დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.103.016024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2011 - 14/02/2012)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 17 თებერვალი
დ. მესტია
„მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის).
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მესტიის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
3. დაევალოს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს უზრუნველყოს ამ დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული საბაზისო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც
CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
IMG – არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს;
ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება).
C – არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70.
2. პირველი პუნქტის მიხედვით მესტიის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN |
| 0,22 | 1 | 0,24 | 75 | 3-96 |
3. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასი 80%-ის ოდენობით და შეადგენს 3-16 ლარს.
4. მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1,18 ლარს.
5. ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №544 ბრძანებულებით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თანდართულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 1,96 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მეოთხე პუნქტით დადგენილი ფასი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები