შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლოის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლოის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 13/04/1998
ძალაში შესვლის თარიღი 16/01/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000149
  • Word
-
13/01/1994
ვებგვერდი, -, 13/04/1998
000000430.00.003.000149
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლოის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლოის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა ტურიმზის სფეროში, ანიჭებენ მნიშვნელობას ტურიზმს არა მხოლოდ ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაფართოებაშიც: ხელმძღვანელობენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის 1975 წლის 1 აგვისტოს ჰელსინკის საბოლოო აქტის იმ დებულებებით, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეხება და შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ტურიზმის დარგში ორ სახელწმიფოს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაფართოებას. ისინი წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ აგრეთვე მოგზაურობას მესამე ქვეყნებიდან.

    მუხლი 2

მხარეები წაახისებენ მჭიდრო კავშირების დამყარებას ტურიზმის სფეროში ჩართულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რათა მოძებნოს ორ სახელმწიფოს შორის ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებისათვის ყველაზე კარგი საშუალებები.

    მუხლი 3

ორ სახელმწიფოს შორის ზემოხსენებული ტურისტული მიმოსვლის გააქტიურების მიზნით მხარეები წაახალისებენ ორგანიზებულ ტურიზმს, ახალგაზრდულ ტურიზმს, აგრეთვე ჯგუფებს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ასეთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ორივე მხარე ხელს შეუწყობს ყველა სახის ტრანსპორტის ტურიზმს.

    მუხლი 4

მხარეები სათანადო პირობებს შექმნიან თითოეულ სახელმწიფოში ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ თავიანთი მოქალაქეების უკეთ ინფორმირებისათვის. ამ მიზნით ორივე მხარე შეუწყობს გამოცდილების ურიერთგაზიარებას, ტურიზმისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების, ნაკვლევევი მასალების, სტატისტიკური და სხვა სახის საბაზო ინფორმაციის გაცვლას.

    მუხლი 5

ამ შეთანხმების განხორციელებისათვის და ტურიმზის სფეროში ორივე მხარისათვის საინტერესო სხვა ნებისმიერი პრობლემის შესასწავლად, მხარეები ტურიზმის შესაბამისი ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დადებენ შესაბამის საოქმო შეთანხმებას.

    მუხლი 6

ეს შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანმხების ძალაში შესვლის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების თაობაზე ერთი მხარის მიერ მეორისათვის უკანასკნელი შეტყობინების დღიდან.

    მუხლი 7

შეთანხმება ძალაში რჩება ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო პერიოდში, მანამ, სანამ რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს.

შესრულებულია ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეულ ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე; ამასთან ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა. დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით