დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.153.016037 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2011 - 28/03/2011)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 20 000 (ოცი ათასი) ლარი კვარტალში.
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარი კვარტალში.
3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი კვარტალში.
4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %.
5. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებზე – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი კვარტალში.
6. ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები