შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 05/01/1999
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000241
  • Word
-
04/06/1996
გამოუქვეყნებელი, -, 05/01/1999
000000000.00(0).000.000241
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ

საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას სამრეწველო, საინვესტიციო, კომერციულ და საფინანსო-საკრედიტო მოღვაწეობის სფეროში ურთიერთქმედების თანამედროვე ფორმების გამოყენებას,

ორივე სახელმწიფოს ინტერესებში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე,

სამრეწველო წარმოების სტაბილიზაციისა და ამაღლების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა უფრო ეფექტურად გამოყენებისა და საინვესტიციო აქტივობის ასამაღლებლად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით,

ორივე სახელმწიფოს საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სამეურნეო, სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო-ტექნოლოგიური კავშირების შენარჩუნებისა და ახალ საფუძველზე რეალიზაციის მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სამეურნეო სუბიექტების ბაზაზე.

მხარეთა საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის ქვეშ გულისხმობენ ერთობლივი საწარმოო საქმიანობის განხორციელების, ტექნოლოგიური და კოოპერაციული კავშირების დამყარებისა და განვითარების, მოგების მიღების, სოციალურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის მიზნით, მასში მონაწილეთა კაპიტალების გაერთიანებით შექმნილი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების ჯგუფს.

    მუხლი 2

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები იქმნებიან სამეურნეო სუბიექტების მიერ ორივე სახელმწიფოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დამფუძნებელთა ურთიერთმოლაპარაკების წესით, ნებაყოფლობით და აგრეთვე სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 3

მხარეები საზღვრავენ, რომ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის ნებაყოფლობითი ფორმირება წარმოებს შემდეგი გზებით:

ჯგუფის მონაწილეების მიერ სააქციო საზოგადოების დაარსებით;

ჯგუფის მონაწილეთა მიერ მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის საწარმოების და საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი მონაწილის - სათაო საწარმოსათვის ნდობით მმართველობაში გადაცემით.

ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის მიერ სხვა საწარმოების, ასევე, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების აქციების პაკეტების შეძენით, რომლებიც ხდებიან ჯგუფის მონაწილეები.

    მუხლი 4

საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის ფორმირება ხორციელდება მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად

    მუხლი 5

საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის შექმნის პროექტის შედგენისა და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მხარეები დაეხმარებიან ჯგუფის მონაწილეებს სამეურნეო სუბიექტების შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღებაში.

    მუხლი 6

საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე ფორმირებისას, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეთა შემადგენლობა, მონაწილეობის ფორმები, კაპიტალის გაერთიანების მექანიზმი განისაზღვრება თითოეული მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის რეგისტრაცია ხორციელდება იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც, დამფუძნებელი დოკუმენტების შესაბამისად, იქნება განლაგებული ჯგუფის სათაო საწარმო, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8

საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის შექმნისა და მოღვაწეობის სტიმულირების მიზნით, მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში წარმოადგენენ სახელმწიფო გარანტიებსა და შეღავათებს, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9

მხარეები დაავალებენ შესაბამის ორგანოებს, განახორციელონ თითოეული მხარის ტერიტორიაზე საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის შექმნის შესახებ ნორამატიული აქტების თაობაზე ინფორმაციების რეგულარული ურთიერთგაცვლა.

    მუხლი 10

მხარეთა ორმხრივი თანხმობით ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 11

ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები აცნობებენ ერთმანეთს იმ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურათა შესრულების თაობაზე, რომლებიც აუცილებელნი არიან ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად და იმოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას მისი მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

ვალდებულებანი იმ კონტრაქტების, ხელშეკრულებების და სხვა შეთანხმებების მიხედვით, რომლებიც ხელმოწერილი იქნენ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, ინარჩუნებენ თავიანთ ძალას მისი მოქმედების შეწყვეტის შედეგადაც, მათ მთლიანად შესრულებამდე.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 „4“ ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ამ შეთანხმების განმარტების საჭიროებისას გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით