შეთანხმება საჰაერო ტრანსპორტის დარგში ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და შორის

  • Word
შეთანხმება საჰაერო ტრანსპორტის დარგში ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 26/09/2007
ძალაში შესვლის თარიღი 07/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 310050000.03.030.000667
  • Word
-
20/01/1993
გაურკვეველი, -, 26/09/2007
310050000.03.030.000667
შეთანხმება საჰაერო ტრანსპორტის დარგში ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საჰაერო ტრანსპორტის დარგში ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის

პრეამბულა

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

არიან რა თანაბრად მოსურნენი დადონ შეთანხმება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებსა და მათ ფარგლებს გარეთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწესების მიზით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. განსაზღვრებანი

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და 90-ე და 94-ე მუხლების თანახმად მიღებულ ამ დანართისა და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, იმდენად, რამდენადაც ისინი ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს, სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მმართველს და ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოცემულ დროში განხორციელებული ან მსგავსი ფუნქციები, ხოლო საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში კი, საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს და ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული ორგანოს მიერ მოცემულ დროში განხორციელებული ან მსგავსი ფუნქციები;

c) ტერმინი „დანიშნული ავიაგადამზიდველი“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად დანიშნულ და სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს;

d) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხომალდთან მიმართებაში ნიშნავს: ამ ხომალდის სასარგებლო დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე, ხოლო იგივე ტერმინი „შეთანხმებულ ხაზთან“ მიმართებაში, ნიშნავს იმ ხომალდის ტევადობას, რომელიც ახორციელებს ამ საჰაერო მიმოსვლას, გამრავლებულს ამ საჰაერო ხომალდის მიმოსვლის სიხშირეზე განსაზღვრული დროის პერიოდში მთელ მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკეთზე;

e) ტერმინი „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ტერიტორიასა და მის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებს, რომლებზეც ვრცელდება ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი;

f) ტერმინებს: „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიაგადამზიდველი“, „შეჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლში მოცემული მათთვის მინიჭებული მნიშვნელობები.

ცხადია მოცემული შეთანხმების მუხლებისათვის მინიჭებული სათაურები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ან ავრცობს მოცემული შეთანხმების რომელიმე დებულების მნიშვნელობას.

    მუხლი 2. უფლებების მინიჭება

1. დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განსახორციელებლად თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შემდეგ უფლებებს:

a) გამოიყენოს მისი საჰაერო სივრცე გადაფრენის მიზნით;

b) განახორციელოს დაჯდომა მის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებისათვის;

c) განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებში, რომლებიც ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მარშრუტებისთვისაა განკუთვნილი, რათა ჩასხან ან გადმოსხან მგზავრები და ჩატვირთონ ან ჩამოტვირთონ ტვირთი და ფოსტა.

2. ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენება ხდება უფლების მიმნიჭებელი სახელმწიფოს დანიშნული ავიაგადამზიდველების თანხმობით.

3. ამ შეთანხმების არცერთი დებულება არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველს უფლება ენიჭება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აიყვანოს მგზავრები, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც განკუთვნილია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის სხვა პუნქტში გადასაყვანად/გადასატანად ქირის, ან სხვა სახის საფასურად.

4. სამხედრო ოკუპაციის რაიონებში, ან იმ რაიონებში, სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მსგავსი საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უნდა იყოს ნებადართული შესაბამისი ორგანოების მიერ.

მუხლი 3. დანიშვნა და ნებართვები

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს წერილობით დანიშნოს ერთი ავიაგადამზიდველი განსაზღვრულ მარშრუტზე შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად.

2. ამგვარი დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ხელისუფლება, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების დაცვით, დანიშნულ ავიაგადამზიდველზე დაყოვნების გარეშე გასცემს შესაბამის ნებართვას.

3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს მოსთხოვოს, რომ დაარწმუნოს ის, რომ მას შეუძლია იმ პირობების შესრულება, რომლებიც გათვალისწინებულია იმ კანონებით და წესებით, რომლებიც კონვენციის დებულებების შესაბამისად ამ ხელისუფლების მიერ ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლების განხორციელებისას.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ექსპლოუატაციის ნებართვის გაცემაზე ან დააწესოს იმგვარი პირობები, რომლებიც შესაძლოა მან აუცილებლად მიიჩნიოს წინამდებარე შეთანხმების ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლების განსახორციელებლად, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიაგადამზიდველს ფლობს და ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ დამნიშვნელი მხარის მოქალაქეები.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესრულების შემდეგ ნებისმიერ დროს, ამგვარად დანიშულ და უფლებამოსილ ავიაგადამზიდველს შეუძლია დაიწყოს ამ შეთანმხებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება, იმ პირობით, რომ ეს მიმოსვლები არ უნდა იქნეს განხორციელებული, მანამ სანამ მე-10 მუხლის თანახმად ამ მიმოსვლებთან დაკავშირებული დაწესებული ტარიფი არ შევა ძალაში.

    მუხლი 4. შეჩერება და გაუქმება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს მეორე მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუჩეროს ამ შეთანმხების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებები ან გაუუქმოს ექსპლუატაციის ნებართვა, ან დაუდგინოს მას ისეთი პირობები, რომლებსაც იგი ჩათვლის საჭიროდ:

a) ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იგი არ არის დარწმუნებული, რომ ავიაგადამზიდველის უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლს ახორციელებს ავიაგადამზიდველის დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების მიერ;

b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიაგადამზიდველი არღვევს იმ ხელშემკვრელი მხარის იმ კანონებს და/ან წესებს, რომელმაც მიანიჭა ეს უფლებები, ან

c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიაგადამზიდველი რაიმე სხვა სახით არღვევს ამ შეთანხმებით გათვალისწინეულ პირობებს,

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული გაუქმება, შეჩერება ან პირობათა წაყენება დაუყოვნებლივ არ არის აუცილებელი, რათა თავიდან იქნეს აცილებული წესებისა და კანონების შემდგომი დარღვევა, ამ უფლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის გამართვის შემდეგ.

    მუხლი 5. კანონებისა და წესების გამოყენება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება მის ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმხორციელებელი საჰაერო ხომალდის შესვლასა და გამოსვლას, ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და საჰაერო მიმოსვლას მისი ტერიტორიის თავზე ან ტერიტორიის ფარგლებში, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდზეც.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებითაც რეგულირდება მისი ტერიტორიიდან მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის ან ფოსტის შესვლა, ყოფნა და გამოსვლა, როგორებიცაა შესვლასთან, გამოსვლასთან, ემიგრაციასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებული ფორმალობები, ისევე, როგორც საბაჟო და სანიტარიული კონტროლის პროცედურა ვრცელდება მგზავრებზე, ეკიპაზე, ტვირთზე ან ფოსტაზე, რომლებიც გადააქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის კუთვნილი საჰაერო ხომალდით მის ტერიტორიაზე ყოფნის დროს.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის შემთხვევაში მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარუდგენს ამ მუხლში აღნიშნული შესაბამისი კანონებისა და წესების ასლებს.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს უფლება აქვს მეორე მხარის ტერიტორიაზე იქონიოს საკუთარი წარმომადგენლობები. გენერალური აგენტის ან გაყიდვების გენერალური აგენტის დანიშვნის შემთხვევაში, ის უნდა იქნეს დანიშული თითოეული ხელეშმკვრელი მხარის შესაბამისი კანონებისა და წესების შესაბამისად.

5. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ მიღებული შემოსავლების გადარიცხვა უნდა ხდებოდეს ამ ორ ქვეყანაში მოქმედი უცხოური ვალუტის გაცვლის წესების შესაბამისად. მხარეებმა უნდა იღონონ ყველაფერი, რომ გაამარტივონ ხარჯების გამოკლების შემდეგ მიღებული შემოსავლების გადარიცხვა.

    მუხლი 6. საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება

1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ნაცვალგების საფუძველზე სრული შესაძლებელი მოცულობით უნდა გაათავისუფლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი მისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საიმპორტო შეზღუდვებისაგან, დანადგარების საბაჟო გადასახადისაგან და დაბეგვრისაგან, სათადარიგო ნაწილების (ძრავების ჩათვლით), საჰაერო ხომალდის აუცილებელი აღჭურვილობის, საჰაერო ხომალდის მარაგისა და საკვების (თამბაქოსა და ფრენისას მგზავრებზე შეზღუდული რაოდენობით გასაყიდად გათვალისწინებული სხვა პროდუქტების ჩათვლით) და სხვა დეტალების, რომლებიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განმხორციელებელი დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდისათვის ექსპლუატაციისათვის ან მომსახურებისათვის, ისევე, როგორც დაბეჭდილი ბილეთები და სტიკერები, ავია სატვირთო ზედნადები და საინფორმაციო მასალები, რომლებიც დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ უფასოდ ვრცელდება.

2. საწვავი, საცხებ-საპოხი ზეთები, მოხმარებადი ტექნიკური მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რეგულარული აღჭურვილობა და მარაგი, რომელიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების მიერ და განკუთვნილია მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის მოხმარებისათვის, ნაცვალგების საფუძველზე გათავისუფლებული უნდა იქნეს საბაჟო გადასახადებისაგან, შემოწმების გადასახადებისაგან, და სხვა სახელმწიფო გადასახადისა და ბეგარისაგან.

3. საწვავი, საცხებ-საპოხი ზეთები, სხვადასხვა მოხმარებადი ტექნიკური მარაგი, რეგულარული აღჭურვილობა და მარაგი, რომელიც შეტანილია და მოხმარებულია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ნაცვალგების საფუძველზე გათავისუფლებული უნდა იქნეს საბაჟო გადასახადებისაგან, ბეგარისაგან, შემოწმების გადასახადებისაგან და სხვა სახელმწიფო გადასახადისა თუ ბეგარისაგან.

4. რეგულარული საბორტო აღჭურვილობა, ისევე როგორც მასალები და მარაგები, რომლებიც განთავსებულია რომელიმე ხელეშმკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდზე შესაძლოა ჩამოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ორგანოების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება მოთავსდეს აღნიშნულ ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ იმ მომენტამდე, ვიდრე საბაჟო წესების შესაბამისად არ იქნება რეექსპორტირებული ან სხვაგვარად განკარგული.

5. მგზავრები, ბარგი და ტვირთი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტისას, რომლებიც არ ტოვებს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი აეროპორტის ტერიტორიას, ექვემდებარება მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს. პირდაპირი ტრანზიტის შემთხვევაში ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან და სხვა მსგავსი ბეგარისაგან.

6. ავიაგადამზიდველის ემბლემიანი ოფიციალური დოკუმენტები, როგორებიცაა ბარგის ბირკა, ავიაბილეთები, ავიასატვირთო ზედნადებები, ჩასხდომის ბარათები, განრიგები, რომლებიც შეტანილია რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ექსკლუზიური მოხმარებისათვის ასევე თავისუფლდება ყველა საბაჟო გადასახადისაგან და/ან მოსაკრებლისაგან.

    მუხლი 7. აეროპორტით სარგებლობის საფასური

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააწესოს ან ნება დართოს დაწესებაზე სამართლიანი და გონივრული მომსახურების საფასური მის კონტროლის ქვეშ მყოფი აეროპორტისა და სხვა ობიექტების სარგებლობისათვის.

თუმცა თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება იმაზე, რომ ეს საფასური ან უნდა აღემატებოდეს იმას, რასაც გადაიხდიდნენ მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმხორციელებელი მათი საჰაერო ხომალდები ამ აეროპორტებითა და ობიექტებით სარგებლობისათვის.

    მუხლი 8. ტევადობის წესები და განრიგების დამტკიცება

1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები უნდა სარგებლობდნენ სამართლიანი და თანასწორი მოპყრობით, რათა თანაბრად შეძლონ შეთანხმებულ ხაზებზე დადგენილი მარშრუტებით სარგებლობა.

2. თითოეული ხელეშმკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი, შეთანმხებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, უნდა ითვალისწინებდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის ინტერესებს; რათა არ მოხდეს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული საჰაერო მიმოსვლების გაუმართლებელი შეფერხება იმავე მარშრუტებზე ან მათ მონაკვეთებზე.

3. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ შეთანხმებული ხაზების გამოყენების უპირველეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს, იმ მოცულობის დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის არსებობისას, მგზავრთა გადაყვანისათვის, ტვირთისა და ფოსტის გადასაზიდად იმ მოცულობის უზრუნველყოფა, რომელიც საკმარისია არსებული და გონივრულად მოსალდნელი მოთხოვნების შესასრულებლად, ავიაგადამზიდველის დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარისა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებს შორის. პრინციპში, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შორის მაქსიმალურად თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მოცულობა, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში დადენილი პრინციპების დაცვის პირობით, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდვილს შეუძლია უზრუნველყოს ტევადობა, რათა უპაუხოს მესამე სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის საჰაერო მიმოსვლის მოთხოვნებს, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართულ მარშრუტების განრიგში და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

5. ტევადობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყოფილი, რეისების სიხშირისა და საჰაერო ხომალდის სახეობის ჩათვლით, რომელიც გამოყენებულ იქნება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ შეთანხმებულ საჰაერო მიმოსვლებში, შეთანხმებული უნდა იქნეს საავიაციო ხელისუფლებებთან დანიშნული ავიაგადამზიდველების რეკომენდაციის საფუძველზე. დანიშნულმა ავიაგადამზიდველებმა უნდა გააკეთონ იმგვარი რეკომენდაცია ერთმანეთთან სათანადო კონსულტაციების შემდეგ, ამ მუხლის პივრელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით.

6. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შორის უთანხმოების არსებობის შემთხვევაში მე-5 პუნქტში მითითებული ეს სადავო საკითხი უნდა იქნეს გადაჭრილი ორი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმებით, სანამ ასეთი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ავიაგადამზიდველების მიერ გამოყოფილი ტევადობა უცვლელი დარჩება.

7. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა შეთანხმებულ მარშრუტზე საჰაერო მიმოსვლების დაწყებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ფრენის დროის განრიგები. აღნიშნული ასევე ეხება მოგვიანებით განხორციელებულ ცვლილებებსაც. განსაკუთრებულ შემთხვევებში დროის ეს ლიმიტი შესაძლოა შემცირდეს აღნიშნული ხელისუფლების თანხმობით.

8. ორ დანიშნულ ავიაგადამზიდველს შორის კომერციული შეთახმების დადება საჭირო გახდება შეთანმხებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას. ეს კომერციული შეთანხმება დასამტკიცებლად გადაეცემა შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.

    მუხლი 9. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება

ფრენის ვარგისობის, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ არის გაცემული ან მოქმედად აღიარებული, ასევე აღიარებული უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებაში გათვალისწინებული მარშრუტების გამოყენების და საჰაერო მიმომსვლების განხორციელების მიზნით. იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც ეს სერტიფიკატები ან ლიცენზიები არის გაცემული ან აღიარებული, იმ მინიმალურ სტანდარტებს უტოლდება ან აღემატება, რომლებიც კონვენციის შესაბამისად დადგენილია ან შეიძლება დადგინდეს. თუმცა თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, არ აღიაროს მეორე მხარის ან სხვა სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეებზე გაცემული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები აღნიშნული მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით.

    მუხლი 10. საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის ტარიფები

1. შეთანხმებულ ხაზებზე ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ განხორციელებული საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის ტარიფები დაწესებული იქნება გონივრულ ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი სათანადო ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა საექსპლოატაციო ხარჯები, გონივრული მოგება, მოხმარების თავისებურებები და იმ ავიაგადმზიდველების ტარიფები, რომლებიც შეთანხმებულ სრულ მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე ახორციელებენ ფრენას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტარიფები დგინდება შემდეგი წესების შესაბამისად:

a) იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველები საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის წევრები არიან, იმ ტარიფით, რომელიც განისაზღვრება ტარიფების დადგენის მექანიზმების და სატარიფო რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც უკვე არსებობს შეთანხმებულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ტარიფები უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელი მხარეების დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შორის, აღნიშნული სატარიფო რეზოლუციის შესაბამისად;

b) მაშინ, როცა შეთანხმებულ ხაზებთან მიმართებაში არ არსებობს სატარიფო დადგენილება ან როცა ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული რომელიმე ან ორივე ავიაგადამზიდველი არ არის (a) პუნქტში ნახსენები ასოციაციის წევრი, მაშინ ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიაგადამზიდველები ერთმანეთს შორის თანხმდებიან შეთანხმებულ ხაზებთან მიმართებაში დასაწესებელ ტარიფებზე;

c) ამგვარად დადგენილი ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მათ დაგეგმილ შემოღებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, ეს ვადა შესაძლოა გაიზარდოს მოხსენიებული ორგანოების თანხმობის შემთხვევაში;

d) თუ ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიაგადამზიდველები ვერ შეთანხმდებიან ტარიფის დადგენაზე, ან თუ რომელიმე ხელშემკვრელმა მხარემ არ დანიშნა ავიაგადამზიდველი შეთანხმებული ხაზების ექსპლოუატაციისათვის ამ მუხლის „c“ პუნქტში მითითებული 30 დღიდან 15 დღის განმავლობაში, მაშინ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება უგზავნის უკმაყოფილების შეტყობინებას მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანოებს თითოეული იმ ტარიფის შესახებ, რომელიც შეთანხმებულია ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ ამ მუხლის „a“ და „b“ პუნქტების მიხედვით. ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებები უნდა შეეცადონ შეთანმხების მიღწევას შესაბამის დასადგენ ტარიფებთან დაკავშირებით, თუმცა ორივე ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი საავიაციო ხელისუფლების დამტკიცების გარეშე არცერთი ტარიფი ძალაში არ შევა;

e) თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეთანხმდებიან ამ მუხლის „d“ პუნქტის მიხედვით მათთვის წარდგენილ ტარიფზე ან ამ მუხლის „d“ პუნქტით ნებისმიერი ტარიფის დადგენაზე, დავა უნდა გადაწყდეს ამ შეთანხმების მე-14 მუხლის დებულების შესაბამისად.

3. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაში რჩება მანამ, სანამ ახალი ტარიფები არ დადგინდება.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება იმაზე, რომ საჰაერო ხომალდის ამ ოპერატორებს პირებს შეიძლება მოეთხოვოთ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნილი „c“ პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებათა დაცვა ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ტერიტორიის დატოვებისას, ან ტერიტორიაზე ყოფნისას. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე ყველა ადეკვატური ზომის ეფექტური განხორციელება საჰაერო ხომალდის დასაცავად და მგზავრთა, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და საჰაერო ხომალდის მარაგის შესამოწმებლად ჩასხმამდე/დატვირთვამდე, ან ჩასხმისას /დატვირთვისას. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ასევე უნდა გაითვალისწინოს მეორე მხარის მოთხოვნა დამატებითი უშიშროების ზომების მიღების შესახებ, კონკრეტული საფრთხეების საპასუხოდ.

5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდება და მსგავსი საფრთხის არსებობისას, ან ამ საჰაერო ხომალდის, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სააჰაერო ნავიგაციის ობიექტების უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული სხვა უკანონო ქმედებებს აქვს ადგილი, ხელშემკვრელმა მხარეებმა დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს კავშირის ხელშეწყობითა და სხვა შესაბამისი ზომებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტების ამ მათი საფრთხეების უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.

6. როდესაც რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს აქვს მყარი საფუძველი ივარაუდოს, რომ მეორე მხარემ გადაუხვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების შესახებ დებულებებს, ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვთ მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან სასწრაფო კონსულტაციების გამართვა.

    მუხლი 12. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა

ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ მოთხოვნისამებრ უნდა მიაწოდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მისი დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ შეთანხმებულ მარშრუტზე მეორე ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით და მისი ტერიტორიიდან შესრულებული ფრენის ისეთი სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ჩვეულებრივ შეიძლება იყოს მომზადებული და წარდგენილი მისი სახელმწიფო საავიაციო ხელისუფლებისათვის. ფრენის განრიგის ნებისმიერი დამატებითი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ხელისუფლებისაგან შესაძლოა მოითხოვოს, მოთხოვნის შემთხვევაში, ექვემდებარება ორივე ხელშემკვრელი მხარის განხილვას და შეთანხმებას.

    მუხლი 13. კონსულტაციები და ცვლილებები

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ან მის საავიაციო ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ან მის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების გამართვა.

2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ან მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ მოთხოვნილი კონსულტაცია, ამ კონსულტაციაზე მოთხოვნის მიღების მომენტიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

3. ამ შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის, როცა ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ საერთაშორისო შეთანხმებების დადებისა და ძალაში შესვლის მათი კონსტიტუციური პროცედურების დასრულების შესახებ.

4. მე-3 პუნქტის დებულების მიუხედავად, ამ შეთანხმებაზე თანდართულ მარშრუტის განრიგებში ცვლილება შეიძლება პირდაპირ შეთანხმდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ისინი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დადასტურდება დიპლომატიური ნოტების გაცვლით.

    მუხლი 14. დავების მოგვარება

1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ შეთანხმებისა და მისი დანართ(ებ)ის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში უნდა შეეცადონ არსებული დავა მოაგვარონ მოლაპარაკების გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეძლებენ დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, მათ შეუძლიათ დავა საკონსულტაციო მოსაზრებისათვის გადასცენ რომელიმე პირს ან ორგანოს.

3. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეძლებენ დავის მოგვარებას პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დავა გადაეცემა სამი არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომლიდანაც თითო ინიშნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ, ხოლო მესამე კი ამგვარად დანიშნული ორი არბიტრის მიერ. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი მათ მიერ ტრიბუნალისათვის დიპლომატიური არხებით გაგზავნილი დავის დარეგულირების თხოვნის შემცველი შეტყობინების მიღებიდან 60 დღის ვადაში, ხოლო მესამე არბიტრი დაინიშნება მომდევნო 60 დღის ვადაში. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ შეძლებს არბიტრის დანიშვნას განსაზღვრულ ვადაში, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საბჭოს პრეზიდენტს, და თუ ის არის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, მაშინ პირველ ვიცე-პრეზიდენტს ან უხუცეს წევრს, რომელიც არ წარმოადგენს ქვეყანას, შესაძლოა დაევალოთ დანიშვნა მე-14 მუხლის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა წარმოადგენდეს მესამე ქვეყანას და უნდა მოქმედებდეს როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე.

4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი ადგენს საკუთარ პროცედურულ წესებს და იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების ხარჯების განაწილების თაობაზე.

5. ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაემორჩილონ აღნიშნული მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ან დანიშნული ავიაგადამზიდველი არ ემორჩილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გამოტანილ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დამრღვევ ხელშემკვრელ მხარეს ან დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუზღუდოს, დროებით შეუჩეროს ან შეუწყვიტოს შეთანხმების ძალით მინიჭებული უფლებები ან პრივილეგიები.

    მუხლი 15. შეთანხმების შეწყვეტა

ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წერილობით შეატყობინონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ; ეს გადაწყვეტილება ამავე დროს უნდა ეცნობოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

ამ შემთხვევაში, შეთანხმების მოქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 12 თვის შემდეგ, თუ ეს გადაწყვეტილება ამ დროის ამოწურვამდე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე არ იქნა გაუქმებული. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დადასტურების არარსებობის შემთხვევაში, ეს შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

    მუხლი 16. მრავალმხრივ კონვენციებთან შესაბამისობა

თუ საჰაერო მიმოსვლის შესახებ საყოველთაო მრავალმხრივი კონვენცია ან შეთანხმება შედის ძალაში ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის, წინამდებარე შეთანხმება და მისი დანართ(ებ)ი უნდა იქნეს შესწორებული იმგვარად, რომ ის შეესაბამებოდეს ამგვარი კონვენციისა და შეთანხმების დებულებებს.

    მუხლი 17. რეგისტრაცია

ეს შეთანხმება, მისი დანართ(ებ)ი და შესწორებები რეგისტრირებული უნდა იქნეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში.

    მუხლი 18. შეთანხმების ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შევა მაშინ, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორისგან მიიღებს საბოლოო შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მან შეასრულა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო მისი კონსტიტუციური მოთხოვნები.

რის დასტურადაც, მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემოთ ხელის მომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია 1371.10.30(20.01.1993), ორ ასლად, ინგლისურ, სპარსულ და ქართულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტებისას შეუსაბამობის შემთხვევაში ინგლისურ ვარიანტს ენიჭება უპირატესობა.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკა                                 საქართველოს რესპუბლიკა

 მთავრობის სახელით                                                   მთავრობის სახელით

 

 

 

 

დანართი

მარშრუტის განრიგი

ნაწილი 1:

ირანის ისლამური რესპუბლიკის დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების მიერ საექსპლოატაციო მარშრუტები:

მარშრუტი 1:

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული პუნქტები – თბილისი.

ნაწილი 2:

საქართველოს რესპუბლიკის დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების მიერ საექსპლუატაციო მარშრუტები:

მარშრუტი 1:

საქართველოს რესპუბლიკაში არსებული პუნქტები – თეირანი.

შენიშვნა:

შუალედური და საზღვრის გარეთ მდებარე პუნქტების გამოყენება განისაზღვრება შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებით.

ღმერთის სახელით

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს რესპუბლიკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციებმა 1993 წლის 19 და 20 იანვარს გამართეს დისკუსიები, რის შედეგადაც მოახერხებდნენ დაედოთ შეთანმხება ერთმანეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ. ორმა დელეგაციამ შეათანხმა ხელშეკრულება და დაამოწმა ხელმოწერით. შეთანხმების ძალაში შესვლამდე ორი დელეგაცია დათანხმდა, რომ მემორანდუმი და შეთანხმება ამოქმედდება მეორე დღიდან.

შესრულებულია თეირანში 1371 წლის 30 რიცხვში, შესაბამისად, 1993 წლის 24 იანვარს.

 

მ. საედიკია,                                                                 ზ. კერვალიშვილი

ირანის ისლამური რესპუბლიკის                                          საქართველოს რესპუბლიკის

  გზების და ტრანსპორტის მინისტრი                                                  ვიცე-პრემიერი