ხელშეკრულება რუმინეთის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ხელშეკრულება რუმინეთის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/10/1998
ძალაში შესვლის თარიღი 13/04/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000184
  • Word
-
24/03/1992
გაურკვეველი, -, 01/10/1998
000000430.00.003.000184
ხელშეკრულება რუმინეთის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ხელშეკრულება

რუმინეთის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

რუმინეთის მთავრობამ და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ, რომლებსაც შემდგომში ეწოდებათ „მხარეები“,

 

ათვითცნობიერებენ რა ტრადიციული სავაჭო-ეკონომიკური კავშირების დიდ მნიშვნელობას,

იღწვიან რა რუმინეთსა და საქართვლოს რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად,

ითვალისწინებენ რა ღრმა ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი აქვს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში

და აგერთვე ხელმძღვანელობენ რა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თანასწრუფლებიანობის, ორმხრივი სარგებლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებით, გადაწყვიტეს ხელშეკრულების დადება და მოილაპარაკეს შემდეგზე:

კარი I

მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას რუმინეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი და ყოველმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის.

კარი 2

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის ურთიერთსასარგებლო პირობების უზრუნველყოფის მიზნით მხარეები ანიჭებენ ერთმანეთს უდიდესი ხელშეწყობის რეჟიმს.

კარი 3

ამ ხელშეკრულების მე-2 კარის დებულებანი არ ვრცელდება უპირატესობებზე:

ა) რომლებიც ერთ-ერთმა მხარემ მიანიჭა ან შეიძლება მომავალში მიანიჭოს სხვა ქვეყნებს სასაზღვრო ან სანაპირო ვაჭრობის გაადვილების მიზნით;

ბ) რომლებიც გამომინარეობს ერთ-ერთი მხარის ამჟამად ან მომავალში საბაჟო კავშირსა ან თავისუფალი ვაჭრობის ზონაში მონაწილეობიდან.

კარი 4

რუმინეთისა და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური კავშირების მონაწილეები იხელმძღვანელებენ ურთიერთთანამშრომლობაში მსოფლიო ვაჭრობასა და ფინანსურ პრაქტიკაში მიღებული პრინციპებით და გამოიყენებენ მიმდინარე მსოფლიო ფასებს.

კარი 5

მხარეები მათი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნიან აუცილებელ პირობებს საქონელის მიწოდებასა და მომსახურების გაწევაზე კონტრაქტების დადებისა და რეალიზაციისათვის.

სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განხორციელების მიზნით მხარეებმა შეიძლება შეათანხმონ ურთიერთმისაწოდებელი საქონლისა და გასაწევი მომსახურების ინდიკატიური ჩამონათვალები, რომლებსაც არ ექნება შემზღუდველი ხასიათი.

ამ ჩამონათვალების შესაბამისად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ნომენკლატურა გაფორმდება ოქმით.

კარი 6

რუმინეთისა და საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული ბანკები შეათანხმებენ და დაადგენენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგარეო-ეკონომიკური ოპერაციების საბანკო უზრუნველყოფის ტექნიკურ წესს.

კარი 7

ანგარიშსწორება და ანაზღაურება, დაკავშირებული ყველა სახის ოპერაციებსა და მომსახურებასთან, განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით რუმინეთისა და საქართვლოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული ნებისმიერი ფორმით.

მხარეების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით ანგარიშსწრება და ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს მსოფლიო ვაჭრობის პრაქტიკაში მიღებული სხვა ფორმითაც, თუ ის არ ეწინააღმდეგება თითოეული ქვეყნის კანონმდებლობას.

კარი 8

მხარეები ხელს შეუწყობენ საგარეო-ეკონომიკური კავშირების მონაწილეებს, აუცილებლობის შემთხვევაში საქონლის მიწოდებაზე და მომსახურების გაწევაზე ლიცენზიების გაცემის ჩათვლით.

კარი 9

მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ამგვარი თანამშრომლობის მიმართულებანი, გარდა ურთიერთსასარგებლო ვაჭრობისა, მიცავს პირდაპირი საწარმოო კავშირების დამყარებასა და გაფართოებას, წარმოების კოოპერირებას, ერთობლივი საწარმოების, ორმხრივი გაერთიანებებისა და ორგანიზაციებსი შექმნას, საგარეო-ეკონომიკური კავშირების მონაწილეთა წარმომადგენლობებისა და ფილიალების გახსნას, აგრეთვე მსოფლიოს ეკონომიკურ პრაქტიკაში მიღებული თანამშრომლობისა და გაცვლის სხვა პროგრესული ფორმების განვითარებასა და დანერგვას.

კარი 10

მხარეები ხელს შეუწყობენ მათ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საგარეო-ეკონომიკური კავშირების რუმინელ და ქართველ მონაწილეთა საქონელის სატრანზიტო გადაზიდვებს მესამე ქვეყნებში და მესამე ქვეყნებიდან.

კარი 11

საქონელი, რომელიც გაიყიდა ამ ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება რეექსპორტირებულ იქნეს მესამე ქვეყნებში მხოლოდ ექსპორტიორის წერილობითი თანხმობით.

სამეცნიერო-ტექნიკური შრომების შედეგები, ერთობლივად მიღებული საგარეო ეკონომიკური კავშირების რუმინელი და ქართველი მონაწილეების მიერ, შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს და გამოქვეყნდეს რუმინელი და ქართველი შესაბამისი პარტნიორის წერილობითი თანხმობით.

კარი 12

ეს ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება თითოეული მხარის მიერ ხელმოწერილ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს ყველა იმ ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ხელს მოაწერენ მხარეები და რომელიც შეიძლება შეეხოს მეორე მხარის ინტერესებს.

კარი 13

მხარეები რუმინეთისა და საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებისაგან შექმნიან შერეულ კომისიას, ამ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის განხილვისათვის და სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოებისათვის ზომების შესახებ რეკომენდაციების მომზადებისათვის.

შერეული კომისიის სხდომები ჩატარდება რიგრიგობით რუმინეთსა და საქართველოში არანაკლებ ერთხელ წელიწადში.

კარი 14

ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეების წინასწარი შეთანხმებით.

კარი 15

ამ ხელშეკრულების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით.

კარი 16

ეს ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ, რომ ძალაში მისი შესვლისათვის საჭირო ყველა კანონიერი მოთხოვნა შესრულებულია.

ეს ხელშეკრულება შეიძლება დარღვეულ იქნეს ნებისმიერი მხარის განცხადების საფუძველზე და ძალას კარგავს განცხადების თარიღიდან 6 თვის შემდეგ. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მისი დებულებანი იმოქმედებს ყველა იმ კონტრაქტის მიმართ, რომელთა ვალდებულებანი წარმოიშვა მისი მოქმედების პერიოდში და არაა შესრულებული ხელშეკრულების მომქედების ვადის შეწყვეტის მომენტისათვის.

შესრულებულია ბუქარესტში 1992 წლის 24 მარტს ორ ეგზემპლიარად, თითოეული რუმინულ, ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთანავე ყველა ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა. ტექსტის განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში საფუძვლად გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

რუმინეთის მთავრობის რწმუნებით

(ხელმოწერილია)

საქართვლოს რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებით

(ხელმოწერილია)