„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016162
  • Word
85
17/02/2011
ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
140080000.08.002.016162
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №85

2011 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს ცვლილება და 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, საქალაქო სატელეფონო ქსელში აბონენტად რეგისტრაციის და სააბონენტო გადასახადის (საერთაშორისო და საქალათაშორისო საუბრების გარდა), ბუნებრივი აირის, წყლის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

შენიშვნა: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ბინის ქირის 50%-ს ანაზღაურებს, თუ მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ძირითად სამუშაო ადგილზე არ აქვს საცხოვრებელი ფართობი.“;

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი