართლო დავალებების ადგილსა და თარიღს.ოფიციალურ და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ სასამართლო დავალებების აღსრულებას თუ ამაზე არსებობს მოპასუხე მხარის თანხმობა.

    მუხლი 5

1.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით შეუძლია დაიტოვოს უფლება აღასრულოს სასამართლო დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია ჩხრეკვასთან ან საკუთრების კონფისკაციის შემდეგი პირობებიდან ერთის ან რამოდენიმეს გათვალისწინებით;

(ა)დანაშაული, რომელთანაც დაკავშირებულია სასამართლო დავალება დასჯადია, როგორც მომთხოვნი, ასევე მოპასუხე მხარის კანონმდებლობით;

(ბ) სასამართლო დავალებების აღსრულება შეეფარდება მოპასუხე მხარის კანონმდებლობას.

2. როდესაც ხელშემკვრელი მხარე აკეთებს განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მეორე მხრემ შეიძლება მიმართოს ნაცვალგების პრინციპს.

    მუხლი 6

1. მოპასუხე მხარეს შეუძლია გადადოს მოთხოვნილი საკუთრების , ჩანაწერების ან დოკუმენტების გადაცემა თუ ზემოთხსენებული საკუთრება, ჩანაწერები ან დოკუმენტები მას ესაჭიროება სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის.

2. ნებისმიერი საკუთრება, ასევე ჩანაწერებისა და დოკუმენტების ორიგინალები, რომლებიც გადაცემულ იქნა სასამართლო დავალებების აღსრულებისათვის მოპასუხე მხარის მიერ.

    მუხლი 8

მოწმე ან ექსპერტი, რომელიც არ პასუხობს სასამართლოში გამოცხადების უწყებაზე, იმ შემთხვევაშიაც კი როცა უწყისი მოიცავს გაფრთხილებას სანქციებზე არ შეიძლება იქნას დასჯილი ან შეზღუდული გარდა იმ შემთხვევბისა, როდესაც შემდგომში ნებაყოფლობით არ აღმოჩნდება მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე და შესაბამისი წესით განმეორებით არ იქნება გამოძახებული სასამართლოში.

    მუხლი 9

ფულადი ანაზღაურება, მათ შორის დღიური და სატრანსპორტო ხარჯები, რომლებიც უნდა აუნაზღაურდეს მოწმეს ან ექსპერტს მომთხოვნი მხარის მიერ აღირიცხება მისი საცხოვრებელი ადგილიდან იმ ნორმებით ან ამ ნორმების ტოლფასი ნორმებით, გათვალისწინებული ტარიფებითა და წესებით, რომლებიც მოქმედებენ იმ ქვეყანაში სადაც უნდა შედგეს საქმის მოსმენა.

    მუხლი 10

1. თუ მომთხოვნი მხარე მიიჩნევს მოწმის ან ექსპერტის სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობას, ის მიუთითებს , ამას უწყისის გადაცემის შესახებ თხოვნაში და მოპასუხე მხარე სთავაზობს მოწმეს ან ექსპერტს სასამართლოში გამოცხადებას. მოპასუხე მხარე აცნობებს მომთხოვნ მხარეს მოწმის ან ექსპერტის პასუხის შესახებ.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, თხოვნაში ან უწყისში მითითებულია ფულადი ანაზღაურების დაახლოებითი ზომა, ასევე სატრანსპორტო და დღიური ანაზღაურება.

3. თუ მომთხოვნი მხარე სპეციალურად ითხოვს , მოპასუხე მხარეს შეუძლია მისცეს მოწმეს ან ექსპერტს გარკვეული ავანსი.ავანსის თანხა მინიშნებულია სასამართლო უწყისში და ანაზღაურდება მომთხოვნი მხარის მიერ.

    მუხლი 11

1.პირი, რომელიც დაკავებულია და რომლის სასამართლოში პირად გამოცხადებაზე მოწმის როლში ან დაპირისპირებისათვის ითხოვს მომთხოვნი მხარე დროებით გადაიცემა იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა შედგეს საქმის მოსმენა, იმ პირობით, რომ ის დაბრუნებული იქნება მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ვადებში და მე–12 მუხლის დებულებათა იმ ზომით გამოყენებით, რამდენადაც შეესაბამერბა.

გადაცემაზე შეიძლება უარი ითქვას:

(ა)თუ დაკავებული პირი არ ეთანხმება;

(ბ)თუ მისი მოპასუხე მხარის ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელია სისხლის სამართლებრივი დევნისათვის;

(გ) თუ გადაცემამ შეიძლება გაახანგძლივოს მისი დაკავების ქვეშ ყოფნა; ან

(დ)არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა ის არ გადაეცეს მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე.

2.მე–2 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით წინა პუნქტში გათვალისწინებული დაკავებულ პირთა სატრანზიტო გადაყვანა ამ კონვენციის წევრი მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით დაიშვება მომთხოვნის მხარის იუსტიციის სამინისტოროს მიერ ტრანზიტული ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსადმი შუამდგომლობის საფუძველზე,რომელსაც თან ერთვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს მისი მოქალაქის ტრანზიტზე.

3.გადაცემული პირი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე რჩება დაკავების ქვეშ და სადც საჭიროა ტრანზიტული მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარე რომელსაც ეთხოვა გადაცემა არ მოითხოვს მის განთავისუფლებას.

    მუხლი 12

1. მოწმეს ან ექსპერტს მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, რომელიც სასამართლო უწყისის საფუძველზე წარდგა მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების წინაშე, ამ ტერიტორიაზე არ შეეფარდება სასამართლო დევნა, დაკავება ან სხვა მისი პირადი თავისუფლების შეზღუდვა იმ ქმედებისთვის ან განაჩენებისათვის, რომელიც წინ უსწრებენ მის გამგზავრებას მოპასუხე მხარის ტერიტორიიდან.

2. მიუხედავად მისი მოქალაქობისა, პირი რომელიც სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგა მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების წინაშე, იმ ქმედებისათვის, რომელთა საფუძველზეც მის წინააღმდეგ იქნა აღძრული საქმე ამ ტერიტორიაზე არ შეეფარდება სასამართლო დევნა, დაკავება ან სხვა მისი პირადი თავისუფლებსი შეზღუდვა იმ ქმედებისათვის ან განაჩენებისათვის, რომლებიც წინ უსწრებდნენ მის გამგზავრებას მოპასუხე მხარის ტერიტორიიდან, თუ ეს სპეციალურად არ იყო აღნიშნული სასამართლოს უწყებაში.

3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტი წყდება თუ მოწმეს, ექსპერტს ან განსასჯელს ჰქონდა რა მომთხოვნი მხარის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა და მას მერე რაც მისი ყოფნა არ ესაჭიროებოდათ სასამართლო ორგანოებს, 15 დღის განმავლობაში არ ტოვებს ამ ტერიტორიას, რჩება ამ ტერიტორიაზე ან მისი დატოვების შემთხვევასი ბრუნდება.

თავი ΙV. სასამართლო ჩანაწერები

    მუხლი 13

1. მოპასუხე მხარე გადასცემს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ორგანოებისაგან მოთხოვნილ ამონაწერებს სასამართლო ჩანაწერებიდან და ინფორმაციას მასზე, რომლებიც საჭიროა სისხლის სამართლის საქმის განხილვისათვის იმავე მოცულობით, როგორითაც შესაძლებელია მიეწოდოს მის საკუთარ სასამართლო ორგანოებს ანალოგიურ შემთხვევაში.

2 ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, თხოვნა შეივსება მოპასუხე მხარის კანონმდებლობით, წესებისა და პრაქტიკით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

თავი V. პროცედურა

    მუხლი 14

1. ურთიერთობების შესახებ თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) თხოვნის გამგზავნელი ორგანოს დასახელება;

ბ) თხოვნის საგანი და მიზეზები:

გ)შეძლებისდაგვარად მონაცემები შესაბამისი პირის მოქალაქეობასა და პიროვნებაზე;

დ)თუ აუცილებელია ამ პირის სახელი და მისამართი.

2.გარდა ამისა, მე–3, მე–4 და მე–5 მუხლში ნახსენებ სასამართლო დავალებებში მონიშნულია სამართალდარღვევის შემადგენლობა და ფაქტების მოკლე აღწერა.

    მუხლი 15

1.მე–3, მე–4 დამე–5 მუხლში ნახსენები სასამართლო დავალებები და მე–11 მუხლში ნახსენები შუამდგომლებები ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს, პასუხები მათზე ბრუნდება იმავე არხებით.

2. გადაუდებელ შემთხვევაში სასამართლო დავალებები შესაძლებელია გადაგზავნილი იქნას ერთი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მეორე მხრის სასამართლო ორგანოებისადმი. მათზე პასუხები შესაბამისი დოკუმენტებით უბრუნდებათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არხებით.

3. მე–13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნები, შესაძლებელია გადაგზავნილ იქნას დაინტერესებული სასამართლო ორგანოების მიერ მოპასუხე მხარის სასამართლო ორგანოებისადმი და პასუხები შეიძლება დაუბრუნდეთ უშუალოდ ამ ორგანოებისაგან. მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული თხოვნები ეგზავნება მომთხოვნი მხრის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპასუხე მხარის იუსტიციის სამინისტროს.

4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე–3 პუნქტით გაუთვალისწინებელი თხოვნები ურთიერთდახმარების შესახებ, კერძოდ კი იმ თხოვნებს, რომლებიც ეხება ბრალის წაყენებამდე გამოძიების ჩატარებას, შესაძლებელია გადაგზავნოს უშუალოდ სასამართლო ორგანოების მიერ.

5.იმ შემთხვევებში,როდესაც წინამდებარე კონვენციით დაშვებულია პირდაპირი გადაცემა, ის შეიძლება განხორციელდეს ინტერპოლის მეშვეობით.

6.ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვრენციის ხელმოწერის, სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით ამცნოს, რომ სხვა არხების საშუალებით , რაც არ არის მოყვანილი წინამდებარე მუხლში ან მოთხოვოს, რომ წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო დავალების ასლი იმავდროულად მიეწოდოს მის იუსტიციის სამინისტროს.

7.წინამდებარე მუხლის დებულებანი არ ლახავენ იმ ორმხრივ შეთანხმებებასა და მოლაპარაკებებს,რომლებიც მოქმედებენ ხელშემკვრელ მხარეთა შორის და რომლებითაც გათვალისწინებულია დახამრების შესახებ თხოვნის გადაცემა მათი შესაბამისი ორგანოების მიერ.

    მუხლი 16

1.წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინების შემთხვევაში მოთხოვნებისა და თანდართული დპოკუმენტების თარგმნა არ მოითხოვება.

2.ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, სარატიიკაციო ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით დაიტოვოს უფლება მოითხოვოს, რომ თხოვნები და თანდართული დოკუმენტები მას მიეწოდოს მის ეროვნულ ენაზე ან ევროპის საბჭოს ერთ–ერთ ოფიციალურ ენაზე ან ენაზე, რომელსაც ის მოითხოვს. სხვა ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნაცვალგების პრინციპი.

3.წინამდებარე მუხლი არ ლახავს იმ ორმხრივი მოლაპარაკებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების თარგმნის პროცედურას, რომლებიც მოქმედებენ ხელშემკვრელ მხარეთა შორის.

    მუხლი 17

 მტკიცებულებები ან დოკუმენტები, რომლებიც გადაიცემა წინამდებარე კონვენციის გათვალისწინებით არ საჭიროებენ დამოწმებას რაიმე ფორმით.

    მუხლი 18

 თუ ორგანო, რომელმაც მიიღო თხოვნა ურთიერთდახმარების შესახებ არ არის უფლებამოსილი მის შესრულებაზე, მაშინ ის ex officio გადასცემს მოთხოვნას თავისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს და აცნობებს ამის შესახებ მომთხოვნთ მხარეს პირდაპირი არხებით, თუ მოთხოვნა გადაგზავნილი ამ არხებით.

    მუხლი 19

 ურთიერთდახმარებაზე უარის თქმის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განიმარტოს მიზეზები.

    მუხლი 20

 მე–10 მუხლის მესამე პუნქტის დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ურთიერთდახმარების შესახებ თხოვნის შესრულება არ გამოიწვევს ხარჯების ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დაკავშირებულია ექსპერტთა ყოფნასთან მოპასუხე მხარის ტერიტორიაზე ან მე–11 მუხლის საფუძველზე განხორციელებული დაკავებული პირის გადაყვანასთან.

თავი VΙ. სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება

    მუხლი –21

1.ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო განხილვასთან მეორე ხელშემკვრელ მხარეში ხორციელდება დაინტერესებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელი მხარე სარგებლობს მე–15 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული არჩევის უფლებით.

2. მოპასუხე მხარე აცნობებს მომთხოვნ მხარეს მის მიერ მიღებული ნებისმიერი ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულია ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და უგზავნის განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებულ სასამართლო ჩანაწერების ასლებს.

3. მე–16 მუხლის დებულებები გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციასთან მიმართებაში.

თავი VΙΙ. სასამართლო ჩანაწერებიდან ინფორმაციის გაცვლა

    მუხლი 22

 თითოეული ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს ნებისმიერ მესამე მხარეს მისი მოქალაქეების მიმართ გამოტანილი ყველა იმ განაჩენის და შემდგომი ზომების შესახებ, რომლებიც შეტანილია სასამართლო ჩანაწერებში. ასეთ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროები მიაწოდებენ ერთმანეთს წელიწადში ერთხელ მაინც, თუ შესაბამისი პირი ითვლება ორი ან მეტი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქედ ინფორმაცია გადაეცემა თითოეულ ამ მხარეთაგან,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი არის იმ მხარის მოქალაქე, რომლის ტერიტორიაზეც იგი იყო გასამართლებული.

თავი VΙΙΙ. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 23

1.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს შეუძლია გააკეთოს დათქმა, კონვენციის დებულებასთან ან დებულებებთან მიმართებაში.

2. ნებისმიერ ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც გააკეთა დათქმა ხსნის ამ დათქმას, როდესაც არსებობს ამის შესაძლებლობა.დათქმის მოხსნა ხორციელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეტყობინების გზით.

3.ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა კონვენციის დებულებასთან მიმართებაში, შეუძლია მოითხოვოს ამ დებულების გამოყენება მეორე მხარის მიერ იმ ზომით, რა ზომითაც თვითონ დაეთანხმა ამ დებულებას.

    მუხლი 24

 ხელშეკრულების მხარეს კონვენციის ხელმოწერის, სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით შეუძლია განსაზღვროს ამ კონვენციის მიზნებისათვის თუ რომელ ორგანოს განიხილავს, როგორც სასამართლო ორგანოებს.

    მუხლი 25

1.წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ხელშემკვრელ მხარეთა მეტროპოლიებზეც.

2.საფრანგეთთან მიმართებაში ასევე გამოიყენება ალჟირზე და საზღვაო დეპარტამენტებზე, ხოლო იტალიასთან მიმართებაში სომალის ტერიტორიაზე, რომელიც იმყოფება იტალიის ადმინისტრაციის ქვეშ.

3.. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეუძლია წინამდებარე კონვენციის გამოყენება გაავრცელოს ბერლინის მიწაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

 4.ნიდერლანდების სამეფოსთან მიმართებაში კონვენცია გამოიყენება მის ევროპულ ტერიტორიაზე. ნიდერლანდებს შეუძლია გაავრცელოს წინამდებარე კონვენციის გამოყენება ნიდერლანდურ ანტილის კუნძულებზე, სურინამზე და ნიდერლანდურ ახალ გვინიაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

5.ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებით და ამ მოლაპარაკების პირობის დაცვით წინამდებარე კონვენციის გამოყენება შესაძლებელია ამ მხარეთა ნებისმიერ ტერიტორიაზე, გარდა წინამდებარე მუხლის პირველი, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტში ნახსენები ტერიტორიებისა, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის აგებს პასუხს.

    მუხლი 26

1.მე–15 მუხლის მე–7 პუნქტის და მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის დებულებების გათვალისწინების პირობით, წინამდებარე კონვენცია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებზეც იგი ვრცელდება ცვლის ხელშემკვრელ მახრეთა შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ არსებულ ნებისმიერი ხელშეკრულების, კონვენციების ან ორმხრივი შეთანხმებების დებულებებს.

2. წინამდებარე კონვენცია არ ხელყოფს ვალდებულებებს,რომლებიც დაკისრებულია ნებსმიერი სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციის პირობებით, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ამ სფეროში ურთიერთდახმარების კონკრეტული ასპექტების მარეგულირებელ მუხლებს.

3.ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ ერთმანეთში ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ მხოლოდ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შევსების ან მათ მიერ მოყვანილი პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში თუ ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარება ხორციელდება ერთგვარ კანონმდებლობაზე დაყრდნობით და სპეციალური სისტემით, რომელიც გულისხმობს შესაბამის ტერიტორიებზე ურთიერთდახმარების ზომების ორმხრივ გამოყენებას, ამ მხარეებს წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიუხედავად შეუძლიათ ამ სფეროში არსებული ურთიერთობები დაარეგულირონ ასეთი კანონმდებლობის ან სისტემის შესაბამისად. ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გამორიცხავენ წინამდებარე კონვენციის ორმხრივ გამოყენებას ატყობინებენ ამის შესახებ გენერალურ მდივანს.

    მუხლი 27

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის.ექვემდებარება რატიფიკაციას.სარატიფიკაციო სიგელი შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

2. კონვენცია ძალაში შედის მესამე სარატიფიკაციო სიგელის ჩაბარებიდან 90 დღის შემდეგ.

3. ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფოსათვის, რომელმაც მას გაუკეთა რატიფიკაცია კონვენცია ძალაში შედის ამ სარატიფიკაციო სიგელის გადაცემიდან 90 დღის შემდეგ.

    მუხლი 28

1. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წინამდებარე კონვენციასთან მისაერთებლად შეუძლია მოიწვიოს ევროპის საბჭოს არაწევრი ნებისმიერი სახელმწიფო იმ პირობით, რომ მოწვევის შესახებ რეზოლუციას დაეთანხმება ყველა ის სახელმწფო, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიცირება.

2. მიერთება ხორციელდება მიერთების შესახებ დოკუმენტის გენერალური მდივნისთვის შესანახად გადაცემის გზით და შედის ძალაში გადაცემიდან 90 დღის შემდეგ.

    მუხლი 29

ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება, იმ ზომით რომლითაც მას ეს ეხება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსაცია ძალაში შედის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 30

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრებს და ნებისმიერ სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მიუერთდა წინამდებარე კონვენციას შემდეგს:

ა)მისი ხელმომწერი მხარეების დასახელებას და ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელისა და მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ;

ბ)წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;

გ)ნებისმიერ შეტყობინებას, მიღებული მე–5 მუხლის პირველი პუნქტის, მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის, მე–15 მუხლის მე–16 პუნქტის, მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტების და 26– მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად;

დ)23–ემუხლის 1–ი პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ ნებისმიერ დათქმას;

ე) 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი დათქმის მოხსნას;

ვ) 29–ე მუხლის დებულებათა შესაბამისად დენონსაციის შესახებ ნებისმიერ შეტყობინებას და ამ დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღს;

რის დასტურადაც შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელისმომწერნი აწერენ წინამდებარე კონვენციას ხელს.

შესრულებულია ქ, სტრასბურგში 1959 წლის 20 აპრილს ერთ პირად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ და რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. კონვენციის დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი გაუგზავნის ყველა ხელმომწერ ან მიერთებულ მთავრობებს.