კორუფციის შესახებ არსებული მრავალდარგობრივი ჯგუფის (GMC) რეზოლუცია (98) კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) დაარსების თაობაზე

  • Word
კორუფციის შესახებ არსებული მრავალდარგობრივი ჯგუფის (GMC) რეზოლუცია (98) კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) დაარსების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000298
  • Word
27/03/1998
ვებგვერდი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000298
კორუფციის შესახებ არსებული მრავალდარგობრივი ჯგუფის (GMC) რეზოლუცია (98) კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) დაარსების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კორუფციის შესახებ არსებული მრავალდარგობრივი ჯგუფის (GMC)

რეზოლუცია (98)...

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) დაარსების თაობაზე

მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლები ... (ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების სულ მცირე ერთი მესამედი) ასევე წარმომადგენლები... (შეთანხმებაში მინაწილეობის მისაღებად მოწვეული ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოებისა)

აღიარებენ რა, რომ კორუფცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საშიშროებას კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, სამართლიანობისა და სოციალური სამართლიანობისათვის, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, საშიშროებას უქმნის დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობასა და საზოგადოების მორალურ საფუძველს;

აცნობიერებენ რა, რომ აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლი თვალსაზრისით, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან მიმართებაში;

ხაზს უსვავენ რა რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგია მოითხოვს, სახელმწიფოთა თანხმობას, ერთობლივი ზომების და არსებული გამოცდილების გაზიარების შესისხლხორცებაზე;

აღიარებენ რა, რომ საზოგადოების შეგნების მომზადება და ეთიკური ღირებულებების განვითარება, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კორუფციის თავიდან აცილებას;

ითავალისწინებენ რა, ევროპის იუსტიციის მინისტრთა მე–19 კონფერენციაზე მიღებულ (მალტა, 1994 წელი) რეკომენდაციებს;

ითვალისწინებენ რა, 1996 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამას და კორუფციის შესახებ მრავალდარგობრივი ჯგუფის მიერ გაწეულ სამუშაოს;

ითვალისწინებენ რა, ევროკომისიისა (Phare Programme) და ევროპის საბჭოს ,გარდამავალ სახელმწიფოებში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ერთობლივი პროექტის (Octopus Project) შედეგებს;

იზიარებენ რა, ევროპის იუსტიციია მინისტრთა 21–ე კონფერენციაზე (პრაგა,1997წელი) მიღებულ № 1 რეზოლუციას კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ურთიერთმიმართების თაობაზე;

ითვალისწინებენ, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა, სხაელმწიფო და მთავრობის მეთაურთა მეორე სამიტზე (სტრასბურგი 1997 წლის 10–11 ოქტომბერი) მიღებულ საბოლოო დეკლარაციას, რომელშიც სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა გადაწყვიტეს ეძიონ საერთო პასუხები, კორუფციისა და ორაგანიზებული დანაშაულის ზრდიდან გამომდინარე საკითხებზე;

ევროპის საბჭოს წევრი–ქვეყნების, სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა მეორე სამიტზე (სტრასბურგი, 1997 წლის 10–11 ოქტომბერი) მიღებული მოქმედების გეგმის შესაბამისად, რომელშიც სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან მის ურთიერთკავშირის მიმართებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაავალეს მინისტრთა კომიტეტს სხვა საკითხებთან ერთად, მიიღოს ძირითადი პრინციპები, რომლებიც გამოყენებულ იქნება შიდა კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებისათვის და გადაუდებლად ჩამოაყალიბოს შესაბამისი და ეფექტური მექანიზმი, ძირითადი პრინციპების მონიტორინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო პროგრამის შესრულების მიზნით მიღებული სხვა საერთაშორისო დოკუმენტების იმლემენტაციისათვის,

ითვალისწინებენ რა, მინისტრთა კომიტეტის მიერ 1997 წლის 6 ნოემბერს გამართული 101–ე შეხვედრაზე მიღებულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აუცილებელ 20 ძირითად პრინციპს (შემდგომში ‘’ძირითად პრინციპებადან’’ წოდებული),

დარწმუნებული არიან რა, რომ GRECO–ს დაარსება, სადაც ევროპის საბჭოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას თანაბარი უფლებებით, იქნება მნიშვნელოვანი შენატანი კორუფციის თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის დინამიკური პროცესის ხელშეწყობასთან მიმართებაში;

დარწმუნებულნი, რომ ურთიერთ შეფასებითა და თანაბარი ზეწოლით GRECO შეძლებს, ხისტი და ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას ძირითადი პრინციპების შესრულებასა და ევროპის საბჭოს მიერ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართებაში მიღებულ სხვა საერთაშორისო დოკუმენატაციის იმპლემენტაციაზე;

დარწმუნებულნი, რომ GRECO–ს სრულუფლებიანი წევრობა უნდა იყოს დასაშვები იმათთვის, ვინც შეზღუდვების გარეშე მონაწილეობდა ურთიერთშეფასების პროცედურებში და თანხმობა გამოხატა ყოფილიყო შეფასებული ამ პროცედურებით;

ითვალისწინებენ რა მინისტრთა კომიტეტის მიერ 1998 წლის 5 მაისს მინისტრთა 102 სესიაზე მიღებულ რეზოლუციას წინამდებარე შეთანხმების მიღებსი თაობაზე;

შესაბამისად:

გადაწყვიტეს რა დაეფუძნებინად კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), როგორც გაფართოებული წილობრივი შეთანხმება, რომელიც იმართება თანდართული წესდებით;

შეთანხმდნენ, რომ GRECO შექმნილია სამი წლის ვადით;

შეთანხმდნენ, რომ გადახედავენ GRECO–ს ფუნქციონირებას სამი წლის გასვლის შემდეგ;

გამოხატავენ სურვილს, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო გაწევრიანდეს GRECO–ში ახლო მომავალში.

№ (98)... რეზოლუციის

დანართი

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) წესდება

    მუხლი 1 – GRECO–ს მიზანი

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (შემდგომში GRECO–დ წოდებული) მიზანია გააუმჯობესოს მისი წევრების შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით,ამ სფეროში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებთან მიმართებაში ურთიერთშეფასებისა და თანაბარი ზეწოლის განხორციელებით;

    მუხლი 2 – GRECO–ს ფუნქციები

პირველ მუხლში განსაზღვრული მიზნის მისაღწევად GRECO განახორციელებს:

і ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, 1997 წლის 6 ნოემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიღებული ძირითადი პრინციპების შესრულებაზე მონიტორინგს;

іі კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამის შესაბამისად მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების იმპლემენტაციაზე მონიტორინგს, ამ დოკუმენტების დებულებათა გათვალისწინებით;

    მუხლი 3 – მდებარეობა

GRECO–ს შტაბ–ბინა განლაგებული იქნება ქ. სტრასბურგში.

    მუხლი 4 – პროცედურები GRECO–ს წევრობისათვის

1.ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიცარ არიან GRECO–ს დამაარსებელ რეზოლუციაში, ნებისმიერ დროს, შეუძლია მიუერთდეს GRECO–ს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეტყობინების გზით.

2.ნებისმიერ არაწევრ სახელმწიფოს, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა წინამდებარე გაფართოებული წილობრივი შეთანხმების შემუშავებაში, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც არ არიან GRECO–ს დამაარსებელ რეზოლუციაში, შეუძლია მიუერთდეს GRECO–ს ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეტრყობინების გზით. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს განცხადება იმის თაობაზე, რომ არაწევრი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, 1997 წლის 6 ნოემბერს მიღებულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად პრინციპებს.

3.სახელმწიფოები რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამის შესასრულებლად, მიუერთდნენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც მოცემულია GRECO–ს სავალდებულო წევრობისათვის გახდებიან GRECO–ს წევრები ipso facto ხსენებული საერთაშორისო დოკუმენტის გათვალისწინებით.

4.ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მონაწილე მხარეთა წარმომადგენლობის შემადგენლობით, ევროპის საბჭოს იმ არაწევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ, რომლებიც უკვე მონაწილეობენ შეთანხმებაშ, GRECO–ში გასაწევრიანებლად შეუძლია მოიწვიოს ევროპის საბჭოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელიც არ არის ნახსენები მე–2 პარაგრაფში. ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფო, რომელიც მიიღებს ასეთ მოწვევას, შეატყობინებს გენერალურ მდივანს მისი სურვილის შესახებ და თან დაურთავს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის იღებს ვალდებულებას მიმართოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 20 ძირითად პრინციპს.

    მუხლი 5 – ევროგაერთიანების მონაწილეობა

 მინისტრთა კომიტეტის მიერ GRECO–ს მუშაობაში მონაწილეობის მისღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნას ევროგაერთიანება. მონაწილეობის პირობები განისაზღვრება მოწვევის შესახებ რეზოლუციაში.

    მუხლი 6 – GRECO–ს შემადგენლობა

1.თითოეული წევრი დანიშნავს დელეგაციას GRECO–სთან არაუმეტეს ორი წარმომადგენლის შემადგენლობით. ერთ–ერთი წარმომადგენელი დაინიშნება დელეგაციის ხელმძღვანელად.

2დელეგაციის ერთ–ერთი წარმომადგენლის მგზავრობისა და ყოფნის ხარჯებს დაფარავს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ბიუჯეტი.

3. GRECO–ში დანიშნული წარმომადგენლები ისარგებლებენ ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე საერთო შეთანხმების ოქმის მე–2 მუხლით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

    მუხლი 7 – სხვა წარმომადგენლები

1.თითოეული, სამართლებრივი თანამშრომლობის ევროპული კომიტეტი (CDCJ) და სისხლის სამართლებრივი პრობლემების ევროპული კომიტეტი (CDPC) დანიშნავენ ერთ–ერთ წარმომადგენელს GRECO–ში.

2.მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მოიწვიოს ევროპის საბჭოს სხვა ორგანო, დანიშნოს თავისი წარმომადგენელი GRECO–სთან,

3. წინამდებარე შეთანხმების მე–18 მუხლით შექმნილი საწესდებო კომიტეტი დანიშნავს თავის წარმომადგენელს GRECO–სთან.

4.ზემოთმოყვანილი 1, 2 და მე–3 პუნქტების შესაბამისად დანიშნული წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას GRECO–ს პლენარულ შეხვედრებზე ხმის უფლების გარეშე, მათ მგზავრობისა და ყოფნის ხარჯები არ დაიფარება გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ბიუჯეტით.

    მუხლი 8 – GRECO– მოქმედება

1. GRECO მიიღებს მისი მოქმედებისათვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს, კერძოდ ის:

і GRECO მე–15 მუხლის შესაბამისად მიიღებს შეფასებით მოხსენებებს;

іі მიიღებს მის წლიურ სამოქმედო პროგრამის პროექტს და ფინანსური წესების შესაბამისად მიაწოდებს წინადადებებს, რომლებიც დაკავშირებულია ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, იქმდე სანამ გადაუგზავნის მე–18 მუხლის შესაბამისად შექმნილ საწესდებო კომიტეტს;

ііі მოიწონებს თავის ყოველწლიურ საქმიანობაზე მოხსენებას, მათ შორის ყოველწლიურ ანგარიშს, საწესდებო და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტებისათვის მათ გადაგზავნამდე.

2. GRECO წლის განმავლობაში ჩაატარებს არანაკლებ ორ პლენარულ შეხვედრას და მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფები, როცა ეს აუცილებელია და მისი საპროცედურო წესების შესაბამისად.

3. წინამდებარე მე–18 მუხლის შესასრულებლად GRECO ყოველწლიურად გამოაქვეყნებს შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებულ მოხსენებას ყოველწლიურ საქმიანობაზე, მათ შორის ყოველწლიურ ანგარიშს

4. GRECO ჩამოაყალიბებს თავის საპროცედურო წესებს, ნებისმიერი სახელმწიფო ან ევროგაერთიანება GRECO–ში გაწევრიანებისას, ღებულობენ GRECO–ს წესდებასა და საპროცედურო წესებს.

5. GRECO ჩაატარებს თავის შეხვედრებს კონფიდენციალურად.

6. ურთიერთშეფასების პროცესში მონაწილე GRECO–ს წევრებს ექმნებათ ხმის უფლება. თითოეულ მათგანს გააჩნია ერთი ხმა. თუმცა თუ საწესდებო კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი, წევრი, რომელსაც არ აქვს სრულად ან ნაწილობრივ შეტანილი აუცილებელი შენატანი 2 წლის განმავლობაში, აღარ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში.

7. GRECO–ს გადაწყვეტლებანი მიიღება ხმათა ორი მესამედითა და ხმის უფლების მქონეთა უმრავლესობით.თუმცა, საპროცედურო გადაწყვეტილებანი მიიღება ხმათა უმრავლესობით.

8. GRECO აირჩევს პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელთაგან.

    მუხლი 9 – ბიურო

1.იქმნება ბიურო, რომელშიც შევა პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი მე–8 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად და ასევე ხმის უფლების მქონეთაგან, GRECO–ს მიერ არჩეული 5 წარმომადგენელი, რომლებიც შეძლებისდაგავარად იქნებიან წარმოდგენილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამით გათვალისწინებული სამართლებრივი ინსტრუმენტის მონაწილეებისაგნ.

2. ბიუროს დაეკისრება შემდეგი ფუნქციები:

 ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და ყოველწლიური სამოქმედო მოხსენების წინასწარი პროექტების მომზადება;

 GRECO–სთვის წინადადებების წარდგენა ბიუჯეტის წინასწარი პროექტის შესახებ;

 GRECO–ს გადაწყვეტილებათა საფუძველზე ქვეყნებში ვიზიტების ორგანიზება;

 GRECO– სადმი წინადადებების წარდგენა ad hoc შემფასებელი გუნდის შემადგენლობის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეფასებითი მოხსენებების პროექტის მომზადებაზე;

 GRECO–ს სამუშაო შეხვედრების პროგრამების მომზადება, მათ შორის იმ შეხვედრებისა, სადაც შეფასებითი მოხსენება იქნება განხილული;

 მე––10 მუხლის მესამე პუნქტის შესასრულებლად, შეფასებითი პროცედურებისათვის, დებულებათა არჩევასთან მიმართებაში GRECO–სადმი წიანადადებების წარდგენა;

 GRECO –სადმი წინადადებების წარდგენა სამეცნიერო ექსპერტთა და კონსულტატთა დანიშვნის შესახებ.

3.ბიურო შეასრულებს GRECO–ს მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ნებისმიერ ფუნქციას.

4. ბიურო თავის ფუნქციების განხორციელებას GRECO–ს საერთო ზედამხედველობის ქვეშ.

    მუხლი 10 – შეფასებითი პროცედურა

1.მე–2 მუხლის შესასრულებლად GRECO შეასრულებს შეფასებით პროცედურებს მის ყველა წევრთან მიმართებაში.

2.შეფასება დაიყოფა რაუნდებად. შეფასებითი რაუნდი არის GRECO–ს მიერ დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შეფასებითი პროცედურები განხორციელდება, რათა შეფასდეს შესაბამისობა ყველა მონაწილისა, ძირითად პრინციპებში და კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამის შესრულებისათვის მიღებულ სხვა საერთაშორისო დოკუმენტში არსებულ დებულებებთან.

3.რაუნდის დასაწყისში GRECO შეარჩევს სპეციალურ დებულებებს, რომლებზეც უნდა დაეყრდნოს შფასებითი პროცედურა.

4. თითოეული მონაწილე განსაზღვრავს არაუმეტეს 5 ექსპერტისა, რომლებიც შეძლებენ მე–12–14 მუხლებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას.

5. თითოეული მონაწილე უზრუნველოფს, რომ მისი ხელისუფლება, შიდა კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში, ითანამშრომლებს მაქსიმალურად შესაძლო ფარგლებში, შეფასებითი პროცედურის განსახორციელებლად.

    მუხლი 11 – კითხვარი

1. GRECO ადგენს კითხვარს თითოეული შეფასებითი რაუნდისათვის, რომელიც გადაეცემა შეფასებასთან დაკავშირებულ ყველა წევრს.

2. კითხვარში მოცემულია შეფასებითი პროცედურის ჩარჩოები.

3. წევრები მიაწოდებენ თავიანთ სპასუხებს სამდივნოს, GRECO–ს მიერ დადგენილ ვადებში.

    მუხლი 12 – შემფასებელი გუნდები

1. თითოეული წევრის შესაფასებლად, GRECO დანიშნავს გუნდს (შემდგომში ,,გუნდად’’წოდებული) ექსპერტთა სიიდან, მე–10 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, როდესაც შეფასება ეხება, კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული ერთ–ერთი კონვენციის იმპლენატაციას, GRECO დანიშნავს გუნდს, რომელიც შედგება მხოლოდ მოცემული კონვენციის მხარეთა მიერ შემოთავაზებული ექსპერტებისაგან.

2. გუნდი შეამოწმებს კითხვარში გაცემულ პასუხებს და სადაც საჭიროა შეუძლია მოითხოვოს, დამატებითი ინფორმაცია წევრისაგან შეფასების სრულყოფის მიზნით, რომელიც მას მიეწოდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

3. გუნდებში მინაწილე ექსპერტთა მგზავრობისა და ყოფნის ხარჯებს დაფარავს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ბიუჯეტი.

    მუხლი 13 – ვიზიტები ქვეყნებში

1. GRECO–ს შეუძლია დაავალოს გუნდს შესაბამის ქვეყანაში მივლინება, რათა მოიპოვონ დამატებითი ინფორმაცია დაკავშირებული კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან და რომელიც საჭიროა შეფასებისათვის.

2. GRECO შესაბამის წევრს შეატყობინებს არაუგვიანეს ვიდრე ორი თვით ადრე, მისი ქვეყანაში ვიზიტის განზრახვის თაობაზე.

3. ვიზიტი განხორციელდება შესაბამისი ქვეყნის მიერ შედგენილი პროგრამის შესაბამისად, სადაც გათვალისწინებული იქნება გუნდის მიერ გამოთქმული სურვილები.

4. გუნდის წევრები სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც მიესადაგება ევროპის საბჭოს პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე ზოგადი შეთანხმების ოქმის მეორე მუხლს.

5. ქვეყანაში ვიზიტისათვის საჭირო მგზავრობისა და ყოფნის ხარჯებს ანაზღაურებს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ბიუჯეტი.

    მუხლი 14 - შეფასებითი მოხსენებები

1.შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, გუნდი მოამზადებს შეფასებითი მოხსენების წინასწარ პროექტს, შეფასებითი რაუნდისათვის არჩეულ დებულებებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე.

2.შეფასების წინასწარი პროექტი გადაეგზავნება წევრს შეფასების შენიშვნებისათვის. ეს შენიშვნები გუნდის მიერ იქნება გათვალისწინებნული მოხსენების პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავების დროს.

3.მოხსენების პროექტი უნდა წარედგინოს GRECO–ს.

    მუხლი 15 – დისკუსია და მოხსენების მიღება

1. GRECO პლენალურ სხდომაზე განიხილავს გუნდის მიერ მოწოდებულ მოხსენების პროექტს.

2. შეფასებულ წევრს პლენალურ სხდომაზე ექნება შესაძლებლობა წარადგინოს თავისი შეხედულებანი წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

3. დებატების დასასრულს, GRECO ცვლილებებით ან მათ გარეშე მიიღებს მოხსენებას შეფასებულ წევრთა მიმართებაში.

4. ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ძირითადი პრინციპების გამოყენებასთან დაკავშირებული მოხსენების მიღებისათვის აუცილებელ ხმის მიცემაში. მხოლოდ წევრებს, რომლებიც არიან კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამის შესასრულებლად მიღებული კონვენციის მხარეები, ექმნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ შესამისი კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ შეფასებითი მოხსენების მიღებაში.

5. შეფასებითი მოხსენებები კონფიდენციალური ხასიათისაა. თუ სხვაგავარად არ არის გადაწყვეტილი, მოხსენებასთან დაშვება შეზუდულია მხოლოდ იმ გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ღებელობდნენ მონაწილეობას შეფასებაში, და ასევე GRECO–ს, საწესდებო კომიტეტისა და სამდივნოს წევრებისათვის.

6. GRECO–ს მოხსენება შეიძლება შეიცავდეს რეკომენდაციებს შეფასებული წევრის მიმართ, რათა მათ გამოასწორონ თავისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, GRECO მოიწვევს წევრს მოხსენებისათვის თუ რა ზომები იქნა მიღებული რეკომენდაციის შესასრულებლად.

    მუხლი 16 – საჯარო განცხადებანი

1.საწესდებო კომიტეტს შეუძლია გააკეთოს საჯარო განცხადება როდესაც იგი დარწმუნებულია, რომ წევრი მოქმედებს პასიურად ან არ ღებულობს საჭირო ზომებს მის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციის განსახორციელებლად, რომელიც ეხება ძირითადი პრინციპების შესრულებას.

2. საწესდებო კომიტეტს, შესაბამისი ინსტრუმენტების მონაწილე მხარეთა შემადგენლობით შეუძლია გააკეთოს საჯარო განცხადება, როდესაც მას მიაჩნია, რომ წევრი მოქმედებს პასიურად ან არ იღებს შესაბამის ზომებს მის მიმართ გაკეთებულ რეკომენდაციებთან მიმართებაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო პროგრამის შესასრულებლად მიღებული კონვენციების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

3.საწესდებო კომიტეტი, ამის შესახებ შეატყობინებს შესაბამის წევრს რათა მისცეს შეასძლებლობა შემდგომი მოსაზრების გამოთქმისა. 1 და /ან 2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო განცხადების გაკეთების გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 17 – GRECO–ს ფინანსური რესურსები

1. GRECO–ს ფინანსური რესურსები შედგება GRECO–ს წევრთა ყოველწლიური შენატანებისაგან.

2. GRECO–ს შეუძლია მიიღოს მის წევრთა დამატებითი ნებაყოფლობითი შენატანები;

3. სხვა დაინტერესებული საერთაშორისო ორგანოს ნებაყოფლობითი შენატანებისა და შემოწირულობებისაგან.

4. მესამე პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსები საჭიროებენ საწესდებო კომიტეტის ნებართვას მათ მიღებამდე.

5. GRECO–ს ქონება შეძენილი და შენახული იქნება ევროპის საბჭოს სახელით და მათ მიენიჭებათ იგივე პრივილეგიები და იმუნიტეტები, როგორც ევროპის საბჭოს ქონებას არსებული შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 18 – საწესდებო კომიტეტი

1. საწესდებო კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს იმ წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც იმავდროულად არიან GRECO– წევრები და GRECO–ს სხვა წევრების მიერ, ამ მიზნისათვის სპეციალურად დანიშნული წარმომადგენლებისაგან.

2. საწესდებო კომიტეტი ყოველწლიურად ადგენს GRECO–ს წევრთა აუცილებელი შენატანის ოდენობას.პირობები, რომლის მიხედვითაც გამოითვლება ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოს შენატანის ოდენობა დადგინდება შესაბამისი შეთანხმებით;როგორც საერთო წესი, ეს პირობები უნდა შეესაბამებოდნენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გამოიყენება ევროპის საბჭოს ძირითადი ბიუჯეტის განსაზღვრისას.

3. საწესდებო კომიტეტი ყოველწლიურად მიიღებს GRECO–ს ბიუჯეტს იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა სამოქმედო პროგრამის განხორციელებისათვის ისევე, როგორც საერთო სამდივნო ხარჯებისათვის.

4. საწესდებო კომიტეტი ყოველწლიურად დაამტკიცებს GRECO–ს წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს ფინანსური წესების შესაბამისად და შემდგომ გადაეცემა საწესდებო კომიტეტის აუდიტორთა საბჭოს მოხსენებასთან ერთად. გენერალური მდივნის ფინანსური წლის მენეჯმეტზე პასუხისმგებლობის საკითხისაგან გათავისუფლების მიზნით, საწესდებო კომიტეტი გადაგზავნის მინისტრთა კომიტეტში, მისი დამტკიცების ან ნებისმიერი კომენატარებითურთ,ისევე როგორც აუდიტორთა საბჭოს მიერ გაკეთებულ მოხსენებას.

5. ევროპის საბჭოს ფინანსური წესები ცვლილებათა გათვალისწინებით გამოიყენება ბიუჯეტის მიღებასა და განკარგვაში.

    მუხლი 19 – სამდივნო

1. GRECO–ს დახმარებას აღმოუჩენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შექმნილი სამდივნო

2. GRECO–ს სამდივნოს უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულ აღმასრულებელ მდივანს.

    მუხლი 20– ცვლილებები

1. GRECO–ს ან მის ნებისმიერ წევრს შეუძლია საწესდებო კომიტეტს შესთავაზოს ცვლილებები წინამდებარე წესდებასთან დაკავშირებით.

2. წინამდებარე წესდებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საწესდებო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით. თუ ცვლილებების მიღება არ არის შემოთავაზებული GRECO–ს მიერ, საწესდებო კომიტეტი ჩაატარებს კონსულტაციებს ამ უკანასკნელთან.

    მუხლი 21 – გამოსვლა

1. მეორე მუხლის მეორე პუნტში ნახსენები საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის შესაბამისად, GRECO–ს ნებისმიერი წევრი შეიძლება გამოვიდეს GRECO–დან საგარეო საქმეთა მინისტრის ან ამისათვის სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი დიპლომატიური წარმომადგენლის მიერ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე.

2. გენერალური მდივანი ადასტურებს შეტყობინების მიღებას და აცნობებს დაინტერესებულ წევრს, რომ ის გადაეგზავნება საწესდებო კომიტეტს.

3. ევროპის საბჭოს წესდების მე–7 მუხლის ანალოგიურად, გამოსვლა ხორციელდება:

იმ ფინანსური წლის ბოლოს, როდესაც შეტყობინება იქნა გაგზავნილი, თუ ეს შეტყობინება გაგზავნილია ამ ფინანსური წლის პირველ 9 თვის განმავლობაში;

შემდეგი ფინანსური წლის ბოლოს, თუ შეტყობინება გაგზავნილია ფინანსური წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში.

4.ევროპის საბჭოს ფინანსური წესების მე–18 მუხლის შესაბამისად, საწესდებო კომიტეტი განიხილავს გამოსვლის ფინანსურ გარემოებებს და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

5. გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ წევრს მისი გამოსვლის გარემოებების შესახებ და საწესდებო კომიტეტს მიაწოდებს ინფორმაციას შედეგების შესახებ.