დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 22/01/1998 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/06/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000091 |
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი.
თვლიან რა, სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა ურთიერთგაცვლას სხვადასხვა დონეზე, ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული თუ საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეებზე, აგრეთვე სხვადასხვა დონეზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს.
კონკრეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები.
მუხლი 2
მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ კონსულტაციების დონეს, დღის წესრიგის, მისი ჩატარების ვადებსა და ადგილს.
მუხლი 3
მხარეები ითანამშრომლებენ და ჩაატარებენ კონსულტაციებს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, პოზიციების შეთანხმების მიზნით.
მუხლი 4
მხარეები შექმნიან სასურველ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთმოქმედებისათვის, განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, გაიზიარებენ გამოცდილებას სტაჟორთა ურთიერთგაცვლის გზით, ჩაატარებენ სემინარებს და გამონახავენ პირდაპირი კავშირების სხვადასხვა ფორმებს.
მუხლი 5
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელის მოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ხუთი წლით, თუ არცერთი მხარე არ გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას თავისი სურვილის შესახებ ოქმის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.
შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 1995 წლის „-----------“, შესაბამისად, 5755 წლის „----------“, ორ პირად, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
| საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)
| ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები