შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 09/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000011
  • Word
-
03/04/1995
გაურკვეველი, -, 09/12/1997
000000430.00.003.000011
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკა და ნიდერლანდების სამეფო

არიან რა „ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მონაწილენი;

აქვთ რა სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში;

აქვთ რა სურვილი დადონ შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით მათ შესაბამის ტერიტორიებსა და ტერიტორიის ფარფლებს გარეთ;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. განმარტებები

ამ შეთანხმების და მისი დანართის მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

ა) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“, კონვენციის 90–ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის 90–ე და 94–ე მუხლების შესაბამისად ამ დანართებისა ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, იმდენად, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიმართ ან რატიფიცირებულია მათ მიერ;

ბ)ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს ნიდერლანდების სამეფოსთან მიმართებაში: ტრანსპორტის, საზოგადოებრივი საქმიანობისა და წყალმეურნეობის მინისტრს, საქართველოს რესპუბლიკასთან მიმართებაში: საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს; ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომლებიც აღჭურვილ იქნებიან უფლებით შეასრულონ ამჟამად ზემოაღნიშნულ ხელისუფალთა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;

გ) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია ექსპლუატაციის უფლებამოსილებებით ამ შეთანხმების მე–4 მუხლის თანახმად;

დ) ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე–2 მუხლში განსაზღვრული მნიშვნელობა;

ე) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწრმო“ და „ გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვთ კონვენციის 96–ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა;

ვ) ტერმინები „შეთანხმებული ხაზები“ და „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ამ შეთანხმების მე–2 მუხლის თანახმად და იმ შეთანხმების დანართში დადგენილ მარშრუტს;

ზ) ტერმინი „მარაგი“ ნიშნავს მზა ნაწარმს განიზნულს მის საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენების ან გაყიდვისათვის, სამეურნეო–სასურსათო მარაგის ჩათვლით;

თ) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ შეთანხმების ან დანართის ნებისმიერ შესწორებას;

ი) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს ნებისმიერ თანხას რომელიც დაწესებულია ან დაწესდება ავიასაწარმოების მიერ უშუალოდ ან მათი აგენტების მეშვეობით, ნებისმიერი პირის ან უწყებისათვის მგზავრებისათვის (და მათი ბარგის) და ტვირთის (ფოსტის გამოკლებით) საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა–გადაზიდვისათვის, რაც მოიცავს:

1. პირობებს, რომლებიც არეგულირებენ ტარიფის შესაძლებლობას და გამოყენებას, და

2. გადასახადებს და პირობებს ავიასაწარმოების მიერ შემოთავაზებული ამგვარი გადაყვანა– გადაზიდვების ნებისმიერი თანმხლები მომსახურებისათვის.

კ) ტერმინი „საჰაერო ხომალდის შეცვლა“ ნიშნავს დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული ხაზების იმგვარ ექსპლუატაციას, რომ მარშრუტის ერთ ან მეტ სექტორზე დაფრინავს საჰაერო ხომალდი, რომელიც ტევადობით განსხვავდება საჰაერო ხომალდისაგან, რომელიც სხვა სექტორზე გამოიყენება;

ლ) ტერმინი „კომპიუტერული დაჯავშნის სისტემა“ ნიშნავს კომპიუტერიზებულ სისტემას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ავიასწარმოს განრიგების, ადგილების, ღირებულებისა და ამასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ, და რომლის მეშვეობითაც შეიძლება მოხდეს დაჯავშნა და/ან გამოცემულ იქნას ბილეთები და რომელიც შესაძლებლობას აძლევს ტურისტულ აგენტებს გამოიყენონ ზოგიერთი ან ყველა ამ საშუალებათაგან.

    მუხლი 2. უფლებათა მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დანართში სხვა რამ არის დადგენილი, შემდეგ უფლებებს განახორციელოს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების მისი დანიშნული ავიასაწარმოს მეშვეობით:

ა) უფლებას განახორციელონ გადაფრენა მის ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე;

ბ) უფლებას განახორციელონ დაჯდომა მის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით;

გ) უფლებას დადგენილი მარშრუტით შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციას, დაჯდეს მის ტერიტორიაზე მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ცალ–ცალკე ან კომბინირებულად ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის მიზნით.

2. ამ მუხლის 1 პუნქტში არაფერი არ ანიჭებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს უფლებას მიიღოს მონაწილეობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვებში.

    მუხლი 3. საჰაერო ხომალდის შეცვლა

1. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ შეთანხმებულ ხაზებზე განხორციელებულ ნებისმიერ ან ყველა ფრენაზე შეცვალოს საჰაერო ხომალდი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან დადგენილი მარშრუტების ნებისმიერ პუნქტში, იმ პირობით, რომ:

ა) საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდის შეცვლის შემდეგ უნდა შერჩეულ იქნას ისე, რომ შემთხვევის შესაბამისად, შეესაბამებოდეს ჩამომსვლელ ან წამსვლელ საჰაერო ხომალდს;

ბ) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის შეცვლის შემთხვევაში და როცა ცვლილების პუნქტის მიღმა ექსპლუატირებულია ერთ საჰაერო ხომალდზე მეტი, არაუმეტეს ერთი მაგვარი ხომალდისა შეიძლება იყოს თანაბარი ზომის და არცერთი არ შეიძლება იყოს მე–3 და მე–4 თავისუფლების სექტორში გამოყენებულ საჰაერო ხომალდზე დიდი.

2. საჰაერო ხომალდის შეცვლის განხორციელების მიზნით დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია გამოიყენოს მისი საკუთარი მოწყობილობა და იჯარაში აღებული მოწყობილობა, რაც ეროვნული წესების რეგულირების საგანია და შეუძლია იმოქმედოს სხვა ავიასაწარმოსთან კომერციული შეთანხმების საფუძველზე.

3. დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია გამოიყენოს განსხვავებული ან იდენტური რეისის ნომრები მისი საჰაერო ხომალდის შეცვლის სექტორებში.

    მუხლი 4. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური კანალებით წერილობითი შეტყობინებით დანიშნოს ავიასაწარმო, დანართში დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და შეცვალოს ადრე დანიშნული ავიასაწარმო სხვა ავიასაწარმოთი.

2. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე, თითოეული ხელშემკვრელი მხარე გადაუდებლად მიანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ამგვარად დნიშნულ ავიასაწარმოს შესაბამის ექსპლუატაციის ნებართვას, რაც წარმოადგენს ამ მუხლის რეგულირების საგანს.

3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ექსპლუატაციის ნებართვის მიღების შემდეგ დანიშნულ ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია, ნაწილობრივ ან მთლიანად, იმ პირობით, რომ იგი შეესაბამება ამ შეთანხმების დებულებებს და ტარიფები ამგვარი მიმოსვლისათვის დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულების მე–6 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება უარი განაცხადოს ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭებაზე ან გასცეს ეს ნებართვა იმ პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საჭიროდ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე–2 მუხლში განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას, თუ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატეს მფლობელობას და მასზე რეალურ კონტროლს ახორციელებს ამ ავიასაწარმოს დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარე, ან მისი მოქალაქეები, ან ორივე.

    მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება

1. ხელშემკვრელ მხარეებს ექნებათ უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაუყოვნოს მე–4 მუხლში განხილული ნებართვების მიცემა, გაუუქმოს ან შეუჩეროს ამგვარი ნებართვები ან წაუყენოს პირობები:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ავიასაწარმო ვერ დააკმაყოფილებს იმ კანონებსა და წესებს, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება კონვენციის შესაბამისად;

ბ) იმ შემთხვევაში, როცა ეს ავიასაწარმო არ დაექვემდებარება ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს;

გ) იმ შემთხვევაში, როცა იგი არ არის დარწმუნებულკი, რომ ავიასაწარმოს უპირატეს მფლობელობას და მასზე რეალურ

კონტროლს ახორციელებს ამ ავიასაწარმოს დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარე, ან მისი მოქალაქეები, ან ორივე;

დ) იმ შემთხვევაში, როცა ავიასაწარმო სხვამხრივ ვერ მოქმედებს ამ შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. თუ არ არის საჭირო დაუყოვნებლივი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოაღნიშნული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მათი გამართვის შესახებ მოთხოვნის დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.

    მუხლი 6. ტარიფები

1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მათ ტერიტორიებს შორის განხორციელებული გადაყვანა–გადაზიდვის ტარიფები დამტკიცებულ იქნება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებათა მიერ და დაწესებულ იქნება გონივრულ ფარგლებში, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ექსპლუატაციის ღირებულების, რეალური შესაძლებელი მოგების და სხვა ავიასაწარმოს ტარიფების ჩათვლით, დადგენილი მარშრუტის ნებისმიერ ნაწილზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეძლებისდაგვარად, უნდა შეთანხმდეს დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის იმ პროცედურების გამოყენებით, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ ტარიფების დასაწესებლად. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, ტარიფები შეთანხმებულ იქნება დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, ტარიფები წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთა დამტკიცების საგანს.

3. ამგვარად შეთანხმებული ყველა ტარიფი დასამტკიცებლად წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს სულ ცოტა სამოცი (60) დღით ადრე, მათი ძალაში შესვლის წარდგენილ თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ხელისუფლებები შეთანხმდებიან შეამცირონ ეს პერიოდი განსაკუთრებულ შემთხვევებში.

4. წარდგენილ ტარიფებზე თანხმობა შეიძლება მოცემულ იქნას კონკრეტული პასუხის გზით, ან თუ არცერთი საავიაციო ხელისუფლება ამ მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ტარიფების შესახებ ოცდაათი (30) დღის განმავლობაში არ გამოხატავს უარყოფას ტარიფი ჩაითვლება დამტკიცებულად.

იმ შემთხვევაში, თუ მესამე პუნქტის შესაბამისად, ტარიფების წარდგენის პერიოდი შემცირდა, საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლიათ შეთანხმდნენ შესაბამისად შემცირდეს ნებისმიერი უარყოფის შეტყობინების ვადა.

5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე–22 პუნქტის თანახმად, ან, თუ ამავე მუხლის მე–4 პუნქტით დადგენილი პერიოდის განმავლობაში, ერთი საავიაციო ხელისუფლება შეატყობინებს მეორე საავიაციო ხელისუფლებას, რომ იგი არ ეთანხმება ამავე მუხლის მე–2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად დადგენილ ტარიფს, მაშინ ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები დაადგენენ ტარიფს ურთიერთშეთანხმების გზით.

6. თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდებიან ამ მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად მათთვის წარდგენილ ტარიფზე, ან ამავე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად ტარიფის დადგენაზე, დავა გადაიჭრება ამ შეთანხმების მე–18 მუხლის დებულებათა საფუძველზე.

7. ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაში დარჩება იქამდე, სანამ არ დამტკიცდება ახალი ტარიფები.

8. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს არ შეუძლიათ დააწესონ სხვა, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფი.

    მუხლი 7. კომერციული საქმიანობა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება:

ა) დააარსოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაწესებულებები საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების ხელშეწყობისა და საჰაერო ბილეთების რეალიზაციისათვის, ისევე, როგორც სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების უზრუნველყოფისათვის.

ბ) უშუალოდ და , ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, მისი აგენტების მეშვეობით ჩაებას საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების რეალიზაციაში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოიზიდოს და შეინარჩუნოს მისი სამენეჯერო, კომერციული, საექსპლუატაციო და ტექნიკური პერსონალი, რაც შეიძლება საჭირო იყოს საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

3. ეს საშტატო მოთხოვნილებები, დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მისი საკუთარი პერსონალის მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების გამოყენებით, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და უფლებამოსილია განახორციელოს ამგვარი მომსახურება ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

4. ზემოაღნიშნული საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად.

    მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია

1. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვებში.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხრე მიიღებს მის იურისდიქციაში შემავალ ყველა შესაბამის ზომას, რათა აღმოფხვრას შემლახავი და უსამართლო კონკურენციის პრაქტიკა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოთა კონკურენტუნარიანობაზე.

    მუხლი 9.  განრიგი

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დაგეგმილი გადაყვანა–გადაზიდვების განრიგის შესახებ, სიხშირის, საჰაერო ხომალდის ტიპის, კონფიგურაციისა და მგზავრთათვის გათვალისწინებული ადგილების დაზუსტებით.

2. მოთხოვნები დამატებითი ფრენების განხორციელების ნებართვის თაობაზე შეიძლება დასამტკიცებლად გადაცემულ იქნას დანიშნული ავიასაწარმოს მიერ უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისათვის.

    მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები

1. საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ისევე, როგორც მისი სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები, საწვავ–საცხები მასალების მარაგი, საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელის და თამბაქოს ჩათვლით), როგორიცაა სარეკლამო მასალები, რომლებიც ინახება ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე, განთავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახედის, შემოქმებისათვის დაწესებული გადასახადის და მსგავსი ნაციონალური ან ადგილობრივი მოსაკრებლის და გადასახადისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.

2. სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები, საწვავ–საცხები მასალების მარაგი და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, რომელიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით, ან ატანილია ამ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე და გამიზნულია მხოლოდ ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე მოსახმარად საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე მიმოსვლისას, არ დაიბეგრება არანაირი სახის მოსაკრებლითა და გადასახადით, რომელიც დაწესებულია პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, საბაჟო გადასახადის და შემოწმებისათვის დაწესებული გადასახადის ჩათვლით, მაშინაც კი, როდესაც ეს მარაგი გამოყენებულ იქნება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული მგზავრობის მონაკვეთებზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე.

ზემოთაღნიშნული საგნები, მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება განთავსებულ იქნას საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ.

ამ პუნქტის დებულებები არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნან იმგვარად, რომ ხელშემკვრელ მხარეს დაეკისროს ვალდებულება გაიღოს საბაჟო გადასახადები, რომლებიც უკვე ანაზღაურებულია ზემოაღნიშნულ საგნებთან დაკავშირებით.

3. სატაბელო საბორტო ქონება, სატადარიგო ნაწილები, საწვავ–საცხები მასალების მარაგი და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების ნებართვით, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს, რომ ეს მასალები განთავსებულ იქნან მისი ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ უკან არ იქნებიან გატანილნი ან სხვაგვარად განწესებულნი საბაჟო წესების შესაბამისად.

    მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა

1. საერთაშორისო მიმოსვლაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი და მოგება დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მდებარეობს ამ ავიასაწარმოს მმართველი უწყება.

2. საერთაშორისო მიმოსვლაში ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის გასხვისებისაგან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მდებარეობს ამ ავიასაწარმოს მმართველი უწყება.

3. ქონება, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაყვანა–გადაზიდვებში დაკავებული საჰაერო ხომადით და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საჰაერო ხომალდით და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით დაიბეგრება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მდებარეობს ამ ავიასაწარმოს მმართველი უწყება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეეხება აგრეთვე შემოსავლებსა და მოგებას, რომელიც მიღებულია პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საექსპლუტაციო სააგენტოში მონაწილეობის შედეგად.

5. თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმება შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ითვალისწინებს ამ მუხლის 1–4 პუნქტებისაგან განსხვავებულ პროცედურებს, გამოიყენება შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების დებულებები.

    მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა

1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება თავისუფლად გაყიდონ საჰაერო გადაზიდვები ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე როგორც უშუალოდ, ასევე აგენტის მეშვეობით, ნებისმიერ ვალუტაზე.

2. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება თავისუფლად გადარიცხონ რეალიზაციის ადგილიდან თავიანთ ტერიტორიაზე მოგების ნამატი, რომელიც მიღებულია რეალიზაციის ტერიტორიაზე. ამგვარი მოგების გადარიცხვაში შედის უშუალოდ ან აგენტების მეშვეობით წარმოებული საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების და დამატებითი და დამხმარე მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, და ჩვეულებრივი კომერციული პროცენტი მიღებული ამგვარი შემოსავლის გადარიცხვამდე დეპოზიტზე ყოფნისას.

3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოები მიიღებენ დასტურს ამგვარ გადარიცხვაზე მიმართვიდან ყველაზე მეტი ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ადგილობრივი ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსით, კონვერტირების დღისათვის.

ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს დასტურის მიღების შემდეგ შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოახდინონ გადარიცხვა.

    მუხლი 13. კანონების, წესებისა და პროცედურების გამოყენება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებს, წესებსა და პროცედურებს, რომლებიც ეხება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვებში დაკავებული საჰაერო ხომალდის მის ტერიტორიაზე დაშვებას ან გაფრენას, ან ამგვარი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, უნდა დაემორჩილოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლისას, გაფრენამდე და გაფრენისას.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებს, წესებს და პროცედურებს, რომლებიც ეხება იმიგრაციას, პასპორტებს ან სხვა დამტკიცებულ სამგზავრო დოკუმენტებს, შესვლას, ნებართვებს, საბაჟოს და კარანტინს, უნდა დაემორჩილონ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე არსებული აკიპაჟები, მგზავრები, ტვირთი და ფოსტა, მათი აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, გაფრენამდე და გაფრენისას.

3. მგზავრები, ბარგი და ტვირთი თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტის დროს, რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის ამ მიზნისათვის გამოყოფილ ტერიტორიას დაექვემდებარონ მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს, გარდა ძალადობისა და საჰაერო მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართული უშიშროების ზომებით გამოწვეული შემთხვევისა. ბარგი და ტვირთი პირდაპირი ტრანზიტისას განთავისუფლებული იქნება საბჟო გადასახადებისა და სხვა მსგავსი ანაკრებებისაგან.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსათვის პირველი ხელშემკვრელი მხრის ტერიტორიაზე აეროპორტებითა და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადები და ბეგარა არ უნდა აღემატებოდეს ისეტივე გადაყვანა–გადაზიდვებში დაკავებული ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოსათვის დაწესებულ გადასახადებსა და ბეგარას.

5. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე სხვა ავიასაწარმოს, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოზე, მისი საბაჟო, იმიგრაციის, კარანტინის და სხვა მსგავსი წესების შეფარდებისას, ან მის განკარგულებაში არსებული აეროპორტების, ავიახაზების, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების მომსახურებისა და ამასთან დაკავშირებული საშუალებების გამოყენებისათვის.

    მუხლი 14. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება

ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული ფრენის ვარგისიანობის და კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომელთაც ვადა არ გასვლიათ, აღიარებულ იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, იმ პირობით, რომ ამგვარი მოწმობები და ლიცენზიები ყოველთვის გაცემულია ან აღიარებულია კონვენციის შესაბამისად დადგენილი სტანდარტების შესატყვისად.

მიუხედავად ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის მოქალაქეებზე გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები მის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით.

    მუხლი 15 საავიაციო საშიშროება

1. ხელშემკვრელი მხარეები თანახმა არიან, სჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება საჰაერო ხომალდის უნანონოდ ხელში ჩაგდების და სხვა, საჰაერო ხომალდის, აეროპორტების და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების და ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა სახის მუქარის აღკვეთის მიზნით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა დაიცვას სამართლიანი და საზოგადოდ მიღებული უშიშროების დებულებები, რომელთაც მოითხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ მხარის ტერიტორიაზე შესვლისათვის და მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ შეამოწმოს მგზავრები და მათი ხელბარგი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად განიხილავს, აგრეთვე მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უსაფრთხოების ღონისძიებები მისი საჰაერო ხომალდის ან მგზავრების კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.

3. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ საავიაციო უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ შესაბამის დებულებათა თანახმად. თუ ხელშემკვრელი მხარე დარღვევს ამგვარ დებულებებს, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ ხელშემკვრელმხარესთან. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება ასეთი მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. დამაკმაყოფიელბელი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე–18 მუხლი.

4. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ –1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთი სხვა ქმედობათა შესახებ“, 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი „ საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო ქმედობასთან ბრძოლის შესახებ“ კონვენციების დებულებათა შესაბამისად, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციებს არის მიერთებული.

5. საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების, მისი ხელში ჩაგდების მუქარის დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედობათა არსებობისას, რომელიც მიმართულია საჰაერო ხომლდის, აეროპორტების და სააერონავიგაციო საშუალებათა წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებით, რაც მიზნად ისახავს ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფ და უსაფრთხო აღკვეთას.

    მუხლი 16 კომპიუტერული დაჯავშნის სისტემა

1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ:

ა) საჰაერო ტრანსპორტის პროდუქციის მომხმარებლის ინტერესები დაცული იქნება ასეთი ინფორმაციის ყოველგვარი არასწორი გამოყენებისაგან მცდარი წარდგენის ჩათვლით;

ბ) ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს და ავიასაწარმოს აგენტებს ექნებათ შეუზღუდავი და სამართლიანი დაშვება და კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის გამოყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

გ) ამ მხრივ, ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედებს ევროპის თანამეგობრობის მიერ მიღებული „ კომპიუტერული დაჯვშნის კოდექსი“, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებენ შესაბამისი ქართული წესები.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იძლევა გარანტიას, რომ მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება მის მიერ ძირითადად არჩეული კომპიუტერული დაჯავშნის სისტემაში თავისუფალი და უშუალო დაშვება. არცერთი ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე არ დააწესებს ან არ მისცემს უფლებას დაწესებულ იქნას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს კომპიუტერული დაჯავშნის სისტემაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს, ვიდრე მისი საკუთარი დანიშნული ავიასაწარმოს კომპიუტერული დაჯავშნის სისტემისატვის არის დაწესებული, როგორიცაა:

ა) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის სამსახურის ექსპლუატაცია და გაყიდვა, კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის გამოსახვის და რედაქტირების წესების ჩათვლით, და

ბ) კომუნიკაციის საშუალებებთან დაშვება და მათი გამოყენება, ტექნიკური მოწყობილობებისა და კომპიუტერულკი უზრუნველყოფის შერჩევა და გამოყენება ან კომპიუტრული მოწყობილობების დამონტაჟება.

    მუხლი 17. კონსულტაციები დ შესწორებები

1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული ხელმომწერი მხარეების საავიაციო ხელისუფლებანი დრო და დრო კონსულტაციებს გაუწევენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებისა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ან მის დანართში ცვლილებების შეტანის მიზნით. ეს კონსულტაციები დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.

ამგვარი კონსულტაციები შეიძლება გამართულ იქნას მოლაპარაკების ან მიწერ –მოწერის მეშვეობით.

3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება, რომელზეც შეთანხმდებიან ხელშემკვრელი მხარეები შევა ძალაში იმ დღიდან, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს მათი შესაბამისი კონსტიტუციული მოთხოვნების შესრულების შესახებ.

4. წინამდებარე ხელშეკრულების დანართის ნებისმიერი ცვლილება წერილობით უნდა შეთანხმდეს საავიციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შევა აღნიშნული ხელისუფლებების მიერ განსაზღვრულ დროს.

    მუხლი 18. სადაო საკითხების მოგვარება

1. თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოიქმნება ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებას, ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში ეცდებიან გადაჭრან იგი თავიანთ შორის მოლაპარაკების გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკების გზით, დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს სამი არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელთაგან თითო–თითოს ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ხოლო მესამეს – ამგვარად არჩეული ორი არბიტრი, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ იქნება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიიღებს დიპლომატიურ ნოტას, რომელიც მოითხოვს დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვას, ხოლო მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. თუ ერთერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ დანიშნავს მის არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში, ან თუ მესამე არბიტრი არ იქნება არჩეული აღნიშნული ვადის განმავლობაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით, რომ დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები.

3. ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ შასრულონ ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 19. მოქმედების შეწყვეტა

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხებით წერილობით გაუგზავნოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეტყობინება ამ შეთანხმების მოქნედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.

ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე შეთანხმების საფუძველზე არ მოხდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მირებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერტაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.

    მუხლი 20. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში რეგისტრაცია

ეს შეთანხმება და მისი ნებისმიერი შესწორება რეგისტრირებული უნდა იყოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

    მუხლი 21. შესაბამისობა მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან

1. კონვენციის დებულებები უნდა შეესაბამეგოდეს ამ შეთანხმებას.

2. თუ ძალაში შევიდა მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმებაში განხილულ რაიმე საკითხს, რომელსაც მიუერთდა ორივე ხელშემკვრელი მხარე, ამ ხელშეკრულების დებულებები შეცვლის წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებს.

    მუხლი 22. გამოყენება

ეხება რა ნიდერლანდების სამეფოს, ეს შეთანხმება გამოიყენება ამ სამეფოს მხოლოდ ევროპული ნაწილის მიმართ.

    მუხლი 23. ძალაში შესვლა

წინამდებარ ხელშეკრულება დროებით გამოიყენება მისი ხელმოწერიდან ოცდაათი (30) დღის გასვლის შემდეგ და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, მათ სახელმწიფოებში კონსტიტუციული ფორმალობების შესრულების შესახებ, ერთმანეთის წერილობითი შეტყობინების მომდევნო მეორე თვის პირველ დღეს.

ამის დასტურად ქვემოთ ხელისმომწერებმა, რომელნიც სატანადო უფლებამოსილებებით იყვნენ აღჭურვილნი თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე ქ. ვასენაარში 1995 წლის 3 აპრილს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელით

ნიდერლანდების სამეფოს სახელით

დანართი

საქართველოს რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის შესაბამის ტერიტორიებს და მათ მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების დანართი

1. ნიდერლანდების სამეფოს დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება განახორციელოს საჰაერო მიმოსვლა ქვემოთ დადგენილ მარშრუტებზე:

პუნქტები ნიდერლანდებში – შუალედური პუნქტები – პუნქტები საქართველოში – პუნქტები სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა – და პირიქით.

2. საქართველოს რესპუბლიკის დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება მარშრუტებზე:

პუნქტები საქართველოში – შუალედური პუნქტები – პუნქტები ნიდერლანდებში – პუნქტები სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა– და პირიქით.

3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური და/ან ქვეყნის გარეტ მდებარე პუნქტი დადგენილ მარშრუტებზე შეიძლება, თითოეული დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, გამოტოვებულ იქნას ნებისმიერი ან ყველა რეისის შესრულებისას იმ პირობით, რომ ფრენა იწყება, შესაბამისად წყდება, იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ავიასაწარმო.

4. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ უფლება აწარმოონ ფრენები ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპისა და კონფიგურაციის შეზღუდვის გარეშე.

5. ნებისმიერი შუალედური და/ან ქვეყნის გარეთ მდებარე პუნქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, მხოლოდ მე–5 თავისუფლების უფლების გარეშე ამ პუნქტებსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას შორის. მიუხედავად ამისა, ამგვარი მე–5 თავისუფლების უფლება შეიძლება მიიღოს ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხალისუფლებისაგან წინასწარ ნებართვის მოპოვების შემდეგ.