„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016039
  • Word
11
18/02/2011
ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
010260020.35.153.016039
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის 3 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტიდან და მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “მუნიციპალური სამსახური“ .

2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ფ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას“.

3. დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აღდგომლიაანთკარის ტერიტორიული ორგანო აღდგომლიაანთკარი, ფრეზეთი, უფურეთი, ახალდაბა, ნავაზი“.

5. დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ან იურიდიული“ ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                       ა. კალანდაძე