დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2390 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 460.070.000.05.001.000.689 |
საქართველოს კანონი
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.“;
ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 –21-ე პუნქტები:
„19. შიდა ტურიზმი – საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.
20. ტუროპერატორი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.
21. ტურაგენტი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „რომელთა პროექტს ადგენს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-9 პუნქტები:
„8. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სანიტარიული დაცვის ზონებში ჩასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებების შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.
9. საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის ან კონკურსის წესით სარგებლობაში გადაცემისას სავალდებულოა ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩაითვალოს მე-10 პუნქტად.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. დარგის მართვის რეგიონალური ორგანიზაციები
1. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის შუალედური რგოლებია რეგიონალური (სამხარეო) სამმართველოები, რომელთა სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.
2. რეგიონალური (სამხარეო) სამმართველოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.
5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური, აგრეთვე ორგანიზებული და არაორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის პროცესში.“.
6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტურისტებისა და დამსვენებლების უსაფრთხოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 9 სექტემბერი.
№2390–Iს
დოკუმენტის კომენტარები