დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/06/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 11/02/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000110 |
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობის გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სამმართველო შემდგომში „მხარეები”,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეები, ტურიზმის დარგში კაპიტალდაბანდებების გაფართოების საკითხის შესწავლის მიზნით, გაცვლიან სპეციალისტების დელეგაციებს.
2. მხარეები აღმოუჩენენ დახმარებას ორივე ქვეყნის ტურისტულიკომპანიებს თავისი ტურისტებისა და მესამე ქვეყნების ტურისტების მეორე მხარის ტერიტორიაზე მოგზაურობის ორგანიზებაში.
3. მხარეები განიხილავენ მეორე მხარის ტერიტორიაზე ტურიზმის არაკომერციული წარმომადგენლობის შექმნის შესაძლებლობასა და აუცილებლობას;
4. მხარეები შეთანხმდნენ შეუქმნან ტურისტებს ყოველგვარი ხელსაყრელი პირობები შესვლის, გასვლისა და ტურისტული მოგზაურებისათვის მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად.
5. მხარეები აღმოუჩენენ დახმარებას ორივე მხარის ტერიტორიაზე ტურისტული გამოფენების ორგანიზებაში.
6. მხარეები მიზანშეწონილად თვლიან ტურისტული ინფორმაციული სასწავლო, სარეკლამო მასალების და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაცვლას.
7. ორივე მხარის ტურისტული უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ შეიკრიბონ რეგულარულად ტურიზმისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხების განსახილველად.
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი შემდგომი 5 წლის პერიოდით, თუ ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, არც ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
ეს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილია ქ. პეკინში, 1993 წლის 3 ივნისს, ორ პირად, ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები