ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/02/1998
ძალაში შესვლის თარიღი 03/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000097
  • Word
-
03/11/1996
გაურკვეველი, -, 11/02/1998
000000430.00.003.000097
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მემორანდუმი

 საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი მოადგილის, მისი აღმატებულება დოქტორ ჰასან ჰაბიბის ოფიციალური ვიზიტის დროს 1996 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, შესაბამისად, 1375 წლის 10.8-13.8-ს ჩატარდა მოლპარაკებები საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და გადაზიდვების სამინისტროს შორის.

აღიარებენ რა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობათა გაღრმავების მნიშვნელობას,

გამოთქვამენ სურვილს ორ ქვეყანას შორის ტვირთებისა და მგზავრთა გადაყვანის გაზრდის შესახებ.

1. ირანის მხარემ გამოხატა ინტერესი რო-როს ტიპის ხაზის გახსნის შესაძლებლობაზე ფოთის პორტიდან ნოვოროსიისკს, ოდესასა და ტაგანროგს შორის. საქართველოს მხარემ იკისრა ვალდებულება დაეხმაროს ირანის მხარეს, რათა უქირაოს რო-როს ტიპის ბორანი მას შემდეგ, რაც მიიღებს თხოვნას ამის შესახებ და რო-როს ტექნიკურ მაჩვენებლებს.

2. ირანის მხარემ გამოხატა კმაყოფილება ფოთის პორტში ერთობლივი საწარმოს შექმნისათვის საჭირო ავტოტერმინალისათვის შეთავაზებული ტერიტორიის გამო.

საქართველოს მხარემ ირანის მხარეს გადასცა ერთობლივი საწარმოს დებულების პროექტი განსახილველად, რომელსაც შეისწავლის ირანის მხარე და მიაწოდებს წინადადებებსა და შენიშვნებს საქართველოს მხარეს.

3. ირანის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რათა მიიღოს მონაწილეობა ფოთი-თბილისის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციაში.

საქართველოს მხარე მოიწვევს ირანის ექსპერტებს აღნიშნული მარშრუტის შესასწავლად და განიხილება ამ პროექტის ფინანსური ასპექტები.

4. საქართველოს მხარემ გამოხატა მზადყოფნა, რათა გაადვილდეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცედურა ირანის სატრანსპორტო საშუალებებისთვის სარფში და წითელ ხიდთან.

5. ირანის მხარემ ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებთ ირანელ მძღოლებს საქართველოს ვიზის მიღებისას, გადასახადებისა და მოსაკრებლების სიდიიდს გამო. საქართველოს მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ამ საკითხს განიხილავს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.

6. თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით ირანის მხარე იწვევს საქართველოს დელეგაციას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მომავალი წლის იანვარში.

შედგენილია თბილისში 1996 წლის 3 ნოემბერს, შესაბამისად, 1 375 წლის 13.8, სამ პირად, ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე.

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)