„საქართველოს სამინისტროების გამგებლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ფართობებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ”

  • Word
„საქართველოს სამინისტროების გამგებლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ფართობებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 26/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.004
  • Word
4
25/03/2004
სსმ, 34, 26/03/2004
010.240.030.10.003.000.004
„საქართველოს სამინისტროების გამგებლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ფართობებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2004 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სამინისტროების გამგებლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ფართობებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს სამინისტროების გამგებლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ფართობებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოწესრიგებისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა კობერიძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

ბესარიონ ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

ერეკლე ქიქოძე – სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე

თეიმურაზ ქურხული – ქ. თბილისის ვიცე-პრემიერი.

2. კომისიამ:

ა) უზრუნველყოს სამინისტროების გამგებლობაში ფაქტობრივად არსებული ფართობის აღწერა;

ბ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ფართობის გაცემის ფაქტების მართლზომიერების შესწავლა და ვითარების მოწესრიგებისათვის აუცილებელი წინადადებების მომზადება;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთ თვეში წარუდგინოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია