ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000278
  • Word
11/11/1997
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000278
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ხელშეკრულება

საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,

ისწრაფვიან რა კეთილმეზობლური ურთიერთჴბების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისათვის;

სურთ რა განავითარონ ორმხრივი ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობა;

ანიჭებენ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავიანთ ქვეყნებში ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარებას, როგორც ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკების ფაქტორს, და აცნობიერებენ რა აღნიშნული სფეროს განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების განვითარებისათვის;

ითვალისწინებენ რა ხელშემკვრელ მხარეთა ორმხრივ დაინტერესებას ნახშირწყალბადური რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მარაგების ზრდაში, დაზვერვის, დამუშავების, მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, ასევე ნახშირწყალბადების და მათი გადამუშავების პროდუქტების რეალიზაციის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის პირობების შექმნაში;

აღიარებენ რა ყაზახეთის რესპუბლიკის მისწრაფებას განავითაროს საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ნახშირწყალბადური რესურსების ტრანსპორტირების საიმედო და ეფექტური გზები;

მხედველობაში იღებენ რა საქართველოს წინადადებას თავის ტერიტორიაზე ყაზახეთის რესპუბლიკიდან ნახშირწყალბადური ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო კორიდორის შექმნის შესახებ;

ისწრაფვიან რა შექმნან ხელსაყრელი პირობები ორივე ქვეყნის ტერიტორიების გავლით ნახშირწყალბადური ნედლეულის ტრანზიტისათვის შიდა და საერტაშორისო ბაზარზე,

და ითვალისწინებენ რა ენერგეტიკული ქარტიისადმი 1994 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების პირობებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები, მოქმედებენ რა ურთიერთხელსაყრელ საუძველზე, ყოველმხრივ განავითარებენ თანამშრომლობას ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში და მისი თანამდევი ინფრასტრუქტურის დარგებში.

    მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ მათი სახელმწიფოების სამეურნეო სუბიექტებისთვის საჭირო მხარდაჭერას თავიანთ ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზის მრეწველობის სხვადასხვა სექტორებში ურთიერთხელსაყრელი ერთობლივი საქმიანობის განხორციელებაში, მხარეთა კანონმდებლობით რეგულირებადი ფორმებითა და შესაბამისი პროცედურებით.

    მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმებულ პირობებზე, რომელიც არ ეწინააღმდეგება თავიანთ სახელმწიფოთა კანონმდბელობებს, ხელს შეუწყობენ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას აპროექტებში, რომლებიც ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე ნახშირწყალბადების დაზვერვის, დამუშავების, მოპოვების, გადამუშავების, ტრნსპორტირებისა და რეალიზაციის და თანამდევი ინფრასტრუქტურის სფეროებში, რომელთაც აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები თავიანთ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ქმნიან ხელშემწყობ პირობებს მათ ტერიტორიაზე წარმოებული ან მათი, ასევე მესამე ქვეყნების კუთვნილი ნახშირწყალბადებისა და მათი გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტებისა და მათ წარმოებასთან დაკავშირებული აუცილებელი საქონლის ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადატვირთვის, შენახვის, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, მიღება-ჩაბარებისა და სხვა ოპერაციებისთვის.

ხელშემკრელი მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს მათ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის სტაბილური, უსაფრთხო, ეფექტური ფუნქციონირებისთვის საკანონმდებლო და ეკონომიკური ბაზის შესაქმნელად.

ხელშემკვრელი მხარეები არ მიიღებენ ისეთ ზომებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე მათ ინტერესებს.

    მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ოპერატიული მართვის შეთანხმებული სქემების შექმნასა და განვითარებას (მათ შორის, სატელეკომუნიკაციო) ტრანზიტულ სატრანსპორტო და მილსადენის ქსელებისა, ნახშირწყალბადებისა და მათი გადამუშავების პროდუქტების გადასაზიდად.

    მუხლი 6

ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს გაუწევენ საჭირო დახმარებასა და ხელშეწყობას ნავთობის და გაზის მრეწველობის და თანმდევი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტიქიური უბედურებების, ავარიების, სხვა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციაში, აგრეთვე მიიღებენ საჭირო ზომებს ობიექტებზე და/ან საერთო ინტერესის პროექტებში უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, პერსონალის სიცოცხლისა და ჯანრთელობის დაცვის შესაბამისი პროგრამების დამუშავებასა და რეალიზაციაში.

    მუხლი 7

ხელშემკვრელი მხარეები პერიოდულად ჩაატარებენ კონსულტაციებს ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ურთიერთხელსაყრელი კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის, სპეციალისტების სწავლების საკითხების ჩათვლით.

    მუხლი 8

ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ ამ ხელშეკრულებაში შეიტანონ საჭირო დამატებითი ცვლილებები.

    მუხლი 9

ამ ხელშეკრულების გამოყენებისა და/ან განმარტებისას წარმოქმნილი დავებისა და უთანხმოებების გადაწყვეტისთვის ხელშემკვრელი მხარეები გამართავენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებას, ამასთან ერთად იხელმძღვანელებენ საყოველთაო სააერტაშორისო ნორმებითა და წესებით, აგრეთვე 1994 წლის 17 დეკემბრის ენერგეტიკული ქარტიისადმი ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით.

    მუხლი 10

ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან და ძალაში რჩება 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე წერილობითი ფორმიტთ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე თავისი განზრახვის შესახებ.

შესრულებულია ქ. ალმატიში 1997 წლის 11 ნოემბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

ხელშეკრულების დებულებათა განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)