შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის მიერ საქართველოსათვის უანგარო დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის მიერ საქართველოსათვის უანგარო დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/01/1998
ძალაში შესვლის თარიღი 29/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000082
  • Word
-
29/01/1997
გაურკვეველი, -, 22/01/1998
000000430.00.003.000082
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის მიერ საქართველოსათვის უანგარო დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის მიერ საქართველოსათვის უანგარო დახმარების გაწევის შესახებ

საქართველოს ხალხის მიმართ ჩინეთის ხალხის მეგობრული გრძნობების გამოხატვის ნიშნად საქართველოს მთავრობამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე ხელშეკრულებას:

    მუხლი 1

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს მთავრობას გადასცემს ურთიერთშეთანხმებულ 1.000.000 (ერთი მილიონი) ჩინური იუანის ღირებულების (მიმღები მხარისათვის გადაცემამდე სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯების ჩათვლით) საქონელს, რომლის ჩამონათვალიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მხრიდან საქონლის მიმღები არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 2

ჩინეთის მხარე ვალდებულებას იღებს შეთანხმებულ ვადებში ერთდროულად ჩაიტანოს შეთანხმებული რაოდენობის და ასორტიმენტის ზემოაღნიშნული საქონელი სტამბულში (თურქეთი), რის შემდეგადაც ქართული მხარე დაუყოვნებლივ შეასრულებს დროულ საბაჟო გაწმენდასთან, საქონლის მიღებასთან და მასთან დაკავშირებულ სხვა ფორმალობებს, ასევე თავის თავზე აიღებს შესაბამის ხარჯებს. ზემოჩამოთვლილი საქონლის ჩაბარება-მიღებისას შედგება აქტი, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლები არიან მხარეების მიერ შეთანხმებული სამსახურები.

    მუხლი 3

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. მისი მოქმედების ვადა მთავრდება მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმების დებულებებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების სრული შესრულებისთანავე.

წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერილ იქნა ქ. თბილისში, 1997 წლის 29 იანვარს, ორ პირად, თითოეული ჩინურ, ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთანავე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ რუსული ტექსტით.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)