შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 02/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000288
  • Word
02/10/1999
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000288
შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოსა და უკრაიანას შორის გაფორმებული ეკონომიკური ხასიათის სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათშორისი შეთანხმებებით, ასევე, ორივე სახელმწიფოს კონსტიტუციით, კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოსა და უკრაინას შორსი ორმხრივი ეკონომიკური კონტაქტების განმტკიცებისა და განვითარების, ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ანიჭებენ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთკავშირის განვითარებას, შეთანხმდნენ შემდეგზე

    მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ საქმიანი კონტაქტების განვითარებას ვიზიტების გაცვლით, სემინარების ჩატარებითა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით.

    მუხლი 2

მხარეები, საქართველოსა და უკარაინას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების, აგრეთვე მათ კომპეტენციაში შემავალი სხვა ურთიერთსაინტერესო საკითხების განხილვის მიზნით, რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს თბილისსა და კიევში არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

    მუხლი 3

მხარეები, დიპლომატიური არხების გამოყენებით, წინასწარ მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას კონსულტაციების შესახებ.

    მუხლი 4

მხარეები გაცვლიან ინფორმაციას კონსულტაციებისა და შეხვედრების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესს, კერძოდ, ევროაზიური და ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის, მანქანათმშენებლობის კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა დარგების შესახებ.

    მუხლი 5

მხარეები რეგულარულად გაცვლიან ურთიერთსაინტერესო ინფორმაციას საკანონმდებლო და ნორმატიულ სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათში ცვლილებების თაობაზე.

    მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც წარმოადგენენ ერთობლივ ინტერესს, აგრეთვე გამოკვლევებში, რომლებიც მიმართულია ორივე სახელმწიფოს ეკონომიკის ლიბერალიზაციისაკენ.

    მუხლი 7

შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.

    მუხლი 8

შეთანხმება ძალაში შედსი მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომ ხუთწლიან პერიოდებში, თუ ერთ–ერთი მხარე შესაბამისი პერიოდის გასვლამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა, არ შეატყობინებს წერილობით მეორე მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ.

შესრულებულია ქ. კიევში, 1999 წლის 2 ოქტომბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელით

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს სახელით