დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხელშეკრულება ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთბული შტატების მთავრობას შორის | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/06/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 31/12/1997 |
ძალაში შესვლის თარიღი | 27/06/1992 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000063 |
ხელშეკრულება
ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
საქართველოს რესპუბულიკის მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა;
ადასტურებენ რა საერთო სურვილს წაახალისონ ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რესურსებისა და საწარმოო შესაძლებლობების განვითარებას; და
აღიარებენ რა, რომ ეს მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნეს ინვესტიციების დაზღვევის (ხელახალი დაზღვევის ჩათვლით), სესხებისა და საინვესტიციო გარანტიების გზით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ იქნება გამაგრებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ და იქნება უზრუნველყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს „ოვერსის პრაივეტ ინვესტმენტ კორპორეიშნ“ (ოპიკ)-ის მიერ.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინი „დაფარვა“ გულისხმობს კაპიტალდაბანდებათა დაზღვევას, მეორად დაზღვევას ან საინვესტიციო გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება შემსრულებლის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გათვალისწინებული პროექტებისათვის, ხოლო ტერმინი „შემსრულებელი“ გულისხმობს ოპიკ-ს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ნებისმიერ სამართალმემკვიდრე სააგენტოს, ან მათ წარმომადგენლებს.
მუხლი II
1. ა) თუ შემსრულებელი აწარმოებს ანგარიშსწორებას ნებისმიერ მხარესთან დაფარვის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, მოცემული ხელშეკრულების III მუხლის დებულებების თანახმად, ცნობს შემსრულებლისათვის ნებისმიერი სახის აქტივების გადაგზავნას, რომლებიც მოიცავენ როგორც კაპიტალდაბანდებების ფორმებს, ასევე ვალუტასა და კრედიტებს, დაკავშირებულს ხსენებულ ანგარიშსწორებასთან, აგრეთვე სცნობს შემსრულებლის უფლებამოსილებას ტიტულებზე, პრეტენზიებზე, პრივილეგიებზე, უფლებებზე ან არსებულ ან შემდგომში წარმოქმნილ საფუძველზე სარჩელის წაყენებაზე.
ბ) თუ შემსრულებელი, როგორც კრედიტორი, იძენს ნებისმიერ აქტივს ან აცხადებს უფლებამოსილებას ტიტულებზე, პრეტენზიებზე, პრივილეგიებზე, უფლებებზე და სარჩელის წაყენებაზე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, მოცემული ხელშეკრულების III მუხლის დებულებების თანახმად, ცნობს ამგვარ შეძენას ან სამართალმემკვიდრეობას.
2. შემსრულებელმა არ უნდა მოითხოვოს მეტი უფლებამოსილებანი, ვიდრე მას მიეკუთვნება ასეთი უფლებების მიმნიჭებელი მხარისაგან, როგორც განსაზღვრულია მოცემული მუხლის (1) პუნქტში.
3. შემსრულებელი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არაკომერციული სააგენტო, არ ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც გამოიყენება კომიერციულ სადაზღვევო ან საფინანსო ორგანიზაციების მიმართ.
4. შემსრულებლის მიერ გაცემული ან გარანტირებული სესხებიდან პროცენტები და შემოსავლები განთავისუფლებულია დაბეგვრისაგან საქართველოს რესპუბლიკაში. შემსრულებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს რესპუბლიკაში მოცემული მუხლის (1) პუნქტში განსაზღვრულ გადაგზავნასთან, სამართალმემკვიდრეობის გადაცემასთან და სხვა სახის შეძენასთან დაკავშირებული ოპერაციების შემთხვევაში. ყველა სხვა შემთხვევაში შემსრულებლის მიერ საქართველოს რესპუბლიკაში წარმოებული ოპერაციები ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს რესპუბლიკაში არსებული კანონმდებლობის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთვრობისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად.
მუხლი III
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა კერძო სახით ან საერთოდ კრძალავს მოცემული ხელშეკრულების II (1) მუხლში აღწერილ გადაგზავნას, სამართალმემკვიდრეობის გადაცემას ან სხვა სახის შეძენის ოპერაციას, შემსრულებლის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროცენტის მიღებას, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დართავს ნებას შემსრულებელს, რათა მან გამოიყენოს სათანადო შესაძლებლობები, რომლებიც მას მისცემენ საშუალებას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად მიიღოს კუთვნილი პროცენტი.
მუხლი IV
1. იმ თანხების (კრედიტების ჩათვლით), რომლებიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის ვალუტით და მიიღება შემსრულებლის მიერ დაფარვისათვის, გამოყენების და კონვერტაციის პირობები იქნება არანაკლებ ხელშემწყობი, ვიდრე იმ თანხებისა, რომლებსაც ფლობს სესხის მიმღები მხარე.
2. ეს თანხა და კრედიტები შეიძლება გადაეგზავნოს შემსრულებლის მიერ ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, გადაგზავნილი თანხა შეიძლება თავისუფლად იქნეს გამოყენებული აღნიშნული პირის ან ორგანიზაციის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირობები აგრეთვე ეხება საქართველოს რესპუბლიკის ფუალად ერთეულში წარმოდგენილ ნებისმიერ თანხებსა და კრედიტებს, რომლებიც შეიძლება დაუბრუნდეს შემსრულებელს საქართველოს რესპუბლიკაში განსახორციელებელი პროექტების გარშემო არსებული ანგარიშსწორების ვალდებულებების მიხედვით.
მუხლი V
1. ნებისმიერი დავა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის, რომელიც ეხება ამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციას, ან რომელიც ერთ-ერთი მთავრობის აზრით წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის საკითხს და რომელიც წარმოიშვა ამ მხარის მოქმედების სფეროში განხორციელებული პროექტების ან საქმიანობის გარშემო, შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს ორ მთავრობას შორის მოლაპარაკების გზით. თუკი ექვსი თვის მანძილზე დავა ორ მთავრობას შორის ვერ გადაწყდა, საკითხი იმის ჩათვლით წარმოადგენს თუ არა იგი საერთაშორისო სამართლის კომპეტენციას, იქნება გადაცემული ორივე მთავრობის ძალისხმევით სამედიატორო სასამართლოს განსახილველად ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული სასამართლო დაფუძნდება და იმოქმედებს შემდეგნაირად:
ა) თითოეული მთავრობა ნიშნავს ერთ არბიტრს (სამედიატორო მოსამართლეს), ორივე არბიტრი დანიშნავს სამედიატორო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მესამე ქვეყნის მოქალაქეს და მოწონებულ იქნეს ორივე მთავრობის მიერ შეთანხმების საფუძველზე. ორივე არბიტრი დანიშნული იქნება სასამართლოს მოწყობის შესახებ ორივე მთავრობის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან სამი თვის განმავლობაში, თავმჯდომარე კი ექვსი თვის განმავლობაში, შესაბამისი ვადების ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში და დანიშვნების მოცემულ ვადებში არგანხორციელების შემთხვევაში თითოეულ მთავრობას შეუძლია, თუკი ამის შესახებ არ არსებობს რაიმე სხვა შეთანხება, მიმართოს მუდმივ მოქმედ სამედიატორო სასამართლოს გენერალურ მდივანს, რათა მან განახორციელოს შესაბამისი დანიშვნები, რომლებსაც მიიღებს ორივე მთავრობა;
ბ) სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საერთაშორისო სასამართლოს პრინციპებზე და წესებზე დაყრდნობით. სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობით. სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნება საბოლოო და აუცილებელი ორივე მხარისათვის.
გ) საქმის განხილვისას თითოეული მთავრობა გაიღებს საკუთარი არბიტრისა და სამედიატორო სასამართლოში წარმომადგენლობით ხარჯებს, ამავე დროს საპრეზიდენტო და სხვა სასამართლო ხარჯებს დაფარავს ორივე მთავრობა თანაბრად. თავის მხრივ სამედიატორო სასამართლოს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ გადაანაწილოს ხარჯები ორ მთავრობას შორის;
დ) ყველა სხვა შემთხვევაში სამედიატორო სასამართლო თვითონ არეგულირებს საკუთარ პროცედურებს.
3. წინამდებარე ხელშეკრულება არ ზღუდავს შეერთებული შტატების მთავრობის უფლებას გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სანქციები, რაც არ შედის შემსრულებლის უფლებებში.
მუხლი VI
ორივე მთავრობა ეთანხმება იმას, რომ თუკი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ეცდება გაიღოს დაფარვა ან გასცეს სესხები ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტიციების ხელშეწყობის მსგავს პროგრამებზე, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები გამოყენებული იქნება ორივე მთავრობის მიერ აუცილებელი კონსტიტუციური და სამართლებრივი აქტების შესაბამისობაში მოყვანის პროცედურების დასრულების შემდეგ.
მუხლი VII
ეს შეთანხმება ძალაში რჩება რომელიმე მთავრობის მიერ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის დღიდან თორმეტი თვის მანძილზე. შეთანხმების დებულებები ძალაში რჩება შეთანხმების შეწყვეტიდან ოცი წლის მანძილზე იმ კრედიტების მიმართ, რომლებიც მიცემულ იქნა შეთანხმების შეწყვეტამდე.
ეს შეთანხმება შევა ძალაში მისი ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია თბილისში, 1992 წლის 27 ივნისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, დიპლომატიური ნოტების გაცვლამდე პრიორიტეტი ენიჭება ინგლისურ ტექსტს, ხოლო შემდგომ, ორივე ტექსტს ექნება თანაბარი ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია)
| ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია)
|
დოკუმენტის კომენტარები