დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 10/08/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 26/10/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000178 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,
თვლიან რა მიზანშეწონილად სარკინიგზო-სატრანსპროტო ქსელის ტექნოლოგიური ერთიანობის შენარჩუნებას,
აღიარებენ რა ამ ორ მხარესა და მესამე ქვეყნებში მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას,
ანიჭებენ რა მნიშვნელობას ორივე ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტის ერთობლივ საქმიანობასა და კოორდინაციას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონალური საქმიანობა, ასევე მოძრავი შემადგენლობის, ტექნიკური საშუაელბების დამზადება და შენახვა, მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რკინიგზელთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა, გადაზიდვების სამუშაოების ორგანიზაცია, ტვირთებისა და ვაგონების დაცვა, რკინიგზის ტრანსპორტის ურთიერთმოქმედება მისი მომსახურების მომხმარებელთან და ტრანსპორტის სხვა სახეობებთან ხორციელდება შეთანხმებული ნორამტივებით.
მუხლი 2
მონაწილე მხარეები ახორციელებენ კოორდინირებულ სატარიფო პოლიტიკას სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში. სახელმწიფოთაშორისო მიმოსვლისას ტარიფები და ანგარიშსწორების წესი დგინდება სახელმწიფოთაშორისი სპეციალური შეთანხმებებით მონაწილეთა მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით მრავალმხრივობის საფუძველზე.
ორივე სახელმწიფოს რკინიგზის სადგურებს შორის მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ამ შეთანხმების ხელმოწერის მომენტისათვის მოქმედი ნორამტიული დოკუმენტების საფუძველზე.
საქართველოდან ტრანზიტით მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ტრანზიტით მოლდოვას რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ტრანზიტიტ მესამე ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისას მონაწილე მხარეები თავიანთ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, კოორდინაციას უწევენ თავიანთ მოქმედებებს სატარიფო პოლიტიკის შემუშავებისას. ამ მიმართულებით დამატებით სატრანზიტო ტვირთნაკადის მოზიდვის მიზნით და უცილებელ შემთხვევაში შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებით.
მუხლი 3
მხარეები შეთანხმდნენ დაიცვან სარკინიგზო ტრანსპორტით საერთაშორისო ტივრთებისა და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის განხორციელების მოქმედი წესი, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სამთავრობათაშორისი და საერთაშორისი შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებად ისინი ითვლებიან.
ასეთი შეთანხმებების ნუსხა მხარეთა მიერ განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით.
თითოეული მხარე, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სხვა ქვეყნებთან შეთანხმების დადებისას, რომლებიც ცვლიან ამ მუხლის 1-ლ აბზაცში აღნიშნული შეთანხმებებით დადგენილ წესს, ატყობინებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
მუხლი 4
თითოეული მონაწილე მხარე აღიარებს თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის ლიცენზიებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სპეციფიკური საქმიანობების განხორციელებისა და სხვა სახის სატრანსპორტო-საექსპედიციო საქმიანობის, მოძრავი შემადგენლობისა და ლოკომოტივივების თანხლების და მართვის მოწმეობებისა და სხვა სახის საბუთების უფლებაზე.
მუხლი 5
მონაწილე მხარეები უზრუნვლეყოფენ:
მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ შეთანხმებული ვალდებულებების შესრულების სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მოწყობილობებისა და ტექნიკის შეძენასა და რემონტზე, ასევე სათადრიგო ნაწილების, მატერიალურ და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მიწოდებაზე სრკინიგზო ტრანსპორტის საჭიროებისათვის;
ხელი შეუწყონ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიებზე საექსპორტო-საიმპორტო ტრანზიტული ტვირთების დაუბრკოლებელ გადაადგილებას;
თავიანთ ტერიტორიებზე უზრუნველყონ მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის განხორციელების, ასევე რკინიგზის მომსახურე პერსონალის სამუშაოთა შესრულების უსაფრთხოების გარანტია;
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პროცესში სასაზღვრო, სანიტარული და სხა საკონტროლო რეჟიმის გამოყენებას იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვები;
სატრანსპორტო საშუალებებით, სარკინიგზო ტვირთით, პერსონალისა და მგზავრების მონაწილეობით მძიმე ავარიების ან უბედური შემთხვევებისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარის შეტყობინებას, სადაც არის რეგისტრირებული შესაბამისი სატრანსპორტო სარკინიგზო საშუალებები და გამოძიების შედეგებზე შემდგომში მის ინფორმირებას;
საკუთრების ფორმებისა და ორგანიზებული ფორმის მიუხედავად საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლკის ეროვნული კანონდმებლობის შესაბამისად თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მონაწილე მხარის სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობას.
მუხლი 6
მონაწილე მხარეები ავალებენ სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის ორგანოებს:
გამართონ მოლაპარაკებები ეკონომიკური შეფასებებისა და ურთიერთდაინტერესების დაცვის, მათ შორის თანამშრომლობის ეკონომიკურად და ტექნიკურად სასარგებლო ფორმების შექმნის საკითხებზე;
შეინარჩუნონ მონაწილე მხარეთა რკინიგზებს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის მოქმედი სქემა, სავაგონო და სატვირთო ნაკადების მიმართულებების სვლაგეზი, სატვირთო მატარებლების ფორმირების გეგმა, ხოლო აუცილებელი ცვლილებები განახორციელონ ურთიერთშეთანხმებით.
განახორციელონ სატვრითო ვაგონებისა და კონტეინერების ფარეხების გაცვლა რკინიგზის კონტეინერებისა და ვაგოენბის მოწყობილობების მოთხოვნების შესაბამისად, მარეგულირებელი დავალებებითა და ღონისძიებებით;
შეინარჩუნონ და განავითარონ რკინიგზის საინფორმაციო სივრცე მგზავრთა მომსახურებისა და გადასაზიდი პროცესის მართვისათვის რკინიგზის ტექნიკური შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად;
მეორე მონაწილე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს რკინიგზის პერსონალს აღმოუჩინოს დახმარება მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სახელშეკრულებო პირბოებზე კვებისა და დასვენების ორგანიზაციებში, ხოლო მოულოდნელი ავადმყოფობის ან ტრავმისას - უფასო სამედიცინო დახმარება;
აუცილებელ შემთხვევაში მოამზადონ და ხელი მოაწერონ სამუშაო დოკუმენტებს გადასაზიდი სამუშაოების ტექნოლოგიების საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების რეალიზაციასთან.
მუხლი 7
მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებებს კოორდიანცია გაუციონ სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა მიმართ სოციალური პოლიტიკის სფეროში მოქმედებას. ამასთან მოახდინო ერთმანეთის ინფორმირება მოსამზადებელ შეთანხმებებთან დაკავშირებით.
მუხლი 8
მონაწილე მხარეები ამუშავებენ და ატარებენ რკინიგზის ტრანსპორტზე ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას.
მუხლი 9
მხარეები ითანამშრომლებენ რკინიგზის ტრანსპროტის მასობრივი პროფესიის მუშაკთა, ტექნიკოსთა და ინჟნერთა მომზადების სფეროში და მათი მომზადების დონისადმი ერთიანი მოთხოვნების შემუშავებაში, ასევე, აღიარებენ, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაცემული საკვალიფიკაციო დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ერთნაირ იურიდიულ ძალას ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 10
შეთანხმების ცალკეულ დებულებათა გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხი გადაწყდება მონაწილე მხარეთა მიერ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.
შეთანხმებს ცვლილებები და დამატებები ფორმდება ოქმებით, რომლებიც შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
მუხლი 11
ეს შეთანხმება ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობის მიერ ხელმოსაწერად, რომლის სარკინიგზო ქსელს გააჩნია ტექნოლოგიური კავშირი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის, ან, ამ შეთანხმებასთან შეერთებულ მესამე სახელმწიფოს სარკინიგზო ქსელთან.
მუხლი 12
შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე დიპლომატიური არხების საშუალებით ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან.
შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შედგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე არ შეატყობინებს წერილობითი სახით მეორე მხარეს შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე თავისი სურვილის შესახებ მისი დენონსირების თაობაზე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 28 ნოემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, მოლდავურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
შეთანხმების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ ტექსტით რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელი
დოკუმენტის კომენტარები