,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016058
  • Word
21/ნ
18/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
040030000.22.022.016058
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 21/ნ

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2009, 11, მუხ. 114) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნცვლილებები და დამატება და

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1”, „თ2”, „თ3”, „თ4”, „თ5” და „თ6” ქვეპუნქტები:

„თ1) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომ­დინა­რე განახორციელოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

2) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის და­გეგმვა;

3) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

4) შეიმუშაოს განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორები;

5) უზრუნველყოს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

6) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამი­ნის­ტროს სისტემის გამართულ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყო­ბა.”.

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სააგენტოს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. სააგენტოს დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”.

გ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტოს დირექტორს ყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი