შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/04/1998
ძალაში შესვლის თარიღი 04/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000146
  • Word
-
04/04/1996
გაურკვეველი, -, 13/04/1998
000000430.00.003.000146
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა მისწრაფებით სრულყონ თანამშრომლობა საბაჟო საზღვარზე გადაზიდვების სფეროში და სურთ რა გაზარდონ გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა, სურთ რა შექმნან სათანადო პირობები პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთისათვის, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

1. მხარეები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საბაჟო საზღვრებზე ხსნიან შემდეგ გამშვებ პუნქტებს: საავტომობილო: ა) სარფი (საქართველო) – სარფი (თურქეთი); ბ) ახალციხე (საქართველო) პოსოფი–თურქგოზუ(თურქეთი);

2. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლა განხორციელდება იმ აეროპორტებისა და საზღვაო პორტების საშუალებით, რომლებიც მხარეების საერთაშორისო შეთანხმებებისა და შიდა კანონმდებლობის საფუძველზე გახსნილია საერთაშორისო გამშვები პუნქტების სახით.

3. საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტები, რომლებიც ხსენებულნი არიან ამ მუხლის 1-ელ პუნქტში, ღია იქნებიან მესამე სახელმწიფოს პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიერ საზღვრის გადაკვეთისათვის.

4. პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში, გაშვება განხორციელდება თითოეული მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. პირების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საავტომობილო–გამშვებ პუნქტებზე შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ან ქვეითად.

6. საბაჟო საზღვრებზე გამშვები პუნქტებისა და აგრეთვე ამ პუნქტების საშუალებით განხორციელებული მიმოსვლის ყველა სახის გახსნის ვადები განისაზღვრება მხარეების მიერ ნოტების გაცვლის გზით, გამშვები პუნქტების მოწყობის დამთავრებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესაბამისად.

    მუხლი 2

1. 1-ლი მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული გამშვები პუნქტების გახსნამდე, თითოეული მხარე თავის ტერიტორიაზე ამზადებს შესაბამის ინფრასტრუქუტრას, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლის და პირების, მათ შორის ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ნაკადის გაზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით.

2. დავალებები ყოველი საავტომობილო გამშვები პუნქტის ობიექტების მშენებლობის დაპროექტებასა და პროექტებზე ექვემდებარებიან მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმებას.

    მუხლი 3

მხარეების კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ ყოველმხრივ ურთიერთოქმედებას საბაჟო საზღვრებზე მიმოსვლის სრულყოფის, არსებული გამშვები პუნქტების ოპტიმალური გამოყენებისა და საერთაშორისო მიმოსვლისათვის მოხერხებულად განლაგებული ახალი გამშვები პუნქტების გახსნის საკითხებზე. ამ ამოცანების რეალიზაციისას დაცული უნდა იქნას ამ შეთანმხების მე–2 მუხლის დებულებები.

    მუხლი 4

საბაჟო საზღვრებზე გამშვები პუნქტების გახსნასა და დახურვას მხარეები ახორციელებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 5

1. საბაჟო საზღვრებზე ზოგიერთ გამშვებ პუნქტებში მოძრაობის შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნას სანიტარული მიზეზების, საზოგადოებრივი უშიშროების მოსაზრებებისა ან სტიქიური უბედურებების შედეგად. მხარე, რომელიც აპირებს შეაჩეროს ან შეზღუდოს მოძრაობა, ამის შესახებ ატყობინებს მეორე მხარეს დაგეგმილ შეჩერებამდე ან შეზღუდვამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა.

2. საგანგებო გარემოებაში შეტყობინება, რომელსაც ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტი, უნდა განხორციელდეს მოძრაობის დაგეგმილ შეჩერებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.

3. საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ან საკომუნიკაციო ნაგებობების რემონტთან დაკავშირებული მოძრაობის შეჩერების ან შეზღუდვის შესახებ მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს ასეთი სამუშაოების დაწყებამდე არაუგვიანეს სამი თვისა და აცნობებენ მათი დამთავრების ვადებს.

4. მხარეებს, ურთიერთშეთანხმებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთვევაში, არსებული მოთხოვნებისა და კონტროლის დაცვით შეუძლიათ გასცენ მოქმედი გამშვები პუნქტების ფარგლებს გარეთ საბაჟო საზღვრსი გადალახვის ნებართვა.

5. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში შემდგომი ხუთწლიანი პერიოდების ავტომატური გაგრძელებით, თუ მორიგი ვადის გასვლამდე 6 (ექვსი) თვით ადრე არცერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია ქ. 1996 წლის 4 აპრილს ორ პირად. ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში იმოქმედებს ინგლისური ტექსტი.

საქართველოს მთავრობის სახელით

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით