ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ

  • Word
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 28/12/1998
ძალაში შესვლის თარიღი 28/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000227
  • Word
-
28/11/1997
გაურკვეველი, -, 28/12/1998
000000000.00.000.000227
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ითვალისწინებენ რა ქართველ და მოლდოველ ხალხთა შორის დამყარებულ ტრადიციულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს.

თვლიან რა მიზანშეწონილად კონსულტაციებისა და აზრთა მუდმივი გაცვლის პრაქტიკას საერთაშორისო პრობლემებთან და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს ქართულ-მოლდოვურ ურთიერთობათა, პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, სამეცნიერო-ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურის დარგებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე და აგრეთვე ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებზე.

    მუხლი 2

მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩაატარებენ კონსულტაციებს საერთაშორისო პრობლემებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს შეადგენს. ეს კონსულტაციები მოიცავს, კერძოდ, შემდეგ სფეროებს:

● დემოკრატიული მსოფლიოს შექმნის მიზნით რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება;

● საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარება;

● კონსულტაციები ჰუმანიტარულ სფეროში, ადამიანის უფლებათა დარგში, აგრეთვე ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ;

● ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, აგრეთვე კონსულტაციები სეპარატიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ;

● საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის, ტექნიკის, მეცნიერების, ეკოლოგიის დარგში;

● პრობლემები, რომლებიც საერთაშორისო მრავალმხრივ მოლაპარაკებათა საგანს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა ფარგლებში.

    მუხლი 3

მხარეები რეგულარულად გამართავენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და სხვა დონეებზე ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებზე, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

    მუხლი 4

აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციებს და მოახდენენ აზრთა გაცვლას საერთაშორისო ფორუმებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    მუხლი 5

კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით ურთიერთშეთანხმებით შეიძლება შეიქმნეს საექსპერტო და მუშა ჯგუფები. ასევე, ჩატარდება კონსულტაციები სამმართველოებისა და განყოფილებების დონეზე.

    მუხლი 6

თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტების დამყარებასა და განვითარებას სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანოებთან და ორივე სახელმწიფოს სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე.

    მუხლი 7

მხარეების თანხმობით წინამდებარე ოქმში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 8

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და მისი მოქმედება წყდება სამი თვის შემდეგ, იმ თარიღიდან, როდესაც ერთი მხარე შეატყობინებს მეორე მხარეს თავის სურვილს, შეწყვიტოს აღნიშნული დოკუმენტის მოქმედება.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 28 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და მოლდოვურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

 

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)