შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალურ სამმართველოსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალურ სამმართველოსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/08/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/10/1998
ძალაში შესვლის თარიღი 28/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000206
  • Word
-
28/08/1998
გაურკვეველი, -, 22/10/1998
000000430.00.003.000206
შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალურ სამმართველოსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალურ სამმართველოსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალური სამმართველო და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალური სამმართველო შეძლებისდაგვარად დაეხმარება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების და საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიული საზოგადოების ინფორმაციული მოთხოვნების შესაბამისად სტატისტიკური სისტემის ადაპტირებაში.

    მუხლი 2

მხარეები შეთანხმდნენ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის მიხედვით სტატისტიკური პუბლიკაციების გაცვლაზე.

    მუხლი 3

მხარეები კოორდინირებას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, პირველ რიგში პროგრამა ტასისის პროექტების რეალიზაციის ფარგლებში.

    მუხლი 4

გერმანიის ფედერაციიული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალური სამმართველო განიხილავს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ პროექტებს მათი პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების თვალსაზრისით და შეათანხმებს მათი რეალიზაციის მსვლელობას საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან. ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებენ, პირველ რიგში, ბერლინის მიწის სტატისტიკის სამმართველო და, აგრეთვე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვა მიწების სტატისტიკის სამმართველოები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალური სამმართველო გამოჰყოფს ექსპერტებს ღონისძიებათა ჩასატარებლად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ღონისძიებების ჩატარებისას გერმანული მხარე ვალდებლებას იღებს შექმნას ყველა აუცილებელი პირობა ტექნიკური საშუალებებითა და სამუშაო ფართობით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის ორგანიზების, აუცილებელი სათარჯიმნო მომსახურებისა და ადგილზე თანხლების საკითხებში.

    მუხლი 5

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ღონისძიებები ტარდება საქართველოში, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტემენტი კისრულობს პასუხისმგებლობას აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნაზე, რაც გულისხმობს ფართობით, ტექნიკური საშალებებით, სამუშაო მასალებით, აუცილებელი სათარჯიმნო მომსახურებით უზრუნველყოფასა და ადგილზე თანხლებას.

    მუხლი 6

ამ შეთანხმების რეალიზაციის მიზნით ორივე მხარის მიერ ერთობლივად შემუშავდება კონკრეტული ორწლიანი სამუშაო პროგრამები და დაიგეგმება მათი დაფინანსება. მხარეებს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა კონკრეტული წვლილი შეიძლება იქნეს შეტანილი მიღებული პროგრამის რეალიზაციაში.

    მუხლი 7

ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი დროით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.

ამ შეთანხემბის მოქმედება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ერთ-ერთი მხარის სურვილით, რომელმაც ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ასეთი შეტყობინების დღიდან.

შეთანხმება შედგენილია ქ. ვისბადენში, 1998 წ. 28 აგვისტოს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალური სამმართველოსგან - იოჰან ჰალენი, პრეზიდენტი

(ხელმოწერილია)

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან - თეიმურაზ ბერიძე, თავმჯდომარე

(ხელმოწერილია)