დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110221003, 10/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140130.35.139.016015 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2011 - 18/03/2011)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 11 თებერვალი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1-ის დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
1. ქ. ბორჯომის ტერიტრიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn = Img X ITL X C X K, სადაც:
a) Cn – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
b) Img – არის ქ. ბორჯომის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,55-ს;
g) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს, შუალედური ზონისთვის – 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის – 0,7-ს;
d) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
e) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ბორჯომში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| № | ზონა | Img | ITL | C | K | Cn (ლარი) CN=IMG*ITL*C*K |
| 1 | ცენტრალური | 0,55 | 1,3 | 0,24 | 100 | 17.16 |
| 2 | შუალედური | 0,55 | 1,0 | 0,24 | 100 | 13.20 |
| 3 | პერიფერიული | 0,55 | 0,7 | 0,24 | 100 | 9.24 |
3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ.-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს.
4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ.-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის და წაღვერი-კიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის ორმაგი ოდენობით და შეაბამისად შეადგენს 26.40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესი.
დანართი №2
ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება
| № | ქ. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL |
| 1 | ცენტრალური ზონა |
|
|
|
მტკვრის მარცხენა მხარეს დ.აღმაშენებლის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, მესხეთის ქუჩა, ლიკნის დასახლება - გოგებაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, რუსთაველის მოედანი სააკაძის ქ. №40-მდე, ფალიაშვილის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, გოგიას ციხის ქუჩა, წმინდა ნინოს ქ., მტკვრის მარჯვენა მხარეს ერეკლეს ქუჩა, კოსტავას ქუჩა, ცხრა აპრილის ქუჩა, კოსტავას სახელობის სკვერი, რობაქიძის ქუჩა ხიდამდე, გამსახურდია, დუმბაძე, ჭავჭავაძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა, აკაკის ქუჩა, შრომის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური ისტორიული პარკი. |
1,3 |
| 2 | შუალედური ზონა |
|
|
| ჩარხისწყლის დასახლება, გურამიშვილის ქუჩა, დიმიტროვის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, მანჯგალაძის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, შ. თორელის ქუჩა, სააკაძის ქუჩა №40 დან, პეტრიწის ქუჩა, რუსთაველის 1-ლი შესახვევი, ღელის აღმართი, ბესიკის ქუჩა, ინაურის ქუჩა, პლატოს აღმართი, ჩარხისწყლის დასახლება - თორის ქუჩა, 300 არაგველის ქუჩა, |
1,0 |
| 3 | პერიფერიული ზონა |
|
|
| ახალი უბნის დასახლება, არდაგნის დასახლება, ვაშლოვანის დასახლება, ნიკოლაძის ქუჩა, საბარგოს ქუჩა. |
0,7 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები