დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/05/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 29/03/1999 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/05/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000260 |
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის თაობაზე
ითვალისწინებენ რა ტურიზმის განვითარების საჭიროებასა და მნიშვნელობას, აგრეთვე საერთო ისტორიულ და კულტურულ ფასეულობათა არსებობას საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეები გაცვლიან სპეციალისტების დელეგაციებს ტურიზმის დარგში კაპიტალდაბანდებების გაფართოების საკითხის შესწავლის მიზნით.
2. მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს ჩამოსული ტურისტების მიღებასა და მომსახურებაში, ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე ინფორმაციული და სერვისის სამსახურის გახსნამდე.
3. მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ხელსაყრელი პირობები ტურისტული წარმომადგენლობების ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
4. მხარეები ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ტურისტების შესვლასა და გადაადგილებაში თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად.
5. მხარეები სათანადო პირობებს შეუქმნიან ერთმანეთს ტურისტული გამოფენების გახსნისათვის.
6. მხარეები საჭიროდ თვლიან, ინფორმაციის, სასწავლო და სარეკლამო მასალების, შეძენილი გამოცდილების გაცვლის მიზანშეწონილობას.
7. მხარეები საჭიროდ თვლიან, ორი ქვეყნის ტურიზმის დარგის ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებას, ტურისტული კავშირების მდგომარეობისა და ამ დარგში თანამშრომლობის განვითარების საკითხების განხილვის მიზნით.
ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ათი წლის განმავლობაში.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ხელმოწერილია ქ. ერევანში 1993 წლის 19 მაისს ორ ეგზემპლარად ქართულ და სომხურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები