შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 16/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000279
  • Word
11/11/1997
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000279
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებული, ადასტურებენ რა თავის მისწრაფებას ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის თავისუფალი განვითარებისაკენ, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ ინტეგრაციულ ეკონომიკურ კავშირებს, აღიარებენ რა, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას, ადასტურებენ რა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მხარადაჭერას ვაჭრობაზე და ტარიფებზე გენერალური შეთანხმებისა (GATT) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) პრინციპებისადმი, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა თანასწორუფლებიანობის, ურთიერთხელსაყრელობისა და დაინტერესებულობის პრინციპებით, განავითარებენ და გაფართოებენ სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებს შორის სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს მათი საკუთრების ფორმების დამოუკიდებლად, პირდაპირი სამეურნეო კავშირების საფუძველზე მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით.

თითოეული მხარე თავს იკავებს იმ ქმედებებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ეკონომიკური ზარალის მიყენება მეორე მხარისათვის.

    მუხლი 2

1. მხარეები არ იყენებენ ექვივალენტური მოქმედების მქონე საბაჟო გადასახადებს, ბეგარასა და ასაკრებლებს, საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ასაკრებლების გამოკლებით, აგრეთვე რაოდენობრივ შეზღუდვებს საქონლის ექსპორტსა და/ან იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ–ერთი მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის. მოცემული სავაჭრო რეჟიმიდან საქონლის შეთანმხებული ნომენკლატურის მიხედვით ამოღებები ყოელწლიურად ფორმდება ოქმით.

2. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მხარეები ყოველწლუირად შეიმუშავებენ და ათანხმებენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებათა საერთო ჩამონათვალს, აგრევე აღნიშნულ ამოღებათა გამოყენების მეთოდებს.

3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედეის პერიოდის განმავლობაში მხარეების სახელმწიფთა საბაჟო ტერიტორიებიდან წარმოშობილ საქონელში იგულისხმება საქონელი, რომელიც დადგენილია წარმომშობი ქვეყნის განსაზღვრის წესებით, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 3

თითოეული მხარე არ განახორციელებს:

- ამ შეთანხმების მოქმედების ქვეშ მოხვედრილი საქონლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაბეგვრას შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყნებში წარმოშობილი საქონელი;

- მეორე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის საწყობებში მოთავსების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთე ანგარიშსწრებისა და გადარიცხვის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება საკუთარი საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ.

    მუხლი 4

მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გამოყენებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტსა და/ან იმპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვების ან ექვივალენტური ღონისძიებების შემოღებისაგან.

მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივად დაადგინონ რაოდენობრივი ან სხვა რაიმე სპეციალური შეზღუდვები, მაგრამ მხოლოდ ზომიერ ფარგლებში და მკაცრად განსაზღვრული ვადით.

მოცემულ შეზღუდვებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული ხასიათი და შეიძლება გამოყენებულიქნენ მხოლოდ GATT–სა და WTO–ს ფარგლებში მიღებული შეთნხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მხარე, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე მხარეს სრულ ინფორმაციას ხსენებული შეზღუდვების შემოღების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების სავარაუდო ვადების შესახებ; რომლის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები.

ამ მუხლის პირველ აბზაცში ნახსენები რაოდენობრივი შეზღუდვები, ასევე შეიძლება დადგინდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ყოველწლიურად გაფორმდეს ოქმით.

    მუხლი 5

მხარეები არ დაუშვებენ საქონლის არასანქცირებულ რეექსპორტს, რმოელთა ექსპორტის მიმართაც მათი წარმოშობის მხარე იყენებს სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ზომებს.

მხარეები გაცვლიან საქონელთა სიას, რომელთა მიმართაც გამოიყენება სატარიფო და არასატარიფო რეგულირების წესები.

ასეთი საქონლის რეექსპორტი მესამე ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს ხოლოდ წერილობითი თანხმობითა და იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც არის ამ საქონელის წარმოშობის ქვეყანა. ამ დებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარე, რომლის ინტერესებიც დაირღვა, უფლებამოსილია ცალმხრივად შემოიღოს ზომები საქონლის გაზიდვის რეგულირებისათვის იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დაუშვა არასანქცირებული რეექსპორტი. არასანქცირებული რეექსპორტის შემთხვევაში საქონლის წარმოშობის მხარეს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზარალის კომპენსაცია და გამოიყენოს სანქციები;

ამ მუხლში რეექსპორტის ქვეშ იგულისხმება საქონლის გატანა, რომელიც წარმოშობილია ერთი მხარის საბაჟო ტერიტორიიდან, მეორე მხარის მიერ ამ უკანასკნელის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყანაში ექსპორტის მიზნით.

    მუხლი 6

მხარეებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ანგარიშსწორება და გადახდა უნდა განხორციელდეს მხარეების უფლებამოსილ ბანკებს შორის ანგარიშსწორების ორგანიზაციის შესახებ ბანკთაშორისი შეთანხმების შესაბამისად.

    მუხლი 7

მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას – კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაბეგვრის, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის საკითხებზე, სხვა საფინანსო მომსახურების, სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებზე, საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით.

მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.

მხარეთა უფლებამოსილი ორგანოეი ათანხმებენ ამგვარი ინფორმაციის გაცვლის წესს. ამ მუხლის დებულებები არ იქნებიან:

განმარტებულნი, როგორც ნებისმიერი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა ვალდებულება წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნას კანონმდებლობით ან ერთ–ერთი მხარის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის დროს;

საფუძველი ინფორმაციის წარსადგენად, რომელმაც შეიძლება გახსნას რომელიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლო, ან სხვა ინფორმაცია, რომელთა გახსნა ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

    მუხლი 8

მხარეები ამ შეთანხმების მიზნებისათვის შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან კერძოდ, მაგრამ არა გამონაკლისად მისი შემდეგი მეთოდები, კერძოდ:

- ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის ზოგადი მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკურენცია, ან დაარღვიონ მისი პირობები მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე;

- მოქმედებები, რომელთა მეშვეობით ერთი ან რამდენიმე საწარმო იყენებს რა თავის დომინირებულ მდგომარეობას ზღუდავს კონკურენციას მხარეების მთელ, ან მხარის სახელმწიფო ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე;

    მუხლი 9

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატრიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისათვის, საბაჟო პროცედურების ჩატარებისათვის მხარეები გამოიყენებენ ერთიანი ცხრანიშნა საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის ნომენკლატურას /TH BED/, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერასა და საქონლის კოდირებსი ჰარმონიზირებულ სისტემაზე და ევროპის ეკონომიკური გაეთრაიენბის კომბინირებულ სატარიფო–სტატისტიკურ ნომენკლატურაზე. ამასთანავე, მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის განვითარებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც.

სავაჭრო ნომენკლატურის საეტალონო პირის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმომადგენლობების მეშვეობით.

    მუხლი 10

მხარეები თანახმანი არიან მასზედ, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის განაწილებისა და კოოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს.

ამასთან დაკავშირებით, ყოველი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ამ საქონლის დაუბრკოლებელ ტრანზპტს, რმოელიც წარმოშობილია მეორე მხარი და/ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მხარის და/ან ნებისმიერი მესამე ქვეყნისთვის, და მიაწოდებს ექსპორტიორებს, იმპოტიორებს ან გადამზიდველებს ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის არსებულ ყველა საჭირო საშუალებასა და მომსახურეობას, რომლის შეთავაზების პირობები არ იქნებაუარესი, ვიდერ პირობები, რომლებსაც სთავაზობენ იგივე სახის მომსახურებისა და საშუალებებისათვის, საკუთარ ან ნებისმიერ მესამე ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და გადამზიდავებს.

მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე ტვირთის გავლის წესი და პირობები რეგულირდება გადაზიდვების საერთაშორისო წესების შესაბამისად.

    მუხლი 11

ეს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის უფლებას, მიიღოს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც იგი თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან, რომლებიც ნამდვილად აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელეშკრულებების შესრულებისათვის, რომლის მონაწილეთაც იგი ითვლება ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ზომები ეხება:

- ეროვნული თავდაცვის ინტერესებს;

- იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას;

- თავდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებულ წარმოებებისათვის კვლევას;

- იმ მასალებისა და დანადგარების მიწოდებას, რომელთა გამოყენება ხდება ბირთვულ მრეწველობაში;

- საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

- ინტელექტუალური ან სამრეწველო საკუთრების დაცვას;

- ოქროს, ვერცხლს ან სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებს;

- ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.

    მუხლი 12

მესამე ქვეყნების მიმართ საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მიზნით, მხარეები ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს და მიიღებენ ურთიერთშეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.

    მუხლი 13

ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან მხარეთა შორის ადრე დადებული ორმხრივი შეთანხმებების დებულებებს იმ ზომით, რომლითაც ისინი შეუთავსებელია მათთან, ან მათი იდენტურია.

    მუხლი 14

მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მოლაპარაკების გზით.

მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონლიფქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობაში.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მის ტერიტორიაზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესრულების აღიარებისა და განხორციელებისათვის.

    მუხლი 15

აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა თანხმობით, შეთანხმებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 16

ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებების ურთიერთგაცვლის თარიღიდან და ძალაში დარჩება ექვსი თვის გასვლამდე იმ დღიდან, როდესაც ერთ–ერთი მხარე წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შეთანხმების დებულებები მისი შეწყვეტის დღიდან გამოიყენება ორივე სახელმწიფოს საწარმოებისა და ორგანიზაციების კონტრაქტების მიმართ, რომლებიც დადებულია, მაგრამ არ არის შესრულებული მისი მოქმედების პერიოდში, არა უმეტეს ხუთი წლისა.

შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის 11 ნოემბერს ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, ყაზახურ, რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ამ შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით