კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ

  • Word
კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 05/09/2002
ძალაში შესვლის თარიღი 30/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 480150000.02.002.000426
  • Word
-
25/06/1998
გაურკვეველი, -, 05/09/2002
480150000.02.002.000426
კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა საბჭო

ევროპის ეკონომიკური კომისია

გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტი

მინისტრთა მეოთხე კონფერენცია „გარემო ევროპისათვის“

ორჰუსი, დანია, 23-25 ივნისი 1998 წ.

 

კონვენცია

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ

წინამდებარე კონვენციის მხარეები ,

ითვალისწინებენ რა , ადამიანის გარემოს შესახებ სტოკჰოლმის დეკლარაციის პირველ პრინციპს.

ითვალისწინებენ რა აგრეთვე, გარემოსა და განვითარების შესახებ რიო -დე -ჟანეიროს დეკლარაციის მეათე პრინციპს,

მხედველობაში იღებენ რა გენერალური ასამბლეის 1982 წლის 28 ოქტომბრის 37/7 რეზოლუციას ბუნების მსოფლიო ქარტიის შესახებ და 1990 წლის 14 დეკემბრის 45/94 რეზოლუციას ადამიანთა კეთილდღეობისათვის ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ,

 ითვალისწინებენ რა , 1989 წლის 8 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში, მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის პირველ ევროპულ კონფერენციაზე გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ მიღებულ ევროპულ ქარტიას „გარემო და ჯანმრთელობა“ ,

ადასტურებენ რა , გარემოს მდგომარეობის დაცვის, შენარჩუნების და გაუმჯობესების აუცილებლობას, აგრეთვე მდგრად და გარემოს დაცვის თვალსაზრისით გამართლებულ განვითარებას,

აცნობიერებენ რა , რომ გარემოს ადეკვატური დაცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობისათვის და მისი უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დაცვისათვის ,

აღიარებენ აგრეთვე რა , რომ ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში სიცოცხლის უფლება, აგრეთვე ყოველ მოქალაქეს გააჩნია მოვალეობა როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად დაიცვას და გააუმჯობესოს გარემო ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ,

მიიჩნევენ რა, რომ ამ უფლებების დასაცავად და მოვალეობების შესასრულებლად მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია, უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ გარემოსდაცვითი სფეროს კანონმდებლობაზე და ამასთან დაკავშირებით ვაღიარებთ რა, რომ მოქალაქეებს შესაძლოა დასჭირდეთ დახმარება თავიანთი უფლებების ცხოვრებაში გატარებისას,

აღიარებენ რა, რომ გარემოს დაცვით სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის პროცესის სრულყოფა ამაღლებს გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების ხარისხს, აგრეთვე ხელს უწყობს საზოგადოების ეკოლოგიურ საკითხებში გათვითცნობიერებას, საშუალებას აძლევს მოსახლეობას გამოხატოს შეშფოთება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო ხელისუფლებას აძლევს საშუალებას გაითვალისწინოს მათი ინტერესები,

მიზნად ისახავენ რა, ამ გზით უზრუნველყონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კონტროლირებადობა და საჯაროობა და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება,

აღიარებენ რა, რომ სასურველია ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის ყველა სფეროს საჯაროობა, სთავაზობენ საკანონმდებლო ორგანოებს განახორციელონ ამ კონვენციის პრინციპები თავიანთ საქმიანობებში,

აღიარებენ რა, რომ მოსახლეობა გათვითცნობიერებული უნდა იყოს გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავიანთი მონაწილეობის მიღების პროცედურაში, მოსახლეობას ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასთან დაკავშირებულ მასალებზე და უნდა იცოდეს მათი გამოყენება,

აღიარებენ აგრეთვე , რომ ცალკეულ მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი გარემოს დაცვის სფეროში,

სურთ რა , ხელი შეუწყონ ეკოლოგიურ განათლებას გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხების უკეთ შემეცნებისათვის და ხელი შეუწყონ რა მოსახლეობის საყოველთაო გაცნობიერებას და მის მონაწილეობას იმ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე და მდგრად განვითარებაზე,

ამასთან დაკავშირებით აღნიშნავენ რა , მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ელექტრონული და კომუნიკაციის სხვა უახლესი საშუალებების (მომავალი ფორმების) გამოყენების მნიშვნელოვან როლს,

აღიარებენ რა , სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას გარემოსდაცვითი მოსაზრებების სრული გათვალისწინების დიდ მნიშვნელობას და აქედან გამომდინარე იმის აუცილებლობას, რომ სახელმწიფო ორგანოები ფლობდნენ ზუსტ, ამომწურავ და უახლეს გარემოსდაცვით ინფორმაციას,

აღიარებენ რა , რომ ხელისუფლების ორგანოები საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ფლობენ გარემოსდაცვით იფნორმაციას,

თვლიან რა , რომ საზოგადოებისა და ორგანიზაციების კანონიერი უფლებების დაცვისათვის აუცილებელია მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ეფექტური სასამართლო მექანიზმები, და ამდენად მათი კანონიერი ინტერესები დაცული იქნება, ხოლო კანონს კი ძალა ექნება.

 აღნიშნავენ რა , რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის პროდუქტებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება, რათა მომხმარებელს საშუალება მიეცეს გააკეთოს დასაბუთებული არჩევანი გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებით,

აცნობიერებენ რა, საზოგადოების შეშფოთებას გარემოში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წინასწარგანზრახულად გაშვებასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიჩნევენ ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღების საზოგადოების უფრო აქტიური მონაწილეობისა და უფრო მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობას,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ ამ კონვენციის განხორციელება ხელს შეუწყობს დემოკრატიის დამკვიდრებას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონში,

კარგად ესმით რა ამ მხრივ ECE–ეს მიერ შესრულებული როლი და ითვალისწინებენ რა 1995 წლის 25 ოქტომბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მინისტრების მესამე კონფერენციაზე „გარემო ევროპისათვის“ მიღებულ მინისტრთა დეკლარაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ ECE-ს სახელმძღვანელო პრინციპებს,

მხედველობაში იღებენ რა 1991 წლის 25 თებერვალს ფინეთის ქალაქ ესპოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების კონვენციაზე ტრანსსაზღვრო კონტექსტში გაკეთებულ შესაბამის დებულებას და 1992 წლის 17 მარტს ჰელსინკში სამრეწველო ავარიების ტრანსსაზღვრო ზეგავლენის კონვენციის და ტრანსსაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების გამოყენებისა და დაცვის კონვენციებზე გაკეთებულ შესაბამის დებულებებს, ასევე სხვა რეგიონულ კონვენციებს,

კარგად ესმით რა, რომ წინამდებარე კონვენციის მიღება ხელს შეუწყობს „გარემო ევროპისათვის“ პროცესის შემდგომ გაძლიერებას და 1998 წლის ივნისში დანიის ქალაქ ორჰუსში მინისტრების მეოთხე კონფერენციის შედეგების განვითარებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მიზანი

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ახლანდელი და მომავალი თაობების ყოველი ადამიანის უფლება, იცხოვროს საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას.

მუხლი 2

განსაზღვრებები

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

1. თუ ტექსტში არ არის განსაკუთრებული მითითება, „მხარე“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის მხარეს.

2. „ხელისუფლების ორგანოები“ ნიშნავს:

ა) ხელისუფლებას ეროვნულ, რეგიონულ და სხვა დონეებზე;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ფუნქციებს, გარემოსთან დაკავშირებული კონკრეტული ვალდებულებების, მომსახურების და ქმედებების ჩათვლით;

გ) ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც ასრულებს სახელმწიფო ვალდებულებებს ან ფუნქციებს, ან გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ზემოთ ა) და ბ) ქვეპარაგრაფებში განსაზღვრული ორგანოების ან პირების კონტროლქვეშ ეწევა საზოგადოებრივ მომსახურებას;

დ) მე-17 თავში მითითებულ ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც არის წინამდებარე კონვენციის მხარე.

ეს განასაზღვრება არ გულისხმობს ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებიც მოქმედებენ სასამართლო ან საკანონმდებლო სტატუსით.

3. „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მოწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

ა) გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტების მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენეტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზაციები და ამ ელემენტების ურთიერთქმედება;

ბ) ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნივთიერებები, ენერგია, ხმაური და რადიაცია, მოქმედებები და ღონისძიებები, აგრეთვე ადმინისტრაციული ღონისძიებები, შეთანხმებები გარემოს დაცვის სფეროში, პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები და პროგრამები, რომლებიც გავლენას ახდენს ან სავარაუდოა, რომ მოახდენს ზემოთ ა) ქვეპარაგრაფში ჩამოთვლილ გარემოს შემადგენელ ელმენტებზე, ხარჯ-მოგება და სხვა ეკონომიკური ანალიზები და მოსაზრებები, რომლებსაც იყენებენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;

გ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება; მისი ცხოვრების პირობების, კულტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდენს გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ზემოთ ბ) ქვეპარაგრაფში მითითებული ფაქტორები, ქმედებები ან ღონისძიებები.

4. „საზოგადოება“ ნიშნავს ერთ ან ერთზე მეტ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ეროვნული კანონმდებლობის და ქმედებების შესაბამისად მათ ასოციაციებს, ორგანიზაციებს ან ჯგუფებს.

5. „დაინტერესებული საზოგადოება“ ნიშნავს საზოგადოებას, რომელსაც ეხება ან შესაძლოა შეეხოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება ან რომელიც დაინტერესებულია გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობით; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს დაცვასა და პასუხობენ ეროვნული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, განიხილებიან როგორც დაინტერესებული სუბიექტები.

მუხლი 3

ზოგადი დებულებები

1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა ზომებს, აგრეთვე ღონისძიებებს, მათ შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ წინამდებარე კონვენციის იფნორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მონაწილეობის და მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის დებულებებს შორის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე განახორციელებს მართებულ ღონისძიებებს ამ დებულებების განხორციელებისათვის მკაფიო საჯარო და თანამიმდევრული სტრუქტურის შესაქმნელად.

2. ყოველი მხარე ეცდება უზრუნველყოს, რომ ოფიციალურმა პირებმა და ხელისუფლების ორგანოებმა წარმართონ და ხელი შეუწყონ საზოგადოებას, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია, გაუადვილონ გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა და ხელმისაწვდომი გახადონ სამართალწარმოება.

3. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვების გზების და გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და სამართალწარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის საკითხებს.

4. თითოეული მხარე დაეხმარება იმ ჯგუფების, ასოციაციების თუ ორგანიზაციების სათანადო აღიარებას, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს დაცვას და უზრუნველყოფენ ეროვნული სამართლებრივი სისტემის თანხმობას ამ მოვალეობასთან.

5. წინამდებარე კონვენციის დებულებები არ შეზღუდავს რომელიმე მხარის უფლებას, გააგრძელოს ან განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციის უფრო ფართო ხელმისაწვდომობასა და გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სამართალწარმოებაში საზოგადოების უფრო აქტიურ მონაწილეობას, ვიდრე ეს წინამდებარე კონვენციაშია გათვალისწინებული.

6. წინამდებარე კონვენცია არ ითვალისწინებს გარემოს დაცვის სფეროში ინფორმაციისა და მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის, აგრეთვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უკვე არსებული უფლებების შეზღუდვას.

7. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის პრინციპების გატარებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების საერთაშორისო პროცესში და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში.

8. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ პირები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ახორციელებენ თავიანთ უფლებებს, არ იქნენ დასჯილნი; დევნილნი ან რაიმე ფორმით შევიწროებულნი, არსებული დებულება არ შეეხება ეროვნული სასამართლოების უფლებებს იურიდიულ პროცედურასთან დაკავშირებით დააწესოს ზომიერი გადასახადი.

9. წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების ფარგლებში საზოგადოებას ექნება გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მართლმსაჯულების საკითხების მოპოვების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სად არის რეგისტრირებული მათი სამყოფელი ან სად ეწევიან ფაქტობრივ საქმიანობას.

მუხლი 4

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე მუხლის შემდეგი პარაგრაფების პირობების შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებმა ეროვნული კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით დააკმაყოფილონ ეკოლოგიურ ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში (ბ) ქვეპარაგრაფის შესაბამისად მიაწოდოს აგრეთვე ზუსტი დოკუმენტაციის ასლები, რომლებიც შეიცავს ან შეეხება ასეთ ინფორმაციას:

ა) რაიმე ინტერესის განცხადების გარეშე;

ბ) მოთხოვნილი ფორმით, იმ გამონაკლისით, თუ:

I) ხელისუფლების ორგანოს გააჩნია საფუძველი მიაწოდოს ის სხვა ფორმით. ასეთ შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს მიზეზები, რომელიც გაამართლებს ინფორმაციის სხვა ფორმით გაცემას.

II) ეს ინფორმაცია უკვე არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის სხვა ფორმით.

2. ზემოთ, პარაგრაფ I-ში აღწერილი გარემოსდაცვითი ინფორმაცია მოწოდებული უნდა იქნეს იქნება მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ინფორმაციის მოცულობა და სირთულე ამართლებს ამ პერიოდის ორ თვემდე გაზრდას. მომთხოვნ მხარეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი გადავადებისა და ამ გადავადების გამამართლებელი მიზეზების შესახებ.

3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა უარყოფილ იქნეს, თუ:

ა) ხელისუფლების ორგანო, რომლის მისამართით გაიგზავნა მოთხოვნა, არ ფლობს მოთხოვნილ გარემოსდაცვით ინფორმაციას;

ბ) წარდგენილი მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა ან არის შედგენილი ზედმეტად ზოგადი ფორმით; ან

გ) მოთხოვნა ეხება მასალას, რომელიც მომზადების ეტაპზეა ან ხელისუფლების ორგანოებს შორის მიმოწერის სტადიაშია, როდესაც ასეთი გამონაკლისი გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით ანდა დამკვიდრებულია არსებული პრაქტიკით და მასში გათვალისწინებულია საზოგადოების დაინტერესება, მიიღოს ასეთი ინფორმაცია.

4. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ მისი განცხადება ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს:

ა) ხელისუფლების ორგანოების სამუშაო პროცედურების კონფიდენციალურობაზე, თუ ეს კონფიდენციალურობა ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებზე, ეროვნულ თავდაცვაზე ან სახელმწიფო უსაფრთხოებაზე;

გ) სამართალწარმოებაზე, ადამიანის შესაძლებლობაზე, მიიღოს ობიექტური სასამართლო გარჩევა ან ხელისუფლების ორგანოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს სისხლის სამართლის ან დისციპლინური ხასიათის გამოძიება;

დ) სამრეწველო ან კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როდესაც კანონიერი ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით ასეთი კონფიდენციალურობა დაცულია კანონით. ასეთი პირობების ჩარჩოებში ინფორმაცია გამოფრქვევის შესახებ, რომელიც გარემოს დაცვასთან არის კავშირში უნდა გაიხსნას;

ე) ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე;

ვ) პირადი მონაცემების და/ან არქივების ისეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, რომელიც ეხება ფიზიკურ პირს და ამ პირისაგან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად არ არის თანხმობა ამ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების თაობაზე;

ზ) მესამე მხარის ინტერესებზე, რომელმაც მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ მას არა აქვს ან არ შეიძლება დაეკისროს იურიდიული მოვალეობა გასცეს ამგვარი ინფორმაცია, ან როდესაც ეს მხარე არ იძლევა თანხმობას ამ მასალების გამოქვეყნებაზე;

თ) გარემოზე, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება, მაგალითად, იშვიათი სახეობების გამრავლების ადგილები.

უარის თქმის ზემოაღნიშნული მიზეზები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოების მიერ ამ ინფორმაციის მიღების უფლება, აგერთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს რამდენად ეხება მოთხოვნილი იფნორმაცია გარემოში გაფრქვევას.

1. თუ ხელისუფლების ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი გარემოსდაცვითი ინფორმაცია, ეს ორგანო მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეატყობინებს მომთხოვნ მხარეს ხელისუფლების იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც, მისი აზრით, უნდა გააჩნდეს ასეთი ინფორმაცია ან თვითონ გადასცემს ამ მოთხოვნას ასეთ ორგანოს და შესაბამისი ფორმით შეატყობინებს მომთხოვნ მხარეს.

2. ყოველმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ თავის მე-3 (გ) და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, გამოყოს დანარჩენი ინფორმაციისაგან ისე, რომ არ დაირღვეს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ხოლო ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ მოთხოვნილი ეკოლოგიური ინფორმაციის დანარჩენი ნაწილის მოწოდება.

3. თუ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა წარდგენილი იყო წერილობითი სახით, ან თუ განმცხადებლის თხოვნაა მიიღოს პასუხი წერილობით, შესაბამისად, უარიც წარედგინება წერილობითი სახით. მასში მიეთითება უარის მიზეზები და მომთხოვნ მხარეს მიეწოდება ინფორმაცია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობის შესახებ (მე-9 მუხლის შესაბამისად). უარი წარდგენილი უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს ერთი თვისა, იმ გამონაკლისით, როცა ინფორმაციის მოძიების სირთულე ამართლებს ამ პერიოდის გაზრდას მოთხოვნის წარდგინებიდან ორი თვის ვადამდე. მოთხოვნის წარმდგენელი პირი ინფორმირებული უნდა იყოს ვადის გაზრდისა და მისი მიზეზების თაობაზე.

4. თითოეულ მხარეს შეუძლია ინფორმაციის მიწოდებისათვის ხელისუფლების ორგანოებს მისცეს გადასახადის დაწესების უფლება, თუმცა ეს გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ზომიერების ფარგლებს. ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც აპირებენ ასეთი გადასახადების დაწესებას, ვალდებულნი არიან გააცნონ დამკვეთს გადასახადის ტარიფები იმ პირობების და გარემოების მითითებით, რა პირობებშიც ეს გადასახადები შეიძლება იქნეს დაწესებული ან გაუქმებული.

მუხლი 5

გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება

1. ყოველი მხარე უზრუნველყოფს, რომ:

ა) ხელისუფლების ორგანოები ფლობდნენ და ანახლებდნენ მათ ფუნქციებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ინფორმაციას;

ბ) შეიქმნას სავალდებულო სისტემები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო ორგანოებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმ მიმდინარე ან დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, რომელმაც საგრძნობი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს გარემოზე;

გ) გარემოსათვის ან ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ბუნებრივი ხასიათის ან ადამიანთა ქმედებებით გამოწვეული რაიმე საფრთხის მოახლოების შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მოსახლეობას, რომელსაც შეიძლება ეს შეეხოს მათ განკარგულებაში არსებული მთელი ინფორმაცია, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას მიიღოს ზომები გამომდინარე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან ზეგავლენის შესამცირებლად.

2. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ეროვნული კანონმდებლობის ჩარჩოებში ხელისუფლების ორგანოების მიერ გარემოსდაცვითი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების პროცედურა გახდეს გამჭვირვალე და ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი, მათ შორის:

ა) უზრუნველყოს საზოგადოებისათვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სახის და მოცულობის გარემოსდაცვით ინფორმაციას ფლობს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო და იმ ძირითადი პირობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრავენ ასეთი ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას, მასზე ხელმისაწვდომობას და მისი მიღების პროცედურას;

ბ) ისეთი პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება, როგორიცაა:

I) საზოგადოებისათვის სიების, რეესტრების და არქივების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

II) ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მოთხოვნა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ხელი შეუწყოს საზოგადოებას ინფორმაციის მოძიებაში; და

III) საკონტაქტო ადგილების განსაზღვრა; და

გ) ზემოთ (ბ) I) ქვეპარაგრაფის შესაბამისად სიებში, რეესტრებში ან არქივებში არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

3. ყოველი მხარე უზრუნველყოფს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოცულობის თანდათანობით ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებას ინფორმაციის უფრო ადვილად მოპოვებაში ტელეკომუნიკაციური ქსელების მეშვეობით. ამ ფორმით ხელმისაწვდომი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ქვემოთ მოყვანილი მე-4 ქვეპარაგრაფის თანახმად გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებას;

ბ) გარემოს დაცვის ან ამასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ტექსტებს;

გ) შესაბამისად, გარემოსთან ან გარემოსდაცვით შეთანხმებებთან დაკავშირებული პოლიტიკის, გეგმების ან პროგრამების დოკუმენტაციას; და

დ) სხვა ინფორმაციას იმდენად, რამდენადაც ამ ფორმით ამგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გააადვილებს წინამდებარე კონვენციის განხორციელებისათვის ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ინფორმაცია უკვე არსებობს ელექტრონული ფორმით.

4. თითოეული მხარე რეგულარულად, არაუმეტეს 3-4 წლის ინტერვალისა, აქვეყნებს და ავრცელებს ეროვნულ მოხსენებას გარემოს მდგომარეობის შესახებ, გარემოს მდგომარეობის ხარისხისა და გარემოზე დატვირთვის მონაცემების ჩათვლით.

5. თითოეული მხარე საკუთარი კანონმდებლობის ჩარჩოებში მიიღებს ზომებს, რათა გაავრცელოს:

ა) საკანონმდებლო აქტები და სადირექტივო დოკუმენტები, როგორიცაა დოკუმენტები სტრატეგიის, პოლიტიკის შესახებ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პროგრამები და სამოქმედო გეგმები, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო დონეებზე მომზადებული მოხსენებები მათ განხორციელებაზე;

ბ) გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები, კონვენციები და ხელშეკრულებები; და

გ) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, მიზანშეწონილობის მიხედვით.

6. თითოეული მხარე მოუწოდებს მწარმოებლებს, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოზე, შესაბამისად, ნებაყოფლობითი ეკომარკირების, ეკოლოგიური აუდიტის ან სხვა საშუალებების მეშვეობით რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია მათი საქმიანობის და პროდუქციის გარემოზე ზემოქმედების შესახებ.

7. თითოეული მხარე:

ა) აქვეყნებს ფაქტობრივ ინფორმაციას და ფაქტების ანალიზს, რასაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;

ბ) აქვეყნებს ან სხვა ფორმით ხდის ხელმისაწვდომს განმარტებით მასალას საზოგადოებასთან საკუთარი კონტაქტების შესახებ იმ საკითხებზე, რომელიც შედის წინამდებარე კონვენციის მოქმედებათა სფეროში; და

გ) შესაბამისი ფორმით წარადგენს ინფორმაციას სხვადასხვა დონის სახელმწიფო ორგანოების მიერ თავიანთი სახელმწიფო ფუნქციების შესრულების ან მათ მიერ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოებრივი მომსახურების პირობების შესახებ.

8. თითოეული მხარე შეიმუშავებს მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ისეთი ფორმით, რომ მომხმარებელმა შესძლოს საფუძვლიანი არჩევანი გააკეთოს გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.

9. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს თანდათან განავრცოს სტრუქტურირებული კომპიუტერიზებული და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგენილია სტანდარტიზებული მოხსენებებისაგან, რომლებიც შეთანხმებულია დაბინძურების კადასტრების ან რეგისტრების საერო ეროვნულ სისტემასთან და შესაბამის შემთხვევაში ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს. ასეთი სისტემა შესაძლოა მოიცავდეს მონაცემებს გარკვეული სახეობის ქმედებების შედეგად რიგი ნივთიერებების და პროდუქტების გამოყენების, გამოყოფისა და გადატანის შესახებ. მათ შორის, გარემოს სხვადასხვა სფეროში წყლის, ენერგიის და რესურსების გამოყენების, აგრეთვე გადამამუშავებელი ობიექტების და გადასაყრელი ადგილების შიგნით და გარეთ.

10. მე-4 მუხლის მესამე და მეოთხე პარაგრაფების შესაბამისად ამ მუხლის არც ერთ პარაგრაფს არ შეუძლია შეზღუდოს რომელიმე მხარის უფლება, უარი განაცხადოს გარკვეული გარემოსდაცვითი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.

მუხლი 6

საზოგადოების მონაწილეობა საქმიანობათა გარკვეულ სფეროებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

1. თითოეული მხარე:

ა) I დანართში ჩამოთვლილი შემოთავაზებული საქმიანობის ნებართვაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოიყენებს წინამდებარე მუხლის დებულებებს;

ბ) საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის ჩარჩოებში აგრეთვე გამოიყენებს წინამდებარე თავის დებულებებს იმ შემოთავაზებულ საქმიანობებში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი I დანართში , თუმცა შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ გარემოზე; ამისათვის მხარეებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენად ეხება ასეთი სახის შემოთავაზებული საქმიანობა წინამდებარე დებულებებს; და

გ) თუ ეს გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს ამ თავის დებულებები იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ეროვნულ თავდაცვას, თუ ეს მხარე მიიჩნევს, რომ ეს უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ამ მიზნებზე.

2. დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე . მათ შორისაა შემდეგი საკითხები:

ა) შემოთავაზებული საქმიანობა და განაცხადი, რომელზეც იქნება მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) შესაძლებელი გადაწყვეტილებების ხასიათი ან გადაწყვეტილების პროექტი;

გ) ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე;

დ) გათვალისწინებული პროცედურა იმის ჩათვლით, თუ როდის და როგორ იქნება ეს ინფორმაცია მოწოდებული;

I) პროცედურის განხორციელების დაწყება;

II) საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობანი;

III) ნებისმიერი წინასწარ დაგეგმილი სახალხო მოსმენის დრო და ადგილი;

IV) მითითება ხელისუფლების ორგანოდან, საიდანაც სათანადო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და სადაც ეს ინფორმაცია იგზავნება საზოგადოებისათვის განსახილველად;

V) შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების მითითება, რომელსაც შესაძლებელია გაეგზავნოს შენიშვნები, კითხვები და მათი წარდგენის განრიგი;

VI) მითითება იმის შესახებ, თუ შემოთავაზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული რომელი გარემოსდაცვითი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი; და

ე) ფაქტი, რომ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეროვნულ თუ ტრანსსაზღვრო პროცედურას.

3. საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები სხვადასხვა ფაზებისათვის ითვალისწინებს გონივრულ ვადებს, რითაც ზემოთ, მეორე პარაგრაფის შესაბამისად იძლევა საკმარის დროს საზოგადოების ინფორმირებისათვის და გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური მომზადებისა და მონაწილეობისათვის.

4. ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

5. ყოველი მხარე, სადაც ეს შესაძლებელია, ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წაახალისოს პოტენციური მონაწილეები, განსაზღვროს დაინტერესებული საზოგადოება, გამართოს მასთან მსჯელობა და განაცხადის წარდგენამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია მათი განაცხადების ამოცანებზე ნებართვის მიღების შესახებ.

6. ყოველი მხარე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსაგან მოითხოვს, მოთხოვნის შესაბამისად, თუკი ამას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა, მისცეს დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება, უფასოდ და დროულად შეამოწმოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად იქნება საჭირო, რომელზეც ამ მუხლშია საუბარი და რომელიც საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის მომენტისათვის ხელმისაწვდომი იქნება მხარეების იმ უფლების შელახვის გარეშე, რაც გულისხმობს გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარის თქმას (მეოთხე თავის მე-3 და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად). ასეთ ინფორმაციაში შევა მინიმუმ მეოთხე მუხლის ინფორმაცია ამ თავის პირობების დარღვევის გარეშე;

ა) სავარაუდო საქმიანობის ადგილის და ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა მოსალოდნელი ნარჩენებისა და გამონაბოლქვების შეფასების ჩათვლით;

ბ) იმ მნიშვნელოვანი გავლენის აღწერა, რომელსაც მოახდენს შემოთავაზებული საქმიანობა გარემოზე;

გ) იმ ღონისძიებების აღწერა, რომელიც გათვალისწინებულია შედეგების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, გამონაბოლქვების ჩათვლით;

დ) ზემოაღნიშნულის არატექნიკური შეჯამება;

ე) განმცხადებლის მიერ შესწავლილი ძირითადი ალტერნატივის მონახაზი;

ვ) ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ის ძირითადი მოხსენებები და ინფორმაცია, რომელსაც გამოსცემს სახელმწიფო ორგანო იმ დროისათვის, როდესაც დაინტერესებულ საზოგადოებას ზემოთ მოცემული მეორე პარაგრაფის მიხედვით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.

7. საზოგადოების მონაწილეობისათვის დადგენილი პროცედურა ნებას რთავს საზოგადოებას წარადგინოს საზოგადოების მოსმენაზე ან შეკითხვისას წერილობითი სახით, განმცხადებლის ხელით ნებისმიერი შენიშვნა, ინფორმაცია, ანალიზის შედეგი ან აზრი, რომელსაც იგი შემოთავაზებული საქმიანობისათვის შესატყვისად მიიჩნევს, თუკი ეს ხელსაყრელია.

8. ყოველი მხარე უზრუნველყოფს, რომ ჯეროვანი ყურადღება მიექცეს საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს.

9. ყოველი მხარე ვალდებულია შესაბამისი პროცედურის მიხედვით დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებას სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ყველა მხარე ვალდებულია ნება დართოს საზოგადოებას, გაეცნოს გადაწყვეტილების ტექსტს, იმ მიზეზებისა და შეხედულებების ჩათვლით, რომელსაც გადაწყვეტილებაა დაეყრდნო.

10. ყოველი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ თუ სახელმწიფო ორგანო ხელახლა განიხილავს ან დახვეწს სამოქმედო პირობებს პირველ პარაგრაფში მოცემული საქმიანობისათვის, აგრეთვე მაშინ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, გაითვალისწინოს წინამდებარე მუხლის მეორე – მეცხრე პარაგრაფის დებულებები შესაბამისი ცვლილებებით (mutatis mutandis).

11. ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ჩარჩოებში შესაძლებლობის და მიზანშეწონილობის მიხედვით გამოიყენებს წინამდებარე მუხლის პირობებს იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, როდესაც საკითხი ეხება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში წინასწარ მოფიქრებულად გაშვებისათვის ნების დართვას.

მუხლი 7

საზოგადოების მონაწილეობა იმ გეგმებში, პროგრამებსა და პოლიტიკაში, რომელიც გარემოსთან არის დაკავშირებული

ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრაქტიკული და/ან სხვა ზომები იმისათვის, რათა საზოგადოებამ გამჭვირვალე და სამართლიან ჩარჩოებში მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების შემუშავებაში და მიაწოდოს საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია. ამ ჩარჩოებში გამოიყენება მე-6 მუხლის მე-3, მე-4 და მე-8 პარაგრაფები. მონაწილე საზოგადოება მოზიდული უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, წინამდებარე კონვენციის ამოცანების გათვალისწინებით. მხარეებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა საშუალება მისცენ საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში.

თავი 8

საზოგადოების მონაწილეობა აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში

ყოველი მხარე ეცდება ხელი შეუწყოს საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას გარკვეულ საფეხურზე, სანამ არჩევანის გაკეთება დაშვებულია სახელმწიფო ორგანოების მიერ იმ სავალდებულო ძალის მქონე აღმასრულებელი დებულებების და სხვა საზოგადოებისათვის მისაღები მასალების მომზადების პროცესში, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ გარემოზე. ამისათვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

ა) ეფექტური მონაწილეობისათვის დადგენილი უნდა იქნეს საჭირო ვადები;

ბ) საჭიროა გამოქვეყნდეს ან სხვაგვარად გახდეს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი კანონების პროექტები; და

გ) საზოგადოებას უნდა მიეცეს შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობა უშუალოდ ან წარმომადგენლობითი საკონსულტაციო ორგანოების მეშვეობით. საზოგადოების მონაწილეობის შედეგი შეძლებისდაგვარად იქნება მიღებული მხედველობაში.

მუხლი 9

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

1. ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულია, სასამართლოში ან დამოუკიდებელ და კანონიერად არჩეულ კომპეტენტურ ორგანოში უზრუნველყოს საკითხის გარჩევის შესაძლებლობა იმ პირისათვის, რომელიც თვლის, რომ მისი მოთხოვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მეოთხე მუხლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა. მას უსამართლოდ ეთქვა უარი, ნაწილობრივ ან მთლიანად არასწორი პასუხი გაეცა ან სხვაგვარად დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლის პირობები.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ ამგვარ გადასინჯვას, მან უნდა უზრუნველყოს აგრეთვე ამ პირისათვის ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილი დაჩქარებული პროცედურებისადმი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ორგანოების მხრიდან, გარდა სასამართლოებისა და ასეთი ხელახალი პროცედურა უნდა იყოს უფასო ან უფრო იაფი.

ამ პარაგრაფის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ეკისრება ინფორმაციის მქონე სახელმწიფო ორგანოებს. მიზეზები მოცემულ უნდა იქნეს წერილობით მაშინ მაინც, როდესაც ინფორმაციის მისაწვდომობაზე უარია ნათქვამი ამ პარაგრაფის შესაბამისად.

2. ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საზოგადოებრივი უწყებების წევრები:

ა) რომლებიც საკმაოდ დაინტერესებულნი არიან, ან სხვაგვარად;

ბ) უფლებები აქვთ შეზღუდული იქ, სადაც ამ მხარის ადმინისტრაციული პროცესუალური კანონი მოითხოვს ამას, როგორც წინაპირობას.

მიეცით საშუალება გაიარონ გადახედვის პროცედურა სასამართლოს წინაშე, აიცილონ სუბსტანციური ან პროცესუალური სამართლიანობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუკი ქვეყნის კანონმდებლობით ამგვარადაა გათვალისწინებული ქვემოთ მოყვანილი მესამე პარაგრაფის ან წინამდებარე კონვენციის სხვა შესაბამისი პირობის დარღვევის გარეშე.

ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს საკმაო ინტერესად ან უფლებების შელახვად, განსაზღვრული უნდა იყოს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნისამებრ, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციით. ამ მიზნით ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესები, რომლებიც აკმაყოფილებენ მეორე თავის მეხუთე პარაგრაფში მოცემულ მოთხოვნებს, ჩაითვლება საკმარისად ზემოთ მოყვანილი (ა) ქვეპარაგრაფისათვის. ზემოთ მოყვანილი (ბ) ქვეპარაგრაფის მიზნებისათვის ჩაითვლება აგრეთვე, რომ ასეთი ორგანიზაციები სარგებლობენ უფლებით, განაცხადონ მათი უფლებების დარღვევის შესახებ.

წინამდებარე პარაგრაფ 2-ის დებულებები არ გამორიცხავს წინასწარი, განხილვის პროცედურის შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ეს პირობები გავლენას არ მოახდენს ადმინისტრაციული გარჩევის პროცესის ამოწურვის მოთხოვნაზე, იურიდიული გარჩევის პროცედურისაკენ ხელმეორედ ჩატარებამდე, თუკი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ მოთხოვნას ითვალისწინებს.

3. მოკვლევის იმ პროცედურებთან ერთად და მათი დარღვევის გარეშე, რომლებიც ზემოთ მოყვანილ პირველ და მეორე პარაგრაფებშია განხილული, ყოველი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენლების უფლება, გაეცნონ ადმინისტრაციულ და იურიდიულ პროცედურას, აცილება მისცენ კერძო პირებისა და სახელმწიფო ორგანოების ქმედებები და დაუდევრობები, რომლებიც გარემოს დაცვის ეროვნულ დებულებებს ეწინააღმდეგებიან, იქ, სადაც ეს აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, თუკი ასეთ კრიტურიუმებს ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა.

4. ზემოთ მოყვანილი პარაგრაფი 1-ის დამატების სახით და არა მისთვის საზიანოდ 1-ლი, მე-2 და მე-3 პარაგრაფებში აღნიშნული პროცედურები გვთავაზობენ შესატყვის და ეფექტურ ზომებს, რომლებშიც შედის დახმარება, როგორც შესაბამისი, კეთილსინდისიერი, სამართლიანი, დროული და არა უკიდურესად ძვირადღირებული ღონისძიება. ამ პუნქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გაიცემა და რეგისტრირდება წერილობითი სახით. სასამართლოთა და სხვა ორგანოთა გადაწყვეტილებები, თუკი ასეთი არსებობს, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

5. წინამდებარე მუხლის დებულებების ეფექტურობის ასამაღლებლად ყოველი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ადმინისტრაციული და იურიდიული მოკვლევის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია და განიხილოს შესატყვისი დახმარების მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხი, რათა მიღწეულ იქნეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ფინანსური და სხვა სახის დაბრკოლების გადალახვა ან შემცირება.

მუხლი 10

მხარეთა შეხვედრები

1. მხარეების პირველი კრება მოიწვევა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. შემდგომი რიგითი კრებების მოწვევა მოხდება ორ წელიწადში ერთხელ მაინც, თუკი სხვაგვარად არ იქნება გათვალისწინებული მხარეების მიერ ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იმ პირობით, რომ ამ წერილობითი მოთხოვნის შეტყობინებიდან მხარეებისათვის ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი სამდივნოს მიერ მოწვევის შესახებ მოთხოვნას ექვსი თვის განმავლობაში მხარს დაუჭერს მხარეთა მინიმუმ ერთი მესამედი.

2. კრებებზე მხარეები მათ მიერ გაკეთებული მოხსენებების საფუძველზე მუდმივად განიხილავენ წინამდებარე კონვენციის შესრულების საკითხს და ამ მიზნით:

ა) მიმოიხილავენ იურიდიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს და ზოგადად პოლიტიკას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ცვლიან ინფორმაციას ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებაში და სხვა ღონისძიებების მოგვარების საკითხში მიღებული გამოცდილების შესახებ, რომლებიც უშუალო შეხებაში არიან წინამდებარე კონვენციის მიზნებთან და რომლის მხარესაც წარმოადგენს ამ მხარეთაგან ერთი ან მეტი მხარე;

გ) ეძიებენ, სადაც ეს შესაძლებელია, შესაბამისი ECE-ს (ევროპის ეკონომიკური კომიტეტი) მომსახურებას და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების და საგანგებო კომიტეტების დახმარებას ყველა საკითხში, რომელიც წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს;

დ) ქმნიან ნებისმიერ ქვედანაყოფებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ;

ე) სადაც საჭიროა ადგენენ წინამდებარე კონვენციის ოქმებს;

ვ) მე-14 მუხლის დებულებების შესაბამისად განიხილავენ და ღებულობენ წინადადებებს წინამდებარე კონვენციის შესწორებების შესახებ;

ზ) განიხილავენ და ღებულობენ ნებისმიერ დამატებით ღონისძიებებს, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებას წაადგება;

თ) პირველ კრებაზე განიხილავენ და კონსენსუსით იღებენ თავისი და თავისი ქვედანაყოფების კრებების პროცედურულ წესებს;

ი) მათ პირველ კრებაზე მიმოიხილავენ თავიანთ გამოცდილებას მეხუთე თავის მე-9 პარაგრაფის დებულებების განხორციელების საკითხში და ადგენენ, რა ნაბიჯებია აუცილებელი ამ პარაგრაფში მითითებული სისტემის შემდგომი განვითარებისათვის, საერთაშორისო პროცესების და განვითარების მხედველობაში მიღებით, შესაბამისი დოკუმენტის შემუშავების ჩათვლით, რომელიც შეეხება დაბინძურებისაგან გათავისუფლების და მისი გადატანის რეგისტრაციულ და ინვენტარიზაციულ მასალას, რომელიც შეიძლება დანართის სახით ახლდეს წინამდებარე კონვენციას.

3. მხარეთა კრებებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე განიხილონ ფინანსური შეთანხმების დადების საკითხიც.

4. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, აგრეთვე ნებისმიერი სახელმწიფო ან რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებული ორგანიზაცია, რომელიც მე-17 თავის მიხედვით უფლებამოსილია ხელი მოაწეროს წინამდებარე კონვენციას, მაგრამ არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს, და ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იმ სფეროში მოღვაწეობს, რომლებსაც ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კრებებში დამკვირვებლის სახით.

5. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იმ სფეროში მოღვაწეობს, რასაც ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია, რომელიც ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ სამდივნოს ატყობინებს თავის სურვილს, დაესწროს მხარეთა კრებას, მიენიჭება დამკვირვებლის უფლებები იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ მხარეების ერთი მესამედი არ იქნება ამ წინადადების წინააღმდეგი.

6. ზემოთ მე-4 და მე-5 პარაგრაფების მიზნებისათვის მე-2 პარაგრაფში (თ) აღნიშნული პროცედურული წესები გვთავაზობენ დასწრების პროცედურას და სხვა შესაბამის პირობებს.

მუხლი 11

ხმის მიცემის უფლება

1. ყოველი მხარე სარგებლობს ერთი ხმით იმ შემთხვევების გარდა, რასაც ქვემოთ მოცემული მეორე პარაგრაფი ითვალისწინებს.

2. რეგიონული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზაციები, თავიანთი კომპეტენციის საზღვრებში სარგებლობენ უფლებით მისცენ იმდენი ხმა, რამდენიც მათ იმ წევრ ქვეყნებს შეესაბამება, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მხარეებს წარმოადგენენ. ასეთი ორგანიზაციები ვერ ისარგებლებენ ხმის უფლებით, თუ მათი წევრი ქვეყნები ისარგებლებენ თავისი ხმებით და პირიქით.

მუხლი 12

სამდივნო

ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი სამდივნო შეასრულებს შემდეგ სამდივნო ფუნქციებს:

ა) მხარეთა კრებების მომზადება და მოწვევა;

ბ) მხარეთათვის იმ მოხსენებებისა და ინფორმაციის მიწოდება, რომლებსაც იგი იღებს წინამდებარე კონვენციის დებულებების თანახმად;

გ) სხვა ფუნქციები , რომლებსაც მხარეები დააკისრებენ.

მუხლი 13

დანართები

წინამდებარე კონვენციის ყველა დანართი წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.

მუხლი 14

შესწორებები კონვენციაში

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შემოიტანოს წინადადება კონვენციაში შესწორების შეტანის შესახებ.

2. წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი შესწორების ტექსტი წერილობითი სახით წარედგინება ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, რომელიც აწვდის მას ყველა მხარეს იმ კრებამდე მინიმუმ ოთხმოცდაათი დღით ადრე, რომელზეც ამ შესწორების მიღებაა დადგენილი.

3. მხარეები ყველა ღონეს ხმარობენ კონვენციის ყველა შემოთავაზებულ შესწორებაზე მიაღწიონ თანხმობას კონსენსუსის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მორიგებით ამის მიღწევა შეუძლებელია, შესწორება შეიძლება მიღებულ იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების სამი მეოთხედის თანხმობის შემთხვევაში.

4. წინამდებარე კონვენციის შესწორება, რომელიც მიიღება მე-3 პარაგრაფის პირობების დაცვით, დეპოზიტარის (ნდობით აღჭურვილი პირის) მეშვეობით ეცნობება ყველა მხარეს რატიფიცირებისათვის, მოსაწონებლად ან მისაღებად. შესწორებები კონვენციაში, რომლებიც არ ფორმდებიან დანართების სახით იმ მხარეებისათვის, რომლებმაც რატიფიცირება, მოწონება ან მიღება განახორციელეს, ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ იმ რატიფიცირების, თანხმობის ან მოწონების მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს, რომლებიც ასეთი მხარეების მინიმუმ სამმა მეოთხედმა გამოაგზავნა. ამის თანახმად, ეს შესწორებები ძალაში შედის სხვა ნებისმიერი მხარისათვისაც ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც ეს მხარე ჩააბარებს თავის რატიფიცირების, მოწონების ან მიღების დოკუმენტს.

5. ნებისმიერი მხარე, რომელიც ვერ ახერხებს დაამტკიცოს შესწორება კონვენციის დანართში, ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში წერილობით აცნობოს დეპოზიტარს თანხმობის შესახებ. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა მხარეს ნებისმიერი ასეთი ცნობის შესახებ. ამ ცვლილებების მიღებით მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს თავისი წინა პასუხი. დეპოზიტართა ცვლილებების მიღების დოკუმენტის ჩატარების მომენტიდან, ამ მხარისათვის დანართის ცვლილებები ძალაში შედის.

6. იმ დღიდან თორმეტი თვის შემდეგ, როდესაც დეპოზიტარი მხარეს აწვდის შეტყობინებას, როგორც ეს მე-4 პარაგრაფშია აღნიშნული, დანართის შესწორება ძალაში შედის იმ მხარეებისათვის, რომლებმაც მე-5 პარაგრაფის მიხედვით არ წარუდგინეს შეტყობინება დეპოზიტარს შესწორების მიღების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მაქსიმუმ ერთმა მესამედმა წარადგინა ასეთი შეტყობინება.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის „დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები“ გულისხმობს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან კრებას და აძლევენ უარყოფით თუ დადებით ხმას.

მუხლი 15

შესაბამისობის განხილვა

მხარეთა კრება წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისობის დასადგენად, კონ-სენსუსის საფუძველზე ადგენს არაწინააღმდეგობრივ, არასამართლებრივ, არამედ საკონსულტაციო ხასიათის საორგანიზაციო საკითხებს. ეს გარიგებები საზოგადოების შესაბამისი მონაწილეობის საშუალებას იძლევა და შესაძლოა წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული იმ წინადადებების განხილვის შესაძლებლობასაც იძლეოდეს, რომლებსაც საზოგადოების წევრები მიაწვდიან კონვენციას.

მუხლი 16

დაცვის გადაწყვეტა

1. იმ შემთხვევაში, თუ დავა წამოიჭრება ორ ან მეტ მხარეს შორის, წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციის ან გამოყენების შესახებ, მხარეები ვალდებულნი არიან საკითხი გადაჭრან მოლაპარაკების ან სხვა ისეთი გზით, რომელიც მოდავე მხარეებისათვის მისაღები იქნება.

2. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების, ან ნებისმიერ სხვა დროს, მხარეს წერილობით შეუძლია აცნობოს დეპოზიტარს (ნდობით აღჭურვილ პირს) ,რომ იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნა გადაჭრილი პირველი პარაგრაფის მიხედვით, იგი ირჩევს ქვემოთ მოცემული დავის გადაწყვეტის ორიდან ერთს ან ორივე გზას, როგორც დავის გადაჭრის იძულებით ფორმას, იმავე ვალდებულებების მქონე მხარესთან დამოკიდებულებაში:

ა) დავის საკითხის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოში;

ბ) არბიტრაჟი II დანართში მოცემული პროცედურის მიხედვით.

3. თუ მოდავე მხარეები დავის გადაჭრის აქვე, ზემოთ მოყვანილ პარაგრაფ 2-ის ორივე გზას უჭერენ მხარს, დავის საკითხი გადაეცემა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოს, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.

მუხლი 17

ხელმოწერა

წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ხელმოსაწერად ორჰუსში (დანია) 1998 წლის 25 ივნისს, ხოლო შემდგომ ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში 1998 წლის 21 დეკემბრამდე. ხელმოწერის უფლება აქვთ ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებიც მრჩეველი ქვეყნების სტატუსით სარგებლობენ ევროპის ეკონომიკურ კომისიაში, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1947 წლის 28 მარტის ნომერ 36 (IV) დადგენილების მე-8 და მე-11 პარაგრაფების თანახმად და რეგიონულ ეკონომიკური ინტეგრაციის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ევროპის ეკონომიკური კომისიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ და, რომლებსაც კონვენცია ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ჩათვლით.

მუხლი 18

დეპოზიტარი (ნდობით აღჭურვილი პირი)

 წინამდებარე კონვენციის ნდობით აღჭურვილ პირს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

მუხლი 19

რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება და ხელმისაწვდომობა

 1. წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ახდენენ ხელმომწერი სახელმწიფოები და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები.

 2. წინამდებარე კონვენცია სახელმწიფოსათვის და მე-17 პარაგრაფში ჩამონათვალი რეგიონული ინტეგრაციის ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომია 1998 წლის 22 დეკემბრიდან.

 3. ის სახელმწიფო, რომელიც არ შედის მეორე პარაგრაფის ჩამონათვალში, ე.ი. გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფო კონვენციას გაეცნობა მხარეთა კრებაზე მისი დამტკიცების დროს.

 4. ორგანიზაცია, რომელიც მითითებულია მე-17 მუხლში და რომელიც ამ კონვენციის წევრი ხდება ისე, რომ მისი არც ერთი წევრი სახელმწიფო არ წარმოადგენს კონვენციის მხარეს, ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ყველა პირობა. თუ ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ კონვენციის მხარეს წარმოადგენს, ორგანიზაცია და მისი წევრი ქვეყნები თვითონ ინაწილებენ ვალდებულებებს, რომლებსაც კონვენცია ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია და წევრი ქვეყნები ვერ ისარგებლენ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით ერთობლივად.

 5. თავის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტში მე-17 მუხლში აღნიშნული რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები მიუთითებენ კონვენციის საკითხებში მათი კომპეტენცის დონეზე. ორგანიზაციები, აგრეთვე ვალდებულნი არიან აცნობონ გენერალურ მდივანს მათ კომპეტენციაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც.

მუხლი 20

კონვენციის ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების და მიერთების მეთექვსმეტე დოკუმენტის ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

2. ზემოთ პარაგრაფ 1-ის მიზნებისათვის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შემოიტანს რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, არ ჩაითვლება იმ დოკუმენტების დამატებით დოკუმენტად, რომლებიც შემოიტანეს ასეთი ორგანიზაციების წევრმა-სახელმწიფოებმა.

3. მე-17 მუხლში აღნიშნული ყოველი ცალკეული სახელმწიფოსა და ორგანიზაციისათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ახდენს ან უერთდება ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების მეთექვსმეტე დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან თანხმობის დოკუმენტის წარდგენიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

მუხლი 21

გამოსვლა

წინამდებარე კონვენციის ძალში შესვლიდან სამი წლის შემდეგ ნებისმიერ დროს რომელიმე მხარესთან მიმართებაში, ამ მხარეს უფლება აქვს გამოვიდეს კონვენციიდან დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ნებისმიერი ასეთი გამოსვლა ძალაშია შეტყობინებიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

მუხლი 22

სარწმუნო ტექსტები

წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის ინგლისური, ფრანგული და რუსულენოვანი ტექსტები თანაბრად სარწმუნოა, ინახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადოდ უფლებამოსილი პირი, ხელს აწერს წინამდებარე კონვენციას.

კონვენცია შედგება ორჰუსში (დანია) ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლის ოცდახუთ ივნისს.

 

დანართი 1

მე-6 მუხლის პარაგრაფ 1-ში (ა) მითითებულ საქმიანობათა ჩამონათვალი

1. ენერგოსექტორი

● ნავთობგადამამუშავებელი და აირგადამამუშავებელი ქარხნები;

● გაზიფიცირებისა და გათხევადების დანადგარები;

● თბოელექტროსადგურები და წვის სხვა დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ 50 მეგავატ ან მეტ სითბურ სიმძლავრეს;

● დაკოქსვის ღუმელები;

● ბირთვული ენერგიის სადგურების და სხვა ბირთვული რეაქტორები ასეთი სადგურების და რეაქტორების დამონტაჟებისა და დეკომისირების ჩათვლით; (იმ კვლევითი დანადგარების გამოკლებით, რომლებიც ისეთი დაშლადი და აღდგენადი მასალის გამომუშავებისა და კონვერსიისათვის გამოიყენება, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას);

● გამოყენებული ბირთვული საწვავის ხელახალი გადამუშავების დანადგარი;

● დანადგარები, რომელთა დანიშნულებაა: ბირთვული საწვავის წარმოება და გამდიდრება, გამოყენებული ბირთვული საწვავის და სხვა მაღალი აქტიობის მქონე ნარჩენების გადამუშავება; გამოყენებული ბირთვული საწვავის საბოლოო განთავსება; რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება; გამოყენეული ბირთვული საწვავის და სხვა რადიაქტიური ნარჩენების შენახვა საწარმოო ტერიტორიის გარეთ, თუ მათი შენახვა დაგეგმილია ათ წელზე მეტი ვადით.

2. ლითონების წარმოება და დამუშავება

● ლითონების მადნების (სულფიდური მადნის ჩათვლით) გამოწვის ან აგლომერაციის დანადგარები;

● თუჯის ან ფოლადის სადნობი დანადგარები (პირველადი ან მეორადი დნობის) უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, საათში 2,5 ტონის წარმადობით;

● შავი ლითონების დასამუშავებელი დანადგარები:

1. ცხლადდამუშავების ქარხნები, რომელთა წარმადობა აღემატება 20 ტონა ნედლ ფოლადს საათში;

2. სამჭედლოები გრდემლებით, რომელთა ენერგია აღემატება 50 კილოჯოულს /თითო გრდემლზე, სადაც გამოყენებული სითბური სიმძლავრე აღემატება 20 მეგავატს;

3. დამცავი ლითონის ფენის დაფარვა ფოლადის მიწოდებით, რომლებიც აღემატება 2 ტონას/სთ;

● შავი ლითონის სადნობები, რომელთა წარმადობა დღეში 20 ტონას აღემატება;

● დანადგარები;

1. მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორადი ნედლეულიდან უჟანგავი ფერადი ლითონების საწარმოებლად;

2. დანადგარები ფერადი ლითონების დნობისათვის და შენადნობთა მიღებისათვის, /აღდგენილი პროდუქციის ჩათვლით/ (გაწმენდა, რაფინირება, სადნობი ცნობა და სხვა) წარმადობით, რომელთა წარმოებლობა აღემატება დღეში 4 ტონას კადმიუმისა და ტყვიისათვის ან 20 ტონას ყველა სხვა ლითონისათვის;

● ნაგებობები ლითონის და პლასტიკური მასალის ზედაპირული წმენდისათვის ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესის გამოყენებით, სადაც დასამუშავებელი ცისტერნის მოცულობა აღემატება 30 კუბურ მეტრს.

3. მინერალური ნედლეულის მრეწველობა

● დანადგარების ცემენტის კლინკერის საწარმოებლად, მბრუნავ გამოსაწვავ ღუმელებში, რომელთა წარმადობა აღემატება 500 ტონას დღეში ან კირის საწარმოებლად მბრუნავ გამოსაწვავ ღუმელებში 50 ტონაზე მეტი წარმადობით ან სხვა ღუმელებში, რომელთა წარმადობაც აღემატება 50 ტონას დღეში;

● ასბესტის და აზბესტშემცვლელი პროდუქციის საწარმოო დანადგარები;

● მინის და მინის ბოჭკოს მწარმოებელი საწარმოები დღეში 20 ტონაზე მაღალი ლღობის წარმადობით;

● ნაგებობები მინერალური ნივთიერებების სალღობად მინერალური ბოჭკოს წარმოების ჩათვლით დღეში 20 ტონაზე მაღალი წარმადობით;

● კერამიკული პროდუქციის გამოწვის საწარმოთა დანადგარები, კერძოდ კი კრამიტის, აგურის, რეფრაქტორული აგურის, ფილების, ქვის ან ფაიფურის ნაწარმის საწარმოები, რომელთა წარმადობა დღეში 75 ტონას და/ან გამოწვის წარმადობით, რომელიც აღემატება 4 კუბურ მეტრს, ხოლო ერთ ღუმელში ჩატვირთვის წარმადობა უდრის 300 კგ/კუბ.მეტრზე.

4. ქიმიური მრეწველობა

ამ პარაგრაფის საქმიანობის კატეგორიების ფარგლებში წარმოება გულისხმობს სამრეწველო მასშტაბებში წარმოებას იმ მასალების ან მასალათა ჯგუფების ქიმიური დამუშავებით, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ა)–ზ) პარაგრაფებში:

ა) ქიმიური დანადგარები, რომლებიც გამოიყენება ისეთი ძირითადი ორგანული ნაერთების მისაღებად, როგორებიცაა, მაგალითად:

● მარტივი ნახშირწყალბადები (სწორხაზოვანი ან ციკლური, ნაჯერი ან უჯერი, ალიფატური ან არომატული);

● ჟანგბადის შემცველი ნახშირწყალბადები, მაგალითად, სპირტი, ალდეჰიდები, კეტონები, კარბოქსილის მჟავები, მარტივი ეთერები, აცეტატები, რთული ეთერები, ზეჟანგები, ეპოქსიდური ფისები;

● გოგირდოვანი ნახშირწყალბადები;

● აზოტოვანი ნახშირწყალბადები, როგორიცაა ამინები, ამიდები; აზოტოვანი ნაერთები, ნიტრო ნაერთი ან ნიტრატები, ნიტრიტები, ციანიდები, იზოციანიდები;

● ფოსფორშემცველი ნახშირწყალბადები;

● ჰალოგენური ნახშირწყალბადები;

● მეტალორგანული ნაერთები;

● ძირითადი პლასტიკური მასალები (პოლიმერები, სინთეზური ბოჭკო და ცელულოზის საფუძველზე დამზადებული ბოჭკო);

● სინთეზური კაუჩუკი /რეზინით;

● საღებავები და პიგმენტები;

● ზედაპირული აქტიური ნივთიერებები და ზედაპირული აქტიური ნაერთები.

ბ) ქიმიური დანადგარები ძირითადი არაორგანული ნაერთების მისაღებად:

● ფტორწყალბადი, ნახშირჟანგი, გოგირდნაერთები, აზოტის ჟანგები, წყალბადი, აირები, როგორიცაა ამიაკი /ნიშადურის სპირტი, ქლორი ან ქლორწყალბადი. ფტორი ან გოგირდორჟანგი, ფოსგენი;

● მჟავები, მაგალითად, ქრომმჟავა, ფტორწყალბადმჟავა, ფოსფორმჟავა, ძმარმჟავა, ქლორწყალბადმჟავა, გოგირდმჟავა, ოლეუმი, გოგირდოვანი მჟავები;

● ტუტეები, როგორიცაა ამონიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი;

● მარილები, როგორიცაა ამონიუმის ქლორიდი, კალიუმქლორიდი, კალიმკარბონატი, ნატრიუმკარბონატი; პერბორატი, ვერცხლის ნიტრატი;

● არამეტალები, მეტალისჟაგები ან სხვა არაორგანული ნაერთები მაგ: კალციუმის კარბიდი, სილიკონი, სილიკონის კარბიდი;

● ქიმიური დანადგარები ფოსფოროვანი, აზოტოვანი და კალიუმის სასუქების საწარმოებლად (მარტივი და რთული სასუქები);

● ქიმიური დანადგარები ძირითადი მცენარეული პროდუქციისა და ბიოციდების დასამზადებლად;

● დანადგარები, რომლებშიც ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს იყენებენ ძირითადი ფარმაკოპროდუქციის მისაღებად;

● ქიმიური დანადგარები, რომლებიც გამოიყენება ასაფეთქებელი მასალის საწარმოებლად;

● ქიმიური დანადგარები, სადაც ქიმიური და ბიოლოგიური გადამუშავება გამოიყენება როგორც ცილოვანი კვების დანამატების წარმოებისათვის, ასევე ფერმენტებისა და სხვა ცილოვანი ნივთიერებების მისაღებად.

5. ნარჩენების მართვა

● დანადგარები მავნე ნარჩენების დასაწვავად, აღსადგენად ქიმიური დამუშავებისთვის და სახიფათო ნარჩენების დასამარხად;

● დანადგარები საყოფაცხოვრებო ნარჩენების დასაწვავად, საათში 3 ტონაზე მეტი წარმადობით;

● დანადგარები არასახიფათო ნარჩენების განთავსებისათვის, დღეში 50 ტონაზე მეტი წარმადობით;

ნაგავსაყრელი, რომელიც დღეში 10 ტონაზე მეტ ნარჩენს მიიღებს ან რომლის საერთო ტევადობა 25 000 ტონას აღემატება (ინერტული ნარჩენის გამოკლებით).

6. ნახმარი წყლის გამწმენდი ნაგებობები 150 000-იანი მოსახლეობის შესაბამის წარმადობით.

7. სამრეწველო ქარხნები:

● ხის მასალიდან ან სხვა მსგავსი ბოჭკოვანი მასალიდან ცელულოზის საწარმოებლად;

● ქაღალდის და მუყაოს წარმოება დღეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით;

 

8.

● შორმანძილიანი სარკინიგზო ხაზებისა და აეროპორტების მშენებლობა, რომელთა ძირითადი ასაფრენი ბილიკი 2100 მეტრი და მეტი სიგრძისაა;

● სამანქანო და ექსპრესგზების მშენებლობა;

● ოთხ და ხუთრიგიანი ახალი გზების მშენებლობა ან არსებული ორ ან ნაკლებრიგიანი გზების აღდგენა და /ან გაფართოება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ოთხი ან მეტი რიგი და ახალი ან გადაკეთებული და გაფართოებული გზის მონაკვეთი მთლიანად 10 კმ ან მეტი სიგრძის იყოს;

9.

● შიდასამდინარო გზები და საზღვაო პორტები შიდასაწყლოსნო მოძრაობისათვის 1350 ტონა და მეტი წყალწყვის ტრანსპორტისათვის;

● სავაჭრო პორტები, მისადგომები დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ხმელეთთან და სხვა პორტებთან /გარდა საბორნე მისადგომებისა/ 1350 ტონაზე მეტი წყალწყვის ტრანსპორტისათვის.

10.

მიწისქვეშა წყლების ამოსატუმბი ან მიწისქვეშა წყლების ხელოვნური შევსების სქემები, სადაც წლიური ამოსატუმბი ან ჩასატვირთი წყალი უდრის ან აღემატება 10 მილიონ კუბურ მეტრს.

11.

● სამუშაოები წყლის რესურსების გადასასროლად მდინარეთა აუზებს შორის, როდესაც წყლის გადატანა ხდება წყლის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად და როცა გადასროლილი წყლის მოცულობა აღემატება 100 მილიონ კუბურ მეტრს წელიწადში;

● ყველა სხვა შემთხვევაში, წყლის რესურსების გადასასროლად მდინარეთა აუზებს შორის, როდესაც აუზის მრავალწლიური საშუალო ჩამონადენი აღემატება 2000 მილიონ კუბურ მეტრ წყალს წელიწადში და სადაც გადატანილი წყლის მოცულობა ამ ნაკადის 5%-ს აღემატება.

ორივე შემთხვევაში მილებით სასმელი წყლის გადატანა გამორიცხულია.

12. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება კომერციული მიზნით, სადაც მოპოვებული პროდუქციის მოცულობა აღემატება 500 ტონას დღეში, ნავთობის შემთხვევაში, ხოლო აირის შემთხვევაში კი 500 000 კუბურ მეტრს დღეში.

13. ჯებირები/კაშხლები და სხვა ნაგებობები, რომლებიც წყლის შესაკავებლად ან დასაგროვებლად გამოიყენება, სადაც ახალი ან დაგროვებული წყალი 10 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება.

14. მილსადენები აირის, ნავთობის ან ქიმიური ნაერთების გადასატანად, რომელთა დიამეტრი 800 მმ აღემატება და რომელთა სიგრძე 40 კმ–ზე მეტია.

15. ნაგებობები, რომლებიც განკუთვნილია ფრინველის ან ღორის ინტენსიური გამრავლებისათვის;

1) ფრინველისათვის 40 000-ზე მეტ ადგილზე;

2) გოჭებისათვის 2 000-ზე მეტ სულზე (30კგ-ს ზემოთ);

3) ღორებისათვის 750-სადგომიანი.

16. მაღაროები და კარიერები, სადაც ღია წესით მოპოვების ადგილის ზედაპირი აღემატება 25 ჰექტარს ან მიწისქვეშა მოპოვება, სადაც სამთო-სამუშაოების გავლენის ზონა აღემატება 150 ჰექტარს.

17. მიწისზედა 220 კვ ან მეტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აგება, როდესაც ხაზის სიგრძე აღემატება 15 კმ-ს.

18. ნავთობის, ნავთობპროდუქტების ან ქიმიური პროდუქციის შესანახი სათავსოები, 200 000 ტონაზე მეტი წარმადობით.

19. სხვა საქმიანობა:

● ქარხნები ან დანადგარები წინასწარი დამუშავებისათვის /ბოჭკოს ან ქსოვილის გაწმენდა, გაუფერულება, მერსერიზაცია ან შეღებვა/, სადაც წარმადობა დღეში 10 ტონას აღემატება;

● ტყავის, ან ჩლიქების დამამუშავებელი ფაბრიკები, სადაც დამუშავებული მზა პროდუქცია დღეში 12 ტონას აღემატება.

ა) სასაკლაო 50 ტონაზე მეტი წარმადობით;

ბ) დამუშავება, რომელიც გულისხმობს კვების პროდუქტების წარმოებას ქვევით ჩამონათვალი მასალიდან.

1. ცხოველური წარმოშობის მასალიდან (რძის გამოკლებით) დღეში 75 ტონაზე მეტი საბოლოო მზა პროდუქციის მიღებით.

2. მცენარეული წარმოშობის ნედლეულიდან დღეში 300 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის მიღებით (საშუალო სიდიდის გაანგარიშება კვარტალურ საწყისებზე დაიანგარიშება);

გ) რძის დამუშავება, როდესაც მიღებული რძის რაოდენობა აღემატება 200 ტონას დღეში (საშუალო სიდიდე დაიანგარიშება წლიური მონაცემების საფუძველზე).

● დანადგარები საქონლის და ცხოველური ნარჩენების მიწოდებისა და გადამუშავებისათვის, როდესაც გადამუშავების წარმადობა დღეში 10 ტონას აღემატება;

● დანადგარები ნივთიერებების, ობიექტების ან პროდუქტების პირველადი დამუშავებისათვის ორგანული გამხსნელების მეშვეობით, კერძოდ კი დაკვლა-გამოშიგვნისათვის; მოსახატად, დასაფარად, ცხიმის საფარის მოსაცილებლად, წყლის მიმართ მდგრადობის მისაცემად, აზომვისათვის, შეღებვისათვის, გაწმენდისა და გაჟღენთისათვის, 150 კგ-ზე მეტი ოდენობით მოთხოვნისას დღეში ან წელიწადში 200 ტონაზე მეტი მოთხოვნისას;

● დანადგარი ნახშირის ელექტროდის (ძნელად წვადი ნახშირის) ან ელექტროგრაფიტის მიღებისათვის წვის ან გრაფიტირების საშუალებით.

20. ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც არ ითვალისწინებს პარაგრაფები 1-19, სადაც ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა გათვალისწინებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში.

21. მე-6 მუხლის 1(ა) პარაგრაფი არ შეეხება ზემოაღნიშნულ პროექტებს, რომლებიც მხოლოდ ახალი მეთოდების ან პროდუქციის კვლევის, განვითარების და გამოცდისათვის იქნება გამოყენებული მინიმუმ ორ წლამდე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათ შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიონ გარემოსა და ჯანმრთელობაზე.

22. საქმიანობაში ნებისმიერი ცვლილება ან მისი გახანგრძლივება, როდესაც ასეთი ცვლილება ან გახანგრძლივება თავისთავად ჯდება იმ ზღვრებში, რომლებიც წინამდებარე დანართშია ნაგულისხმევი, ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლის პარაგრაფ 1(ა)-ს მოთხოვნებს. საქმიანობის ნებისმიერი სხვაგვარი ცვლილება ან გახანგრძლივება დაექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლის პარაგრაფი 1(ბ)-ს მოთხოვნებს.

 

შენიშვნები:

 

1. ბირთვული ელექტროსადგურები ან სხვა ბირთვული რეაქტორები აღარ ჩაითვლება ასეთ დანადგარებად, თუ მთელი ბირთვული საწვავი და სხვა რადიოაქტიური ნარჩენები სისტემატურად გააქვთ ნაგებობის ზონიდან.

2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის „აეროპორტი“ ნიშნავს ისეთ აეროპორტს, რომელიც ეთანადება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციას, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის შესახებ (დანართი 14).

3. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის „ექსპრესგზა“ ნიშნავს ისეთ გზას, რომელიც აკმაყოფილებს განსაზღვრებას, მოცემულს 1975 წლის 15 ნოემბრის ევროპის ხელშეკრულებაში, რომელიც შეეხება მთავარ საერთაშორისო სატრანსპორტო არტერიებს.

 

 

დანართი 2

 

არბიტრაჟი

 

1. თუ წინამდებარე კონვენციის მე-16 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად დავა განსახილველად იქნა გადაცემული, მხარე ან მხარეები ვალდებულნი არიან აცნობონ სამდივნოს სადავო საკითხის არსის შესახებ და კერძოდ კი ხაზი გაუსვან იმას, თუ ამ კონვენციის რომელი მუხლის ინტერპრეტირებაზე ან გამოყენებაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები, სამდივნო მიღებულ ინფორმაციას გადასცემს წინამდებარე კონვენციის ყველა მხარეს.

2. საარბიტრაჟო სასამართლო სამი წევრისგან უნდა შედგებოდეს. მომჩივანი, მოპასუხე მხარე ან მხარეები ირჩევს თითო არბიტრს (მომრიგებელს), ხოლო არჩეული ორი არბიტრი კი ირჩევს მესამეს, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის ფუნქციას შეასრულებს. ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს არც ერთი მხარის ეროვნებისა, მას არ უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, არ უნდა იყოს რომელიმე მხარის თანამშრომელი და არ უნდა ჰქონდეს საქმე რომელიმე მათგანთან რაიმე მიმართებით.

3. თუ საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი ვერ დაინიშნება მეორე არბიტრის დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ევროპის ეკონომიკური კომისიის მდივანი დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით ნიშნავს პრეზიდენტს ორი თვის ვადაში.

4. თუ რომელიმე მხარე არ აირჩევს არბიტრს მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის ვადაში, მეორე მხარეს შეუძლია აცნობს ამის შესახებ ევროპის ეკონომიკური კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია დანიშნოს პრეზიდენტი შემდგომი ორი თვის განმავლობაში. დანიშვნისთანავე საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი სთხოვს მხარეს, რომელმაც არ აირჩია არბიტრი, აირჩიოს იგი ორი თვის ვადაში. თუ ეს მხარე ვერ აირჩევს არბიტრს ამ პერიოდში, პრეზიდენტი აცნობებს ამის შესახებ ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა შემდგომი ორი თვის ვადაში.

5. საარბიტრაჟო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას საერთაშორისო კანონისა და წინამდებარე კონვენციის თანახმად იღებს.

6. ნებისმიერი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც წინამდებარე დანართის პირობების მიხედვით ინიშნება თავის პროცედურულ კანონებს/წესებს შეიმუშავებს.

7. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორც პროცესუალურ, ასევე საკითხთან დაკავშირებით, მისი წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღება.

8. სასამართლომ ყველა დაშვებული ხერხი უნდა იხმაროს ფაქტების დასადგენად.

9. მოდავე მხარეები ვალდებულნი არიან შეუმსუბუქონ საარბიტრაჟო სასამართლოს შრომა, კერძოდ კი გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება:

ა) მიაწოდონ მას სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია და უზრუნველყონ პირობებით;

ბ) მისცენ მას საშუალება, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახონ მოწმეები და ექსპერტები და მიიღონ მათგან ჩვენებები;

10. მხარეები და არბიტრები დაიცავენ მათ მიერ საარბიტრაჟო სასამართლოს დროს საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

11. საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, რომელიმე მხარის მოთხოვნით, შესთავაზოს მხარეებს დაცვის დროებითი ზომები.

12. თუ რომელიმე მოდავე მხარე არ გამოცხადდება ტრიბუნალის წინაშე ან ვერ შეძლებს დაიცვას თავისი ინტერესები, მეორე მხარეს უფლება აქვს სთხოვოს ტრიბუნალს გააგრძელოს პროცესი და გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება. მხარის არგამოცხადება ან უუნარობა დაიცვას თავისი ინტერესები არ წარმოადგენს პროცესისათვის ხელშემშლელ პირობას.

13. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მოისმინოს და დაადგინოს საპასუხო პრეტენზიები, რომლებიც დავის საკითხის გარკვევისას წარმოჩინდება.

14. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საარბიტრაჟო სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს საკითხს დავის საგანთან დაკავშირებული პირობების გამო, სასამართლოს ხარჯებს მისი წევრების გასამრჯელოს ჩათვლით თანაბრად გაინაწილებენ მოდავე მხარეები, სასამართლო ვალდებულია აწარმოოს ყველა თავისი ხარჯის აღრიცხვა და წარუდგინოს მხარეებს მისი საბოლოო ანგარიში.

15. წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ მხარეს, რომელიც დაინტერესდება დავის საკითხის სამართლებრივი ხასიათით და რომელზედაც ტრიბუნალის გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს, შეუძლია ჩაერიოს პროცესში სასამართლოს თანხმობით.

16. საარბიტრაჟო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილება გამოაქვს მისი დანიშვნიდან 5 თვის ვადაში, თუკი იგი არ ჩათვლის აუცილებლად გააგრძელოს დადგენილი დრო პერიოდით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.

17. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს მიზეზთა დასაბუთება. იგი საბოლოოა და დავის ორივე მხარისათვის სავალდებულო. საარბიტრაჟო სასამართლო ატყობინებს მოდავე მხარეებს და სამდივნოს ამ გადაწყვეტილებას. სამდივნო კი თავის მხრივ ამ ინფორმაციას მიაწვდის წინამდებარე კონვენციის ყველა მხარეს.

18. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის მიღებული გადაწყვეტილების ინტერპრეტირებასა და აღსრულებაზე, მხარეებმა შეიძლება გადასცენ იმ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გადასცენ სხვა ტრიბუნალს, რომელიც იმგვარად და იმავე მიზნებისთვისაა შექმნილი, რისთვისაც პირველი სასამართლო შეიქმნა.