,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016161
  • Word
84
16/02/2011
ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
010340000.08.002.016161
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №84

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) №1 დანართის ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს და თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახური) უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს, ამავე სამსახურის პროტოკოლის სამმართველოს მოხელეებს;”;

) №2 დანართის ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახური) მოხელეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა უმეტეს 10 თანამშრომელს – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინების საფუძველზე;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი