დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 210211, 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016133 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №96
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 557) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი.
5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი მოადგილე.
6. უფროსს შეიძლება ჰყავდეს მრჩეველი – ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი.“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უფროსის (მოადგილის) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები