შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 02/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000290
  • Word
02/10/1999
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000290
შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და უკრაინის ფინანსთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეები”,

სურთ რა განავითარონ და გააფართოონ თანამშრომლობა საფინანსო, საგადასახადო, მონეტარულ და სხვა ეკონომიკურ სფეროებში, რაც პასუხობს საერთაშორისო ბაზრის პრაქტიკასა და მოთხოვნებს,

ცდილობენ რა მსოფლიო საფინანსო კავშირებში საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრირებას,

საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით,

ითვალისწინებენ რა ძირეულ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ განვითარებაში, გამომდინარე დასახული ამოცანების ეფექტური გადაწყვეტის ორმხრივი დაინტერესებიდან,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის გაღრმავებას, მუდმივი კონსულტაციების ჩატარებას და გამოცდილბის გაზიარებას საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების საკითხებში, კერძოდ:

 - ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში საფინანსო და საგადასახადო ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურის;

- ბიუჯეტის ფორმირების პროცესის მოდერნიზაციისა და შესრულების;

- გადასახადების, ანაზღაურებისა და მოსაკრებლების (პირდაპირი და არაპირდაპირი) ეფექტური სისტემების ფორმირების ძირითადი პირინციპებისა და მიდგომის;

- მოსაკრებლებისა და გადასახადების სრულად შემოსავალზე ეფექტური კონტროლის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მონაცემთა ბანკის შექმნის;

- ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნებში უცხოური ინსვესტიციების გამოყენების პირინციპებისა და მიდგომის;

- მოსახლეობის სოციალური დაცვის ეფექტური მექანიზმისა და მისი დაფინანსების ფორმირების;

- იმ კანონმდებლობის გამოყენების, რომელიც არეგულირებს სავალუტო ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინაში, საგარეო პოლიტიკური საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფას და ამასთან ერთად არასავაჭრო გადახდევინების განხორციელებას;

- ხელფასებისა და ფასების სახელმწიფო რეგულირების ეკონომიკურ გაანგარიშების (განსაკუთრებით მონოპოლისტი საწარმოების);

- ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფის ძირითადი ასპექტების.

    მუხლი 2

მხარეები, მათ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ერთობლივი საწარმოების, ორგანიზაციების შექმნისა და საქართველოსა და უკრაინას შორის საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას.

    მუხლი 3

მხარეები, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის პირობების შექმნის მიზნით, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და უკრაინას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების დებულებათა რეალიზაციას.

    მუხლი 4

მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნიან ერთობლივ სამინისტროთაშორის კომისიებს ორივე ქვეყნისათვის საინტერესო საკითხთა შესასწავლად, სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად.

    მუხლი 5

მხარეები გამოხატავენ ურთიერთდაინტერესებას საქართველოსა და უკრაინის საფინანსო-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ინფორმაციის მუდმივ გაცვლაში.

    მუხლი 6

მხარეები შეთანხმდნენ იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში, გამოცდილების გაზიარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, შესაბამისი სპეციალისტების სტაჟირების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ჩათვლით.

    მუხლი 7

აუცილებლობის შემთხვევაში მხარეთა თანხმობით შეიძლება ამ შეთანხმებაში შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 8

შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს, ექვსი თვით ადრე, თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია ქ. კიევში 1999 წლის 2 ოქტომბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით

( ხელმოწერილია )

 

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს სახელით

( ხელმოწერილია )