ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ

  • Word
ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/1988
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 21/04/2000
ძალაში შესვლის თარიღი 17/03/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000320
  • Word
24/02/1988
გაურკვეველი, -, 21/04/2000
000000430.00.003.000320
ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ

წინამდებარე ოქმის შესაბამისად ქვეყნები–მხარეები, თვლიან რა, რომ უკანონო აქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ან შეიძლება ზიანი მიაყენონ საერთაშორისო ხაზების მომსახურე სამოქალაქო აეროპორტებით მოსარგებლე პირებს, ან საშიშროებას უქმნიან ამგვარი აეროორტების უსაფრთხო ექსპლუატაციას, ძირს უთხრიან ამ აეროპორტების უსაფრთხოებისა და ყველა სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბებული მოღვაწეობისადმი მსოფლიოს ხალხების რწმენას;

თვლიან რა, რომ ამგვარი აქტების არსებობა იწვევს საერთაშორისო საზოგადოებრიობის სერიოზულ შეშფოთებას და მათი თავიდან ასაცილებლად არსებობს აუცილებლობა ბოროტმოქმედთა დასასჯელად შესაბამამისი ღონისძიებების მიღებისა;

თვლიან რა, რომ საჭიროა მიღებულ იქნეს დამატებითი დებულებები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის, უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ავსებს 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქტების შესახებ

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი I

წინამდებარე ოქმი ავსებს 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქტების შესახებ (შემდგომში –„კონვენცია“). კონვენციას და ამ ოქმს მხარეები განიხილავენ და განსაზღვრავენ, როგორც ერთიან დოკუმენტს.

    მუხლი II

1. კონვენციის I მუხლში ახალ 1 bis პუნქტად ემატება შემდეგი:

„1 bis“ ნებისმიერი პირი ჩადის ბოროტმოქმედებას, თუ ის უკანონოდ და წინასწარი განზრახვით ნებისმიერი ნაკეთობის, ნივთიერების ან იარაღის გამოყენებით:

a) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტში ჩაიდენს ძალაოჰის აქტს რომელიმე პირის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის, მიაყენებს სერიოზულ ზიანს მის ჯანმრთელობას, ან გამოიწვევს სიკვდილს;

b) მწყობრიდან გამოიყვანს ან სერიოზულ ზიანს მიაყენებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტის მოწყობლობას ან ნაგებობას, ან ეროპორტში მდგომ საჰაერო ხომალდებს, რომლებიც არ იმყოფებიან ექსპლუატაციაში, ან შეაფერხებს აეროპორტის სამსახურების მუშოაბას.

თუ ამგვარი აქტი მუქარას უქმნის ან შეიძლება დაემუქროს ამ აეროპორტის უსაფრთხოებას“.

2. კონვენციის I მუხლის მე–2 პუნქტის A) ქვეპუნქტს ემატება შემდეგი სიტყვები: „ან BIS პუნქტში“.

    მუხლი III

კონვენციის მე–5 მუხლში მე–2 bis პუნქტად ემატება შემდეგი:

„2 bis. მოლაპარაკების ყოველი მონაწილე სახელმწიფო აგრეთვე იღებს საჭირო ზომებს 1 მუხლის 1 bis პუნქტით და 1 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბოროტმოქმედებებზე თავისი იურისდიქციის დასადგენად იმის მიხედვით, თუ რამდენად მიესადაგება ეს პუნქტი ბოროტომოქმედებას, როდესაც მისი სავარაუდოდ ჩამდენი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და მე–8 მუხლის თანახმად არ გადასცემს მას ამ მუხლის 1 პუნქტის a) ქვეპუნქტში აღნიშნულ სახელმწიფოს“.

    მუხლი IV

ეს ოქმი გახსნილია ხელმოსაწერად 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1988 წლის 9-24 თებერვალს მონრეალში ჩატარებულ სააჰერო სამართლის საერთაშორისო კონფერენციაში. VI მუხლის შესაბამისად, მისი ძალაში შესვლამდე 1988 წლის 1 მარტის შემდეგ ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის მოსკოვში, ვაშინგტონში, ლონდონსა და მონრეალში.

    მუხლი V

1. ეს ოქმი ექვემდებარება ხელმომწერი სახელმწიფოების რატიფიცირებას.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის კონვენციის შესახებ მოლაპარაკებების მონაწილე, შეუძლია მოახინოს ამ ოქმის რატიფიცირება თუ იმავდროულად მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას ან შეუეთრდება მას კონვენციის მე–15 მუხლის თანახმად.

3. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს ან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც წინამდებარე აქტით დაინიშნებიან დეპოზიტარებად.

    მუხლი VI

1. ამ ოქმის ათი ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ თავიანთ სარატიფიკაციო სიგელების შესანახად ჩაბარების შემდეგ, ოქმი ძალაში შედის მეათე სარატიფიკაციო სიგელის შესანახად ჩაბარების მე–13 დღიდან. იგი ძალაშია ყველა სახელმწიფოსთვის, რომლებმაც თავისი სარატიფიკაციო სიგელი შესანახად ჩააბარა ამ თარიღის შემდეგ, სარატიფიკაციო სიგელის შესანახად ჩაბარების მე–13 დღიდან.

2. ამ ოქმის ძალაში შეასვლის შემდეგ, მას დეპოზიტარები გაატარებენ რეგისტრაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დებულების 102–ე მუხლის და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცისი (ჩიკაგო, 1944წ.) 83-ე მუხლის თანახმად.

    მუხლი VII

1. ამ ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ იგი ღიაა მისაერთებლად მისი ხელისმომწერ ყველა სახელმწიფოსათვის.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის კონვენციის მომლპარაკებელი მხარე, შეუძლია შეუერთდეს წინამდებარე ოქმს, თუ იმავდროულად მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას, ან შეუერთდება მას კონვენციის მე–15 მუხლის საფუძველზე.

3. დოკუმენტები მიერთების შესახებ უნად ჩაბარდეს დეპოზიტარებში და მიერთება ძალაში შედის მათი შესანახად გადაცემის მე–13 დღეს.

    მუხლი VIII

1. ოქმის მონაწილე ყოველ მხარეს შეუძლია მისი დენოსნირება დეპოზიტარებში წერილობითი მიმართვის გზით.

2. დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარიებში წერილობითი მიმართვის დღიდან ექვსი თვის ვადაში.

3. ოქმის დენონსაციის ფაქტი არ ნიშნავს კონვენციის დენონსაციას.

4. მოლაპარაკებების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ ოქმით შევსებული კონვენციის დენონსაცია აგრეთე ნიშნავს მის დენონსაციას.

    მუხლი IX

1. დეპოზიტარიები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ამ ოქმის ხელმომწერ და მასთან მიერთებულ ყველა სახელმწიფოს, აგრეთვე კონვენციის ხელმომწერ და მასთან მიერთებულ ყველა სახელმწიფოს;

a) სარატიფიკაციო სიგელის ან ამ ოქმთან მიერთების დოკუმენტის ყოველი ხელმოწერის და ყოველი შესანახად გადაცემის თარიღს;

b) ამ ოქმის დენონსაციის ყოველგვარი შეტყობინების შესახებ მისი მიღების თარიღის მითითებით.

2. დეპოზიტარიები VI მუხლის თანახმად ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს ატყობინებენ 1 პუნქტში მოხსენიებულ სახელმწიფოებს, რის შესახებაც თავიანთი მთავრობების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ქვემოთ ხელმომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წელის თებერვლსი ოცდამეოთხე დღეს მონრეალში ოთხ პირად, თითოეული შევსებულია რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე და ყველა ტექსტი ავთენტიკურია.