დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 16/11/1999 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/05/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000283 |
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და , მეორეს მხრივ, საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა
შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი
ეყრდნობიან რა 1994 წლის 21 იანვარს პარიზში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას „ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“;
ითვალისწინებენ რა 1997 წლის 3 თებერვალს პარიზში ხელმოწერილ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „კულტურული, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“;
ხაზს უსვამენ რა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირების განმტკიცებისათვის მათი წარსული და თანამედროვე ისტორიისა და კულტურის ურთიერთგაცნობის მნიშვნელობას;
მიაჩნიათ რა, რომ ორივე ქვეყნის არქივების გაცნობის საშუალება მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთგაცნობისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები განავითარებენ არქივების სფეროში თანამშრომლობას, მათი ეროვნული კანონმდებლობის დაცვით და მათი საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში.
მუხლი 2
ისინი ხელს შეუწყობენ ყველა სახის თანამშრომლობას ორი ქვეყნის კომპეტენტურ საარქივო ორგანიზაციებს შორის:
-საქართველოს მხრიდან – საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი;
-საფრანგეთის რესპუბლიკის მხრიდან – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებისა და დოკუმენტაციების განყოფილება და საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროს საფრანგეთის არქივების განყოფილება.
მუხლი 3
თანამშრომლობა მიიღებს შემდეგ სახეს:
-დოკუმენტაციის გაცვლა;
-ერთობლივი პუბლიკაციები;
-გამოფენები;
-არქივების შენახვისა და რესტავრაციის სპეციალისტების გაცვლა, ისევე როგორც მათი გამოყენება და წარმოჩენა;
-მკვლევართა გაცვლა;
-საარქივო განათლება.
მუხლი 4
ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გაცვლების პრაქტიკული მხარეები დადგინდება დიპლომატიური გზით. საჭიროების შემთხვევაში, ეს გაცვლები განხორციელდება ქართულ და ფრანგულ კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის ცალკეული შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 5
წინამდებარე შეთანხმება დადებულია 5 წლის ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება მომდევნო 5 წლით. შეთანხმება დენონსირებულად ჩაითვლება თითოეული მხარის მიერ ამ გადაწყვეტილების შესახებ მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ.
ხელმოწერილია პარიზში, 1999 წლის 20 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე.
ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა.
| საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია)
| საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები