ურიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ

  • Word
ურიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 09/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 14/06/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.000.000018
  • Word
-
14/06/1993
გაურკვეველი, -, 09/12/1997
000000430.00.000.000018
ურიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, რომლებსაც შემდგომში „მხარეები“ ეწოდებათ,

ხაზს უსვამენ რა, რომ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ხელს უწყობდა და მომავალშიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლობის გაღრმავებას;

სწამთ რა, რომ ერთი სახელმწიფოს დიპლომატიური აგენტების მეორე სახელმწიფოში ყოფნა ამ სახელმწიფოების ხალხთა ურთიერთგაგებას უწყობს ხელს;

ადასტურებენ რა თავიანთ მოვალეობებს მკაცრად დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის დებულებანი;

ისწრაფვიან რა განახორციელონ მოვალეობები ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ფარგლებში გადაადგილების თავისუფლების შესახებ, მიაღწიეს შემდეგ შეთანხმებას:

(1) (ა) დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 26-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე მეორე მხარის დიპლომატიური მისიის ყველა წევრს მიანიჭებს საკუთარ ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილების უფლებას;

(ბ) ისინი არ მოითხოვენ გადაადგილების თაობაზე წინასწარ თანხმობას ან შეტყობინებას.

(2) შეზღუდვა და აკრძალვა შეეხება მხოლოდ სპეციფიკურ ობიექტებსა ან სამხედრო ბაზებში შესვლას, აგრეთვე შესასვლელად აკრძალულ სხვა ადგილებს.

(3) (1) დ (2) პარაგრაფების დებულებანი დიპლომატიური მისიის წევრების შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ ასევე ეხება საქართველოს რესპუბლიკისა და გაერთიანებული სამეფოს სხვა მოქალაქეებს, კერძოდ, პოლიტიკური, სამოქალაქო და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, ტურისტებს და ა.შ., რომლებიც ცხოვრობენ ან ვიზიტით იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე.

(4) იმის მიუხედავად, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-11 მუხლში სხვაგვარად არის მითითებული, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ დააწესებს შეზღუდვას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური მისიის პერსონალის რიცხვზე, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არ შეზღუდავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის პერსონალის რაოდენობას.

(5) ამ მემორანდუმით შეზღუდული არ არის რომელიმე მხარის უფლება საკუთარ ტერიტორიაზე შესვლისათვის სავიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე.

(6) ამ მემორანდუმის დებულებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება მესამე ქვეყნის წინაშე რომელიმე მხარის მოვალეობებს და ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული.

(7) ამ მემორანდუმის მოქმედება შეიძლება შეწყვიტოს ნებისმიერმა მხარემ იმ პირობით, რომ ამის შესახებ მეორე მხარს არა უგვიანეს სამი თვით ადრე შეატყობინებს.

(8) ეს მემორანდუმი ძალაში შევა ხელმოწერისთანავე.

აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობების შეთანხმებას.

ხელმოწერილია 1993 წლის ქ. თბილისში ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)