შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 29/03/1999
ძალაში შესვლის თარიღი 19/05/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000262
  • Word
-
19/05/1993
გამოუქვეყნებელი, -, 29/03/1999
000000000.00.000.000262
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ სურვილით, რომ განავითარონ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას,

აუცილებლად თვლიან შეიქმნას მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც შემდგომში უცხოელ მოქალაქეებად იწოდებიან, ოპტიმალური პირობები მხარეთა ტერიტორიაზე შესვლის, გადაადგილებისა და გასვლისათვის,

აღიარებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო სამსახურების ოპერატიული თანამშრომლობა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები აღიარებენ შესვლა-გასვლისა და ტრანზიტულ ვიზებს, რომლებსაც მხარეების კომპეტენტური ორგანოები აძლევენ უცხოელებს. აღნიშნული ვიზა, რომელიც გაიცემა ერთ-ერთი მხარის მიერ შესვლის, ყოფნისა და გასვლისათვის, უფლებას აძლევს მის მფლობელს მეორე მხარის ტერიტორიის გავლით დანიშნულების ადგილისაკენ ან მესამე ქვეყანაში გასასვლელი პუნქტისაკენ ტრანზიტით დაუბრკოლებლად გასასვლელი პუნქტისაკენ ტრანზიტით დაუბრკოლებლად გადაადგილდეს.

    მუხლი 2

იმ უცხოელ მოქალაქეთა ყოფნისა და გადაადგილების წესი, რომლებიც დროებით იმყოფებიან მხარეების ტერიტორიაზე, განისაზღვრება ამ მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით. ყოველ მხარეს უფლება ეძლევა შეზღუდოს ან შეაჩეროს საკუთრ ტერიტორიაზე უცხოელ მოქალაქეთა ტრანზიტით გასვლა, რის შესახებაც წინასწარ უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

    მუხლი 3

მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ არ გასცემენ ვიზებს იმ უცხოელ მოქალაქეებზე, რომელთაც თითოეული მხარის მიერ დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ მხარეთა ტერიტორიაზე შესვლა. მხარეები აწარმოებენ იმ პირთა ცენტრალიზებულ აღრიცხვას და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას.

ასეთი პირებისათვის ვიზის გაცემის შემთხვევაში, ვიზის გამცემი მხარე გარანტიას იძლევა, რომ მათ არ მიეცემათ მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ასეთ შემთხვევაში, ამ ვიზებზე შესაბამისად აღნიშნული იქნება „საქართველოს რესპუბლიკაში შესვლა დაკეტილია“ ან „სომხეთის რესპუბლიკაში შესვლა დაკეტილია“.

    მუხლი 4

მხარეები გაცვლიან ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე უცხოელთა ყოფნის, ვიზების გაფორმების არსებული წესისა და საკონსულო გადასახადების ტარიფების შესახებ, აგრეთვე საპასპორტო-სავიზო დოკუმენტების ნიმუშებს.

    მუხლი 5

მხარეები გააცნობენ ერთმანეთს მესამე ქვეყნებთან დადებულ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც შეეხება შემოსვლა-გასვლის საკითხებს.

    მუხლი 6

მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აღნიშნულ შეთანხმებაში დასაშვებია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

    მუხლი 7

მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეაჩერონ ამ შეთანხმების მოქმედება, რის შესახებაც უნდა აცნობონ ერთმანეთს მისი მოქმედების შეჩერებამდე 90 დღით ადრე.

    მუხლი 8

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.

შესრულებულია ქ. ერევანში, 1993 წლის 19 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და სომხურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)