დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180211, 18/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016038 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/240
2011 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2010წ., №125, მუხ. 1818) დამტკიცებულ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ გ.კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.კ. საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა.”.
2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ადმინისტრაცია, რომელიც შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა.ა) საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორი;
ა.ბ) ბუღალტერია;
ა.გ) კანცელარია;
ა.დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სექტორი;
ა.ე) სამდივნო.”.
3. დებულების მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” - „კ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორი, „ლ” - „უ”, „ქ”, „ყ” – „ც” ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას – ბუღალტერია, „ ძ” – „ ჰ3” ქვეპუნქტებით განსაზღვრ ული უფლებამოსილების განხორციელებას – კანცელარია, „ ფ”, „ღ”, „ ჰ4” – „ ჰ7” ქვეპუნქტებით განსაზღვრ ული უფლებამოსილების განხორციელებას – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სექტორი, ხოლო „ჰ8” ქვეპუნქტით განსაზღვული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს სამდივნო.”;
1. მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა)სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ების სალიკვიდაციოდ/ რეორგანიზაციის ათვის მომზადება და შესაბამისი წინადადების სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე წარდგენა; ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ;”;
გ) მე-4 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ. საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორისათვის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით საწარმოების შესახებ განახლებული ინფორმაციის (სამსახურებრივი ბარათით და თანდართული იურიდიული დოკუმენტით) მიწოდება მათი მიმდინარე სტატუსის (ლიკვიდირებული, ლიკვიდაციის, რეაბილიტაციის და გაკოტრების რეჟიმში მყოფი) შესახებ ბრძანების ან სათანადო დოკუმენტის გაფორმებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.”;
დ) მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ. მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესების შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, გაყიდვის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის თაობაზე წინადადებების წარდგენა სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე განსახილველად.”;
ე) მე-5 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საწარმოების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოსთან ერთად და შემდგომ აღნიშნული საკითხის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სამმართველოსათვის გადაცემა.”;
ვ) მე-5 პუნქტის „მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) მე-5 პუნქტის „რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ. საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორისათვის საწარმოებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების (საწარმოთა წილებისა და აქციების განკარგვა, კაპიტალის გაზრდა-შემცირება, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, იურიდიული მისამართის შეცვლა, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება, დივიდენდების გადახდის გრაფიკის ცვლილება, ქონების ჩამოწერა-გაყიდვა, რეორგანიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია და სხვ.) ამსახველი ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით) თანდართული დოკუმენტაციით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.”;
თ) მე-6 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ. მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესების შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, გაყიდვის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის თაობაზე წინადადებების წარდგენა სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე განსახილველად.”.
ი) მე-6 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ. საწარმოების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოსთან ერთად და შემდგომ აღნიშნული საკითხის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სამმართველოსათვის გადაცემა.”;
კ) მე-6 პუნქტის „მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ლ) მე-6 პუნქტის „რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ. საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორისათვის საწარმოებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების (საწარმოთა წილებისა და აქციების განკარგვა, კაპიტალის გაზრდა-შემცირება, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, იურიდიული მისამართის შეცვლა, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება, დივიდენდების გადახდის გრაფიკის ცვლილება, ქონების ჩამოწერა-გაყიდვა, რეორგანიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია და სხვ.) ამსახველი ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით) თანდართული დოკუმენტაციით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.”;
მ) მე-7 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ. საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორისათვის ფინანსური მაჩვენებლებისა და დივიდენდების ჩარიცხვის შესახებ პერიოდული ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით და თანდართული დოკუმენტებით) საწარმოების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები